Categories
სკოლა ანაბასისი

,,მეცნიერება სამზარეულოში”

„კბილის პასტის სუპერძალა“ — მეცნიერება, რომელიც იცავს ღიმილს! 🥚

სკოლის მკვლევართა კლუბმა კვლავ ჩაატარა ექსპერიმენტი მეოთხე კლასელებთან პროექტის — „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში.

ამჯერად პატარა მეცნიერებმა საინტერესო და ძალიან საჭირო კითხვა დასვეს:

👉 მართლა იცავს თუ არა კბილის პასტა კბილის ემალს?

ექსპერიმენტის დროს ორი კვერცხი „კბილად“ გადაიქცა. ერთი მათგანი კბილის პასტით დაიფარა, მეორე — დაუფარავი დარჩა. ორივე კვერცხი მოთავსდა სხვადასხვა ხსნარში — ყავაში, კოკა-კოლაში, ძმარში და საკვები საღებავის ხსნარში.

რამდენიმე წუთში შედეგი თვალსაჩინო იყო 👀

დაუფარავი კვერცხი უფრო მეტად შეიღება და ზედაპირიც დაუზიანდა, ხოლო კბილის პასტით დაფარული — გაცილებით უკეთ „გადარჩა“.

ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მოქმედებს მჟავა კალციუმზე დაფუძნებულ დამცავ ფენაზე და როგორ ქმნის კბილის პასტა დამცავ საფარს.

🔬 ექსპერიმენტის შემდეგ მოსწავლეებმა ინსტრუქცია ოჯახებსაც გაუზიარეს.

მშობლებმა დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში და ჯგუფში გამოგვიგზავნეს საოცრად საინტერესო ვიდეოები, სადაც ექსპერიმენტი უკვე ოჯახურ გარემოში გაგრძელდა.

სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ნამდვილ საგანმანათლებლო სივრცეს —

სკოლა + ოჯახი + კვლევა = ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში გადადის ❤️

ამ აქტივობამ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ:

✔ კბილის პასტა იცავს კბილის ემალს;

✔ კბილების ყოველდღიური გახეხვა აუცილებელია;

✔ მეცნიერება გვეხმარება ჯანმრთელობის დაცვაში.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:

„ვინ გაიმარჯვა — მჟავამ თუ კბილის პასტის სუპერძალამ?“ 😄

პასუხი ერთხმად იყო —

✨ სუპერძალამ! ✨

მაშ, გვახსოვდეს — დილით და საღამოს კბილის პასტა ნიშნავს ძლიერ და ბედნიერ ღიმილს 🦷💫

პროექტი ეყრდნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში შექმნილ სახელმძღვანელოს „მეცნიერება სამზარეულოში“.

დიდი მადლობა კრებულის ავტორებს — ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერი და შთამაგონებელია.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,უფლებები და პასუხისმგებლობები”

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეცხრე კლასში პედაგოგ თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი სასკოლო პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში თემაზე:

„რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები და პასუხისმგებლობები? როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები?“

პროექტ-გაკვეთილი განხორციელდა რამდენიმე ეტაპად.

პირველ ეტაპზე შეხვედრა ჩატარდა თანატოლგანმანათლებლობის ფორმატში, სადაც მოსწავლეები თავად წარდგნენ ინფორმაციის გამზიარებლების როლში.

პროცესს ესწრებოდნენ პედაგოგებიც, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემო.

მეორე ეტაპზე ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა მშობლების თანდასწრებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ჩართულობისა და სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავებისთვის.

დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა თავი წარმოიდგინეს ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებლად და საკუთარ ნამუშევრებში წარმოაჩინეს:

✔️ რას ნიშნავს „მომხმარებელი“ და რატომ არის მისი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი;

✔️ მომხმარებლის ძირითადი უფლებები (ინფორმაციის მიღება, უსაფრთხო პროდუქტი, არჩევანის თავისუფლება და სხვ.);

✔️ მომხმარებლის პასუხისმგებლობები (გონივრული არჩევანი, ინფორმაციის გადამოწმება, წესების დაცვა);

✔️ მომხმარებლის უფლებების დარღვევის რეალური ან წარმოსახვითი მაგალითი;

✔️ უფლებების დაცვის გზები – ვის მივმართოთ და რა ნაბიჯები გადავდგათ.

მოსწავლეებმა საინტერესო და ანალიტიკური ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ მიერ განხილული იყო რეალური ცხოვრების მაგალითები, პრობლემის გააზრება და პრაქტიკული გამოსავლების შეთავაზება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვა, ქვითრის შენახვა, ონლაინშოპინგისას სიფრთხილის ზომები და შესაბამის უწყებებთან მიმართვის მექანიზმები.

დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს:

• გაეაზრებინათ მომხმარებლის როლი თანამედროვე საზოგადოებაში;

• შეესწავლათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის კავშირი;

• განევითარებინათ სამართლებრივი ცნობიერება და კრიტიკული აზროვნება;

• ჩამოყალიბებოდათ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქის პოზიცია.

შემაჯამებელმა პროექტ-გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქალაქეობრივი განათლება იწყება სკოლიდან – ინფორმირებული მომხმარებელი კი არის ძლიერი, პასუხისმგებლიანი და აქტიური საზოგადოების საფუძველი.

Categories
სკოლა ანაბასისი

უსაფრთხო ინტერნეტი

10 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ETwinning-ის პროექტის ფარგლებში მე-3ა და მე-3ბ კლასის ანაბასისელების საინტერესო, შემეცნებითი და მეგობრული შეხვედრა შედგა

მოსწავლეებმა დაიწყეს პირადი ციფრული ცხოვრება და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს – სმარტფონს, სმარტ საათს თუ კომპიუტერებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ინტერნეტი მხოლოდ გართობისა და სწავლის ადგილი არ არის და გარკვეული საშიშროების სივრცეს წარმოადგენს ‼️

შეხვედრაზე მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე გაეცვნენ პრეზენტაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, გაიცნეს წიგნი “დიდი კომპიუტერული თავგადასავალი”და

კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს ციფრული სამყაროს მხარეებზე:

✅ დადებითი მხარე: წვდომა უამრავ ინფორმაციასთან, შემეცნებითი თამაშები და მეგობრებთან კომუნიკაცია.

⚠️ სახიფათო მხარე: უცხო პირებთან კონტაქტის რისკი, პირადი ინფორმაციის გაზიარების საფრთხე და ინტერნეტ-დამოკიდებულება.

🧩შეხვედრის დასასრულს თეორიული ცოდნის გასამყარებლად, მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი ფაზლი. თითოეული დეტალის შეერთებით მათ სიმბოლურად ააწყეს “უსაფრთხოების ერთიანი სურათი” და გაიაზრეს, რომ ინტერნეტში დაცულობა სწორედ წესების დაცვაზეა დამოკიდებული.

“ციფრული სამყარო დიდი ლაბირინთია, სადაც მთავარი კომპასი – ცოდნა და სიფრთხილეა!”

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კვერცხის ამოფრენა წყლის ფსკერიდან ზედაპირზე”

როცა კვერცხი „ფრინავს“ და ბავშვები — ფიქრობენ

პროექტის „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში მკვლევართა კლუბის „ანაბასისის“ წევრებმა მეოთხე კლასელებთან ერთად ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი — „როგორ ამოფრინდება კვერცხი წყლის ფსკერიდან ზედაპირზე?“

ეს იყო შეხვედრა , სადაც არავინ ეძებდა „სწორ პასუხს“ დაზეპირებით. ბავშვებმა თავად დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს ვარაუდები, დააკვირდნენ პროცესს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ შედეგამდე. ერთი შეხედვით უბრალო კვერცხმა მათ აჩვენა, რომ გარემოს მცირე ცვლილებაც კი სრულიად ახალ შედეგს იძლევა.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ექსპერიმენტი სკოლის კედლებში არ დასრულებულა 🏡

მოსწავლეებმა ის სახლშიც გაიმეორეს, ოჯახის წევრებთან ერთად — მშობლებთან, და-ძმებთან. დააკვირდნენ პროცესს, გადაიღეს ფოტოები , ვიდეოები და თავიანთი აღმოჩენები პროექტის ჯგუფში გაგვიზიარეს 📸🎥

✨ ასე იქცა სამზარეულო პატარა ლაბორატორიად,

✨ ხოლო ბავშვები — პატარა მეცნიერებად.

პროექტი ეყრდნობა SALiS ლაბორატორიის მიერ შექმნილ მოდულს

📘 „მეცნიერება სამზარეულოში“

და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მეცნიერება იწყება ინტერესით, კითხვით და გაბედული ექსპერიმენტით! .

Categories
სკოლა ანაბასისი

,,სამოქალაქო უსაფრთხოება”

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში სასკოლო პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება”.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

1. ცოდნა და გაგება

მოსწავლე სწორად განმარტავს, რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი (მაგალითად: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, პაროლი).

2. პრაქტიკული გამოყენება

მოსწავლე აღწერს ან ასახელებს რეალურ სიტუაციებს, სადაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვა (ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თამაშებში) და გვთავაზობს უსაფრთხო ქცევის მაგალითებს.

3. პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება

მოსწავლე ავლენს გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი და სხვისი პერსონალური მონაცემების მიმართ, აცნობიერებს შესაძლო საფრთხეებს და მათი თავიდან აცილების გზებს.

მოსწავლეებმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო უსაფრთხოებას, რადგან პირადი ინფორმაციის დაცვით ადამიანი იცავს თავს თაღლითობისგან, კიბერბულინგისგან და სხვა საფრთხეებისგან. როცა მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეპყრობიან საკუთარ და სხვის მონაცემებს, საზოგადოებაც უფრო უსაფრთხო და დაცული ხდება.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მეცნიერება სამზარეულოში”

სკოლა ანაბასისში წარმატებით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „მეცნიერება სამზარეულოში“, რომელსაც ახორციელებს სკოლაში მოქმედი მკვლევართა კლუბი „ანაბასისი“.

პროექტის მთავარი იდეა ეფუძნება მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს:

„მეცნიერება ყველგან არის – მათ შორის ჩვენს სამზარეულოში“.

პროექტში ჩართულნი არიან:

• მკვლევართა კლუბის წევრები — მენტორები

• IV კლასის მოსწავლეები;

• მშობლები — საშინაო ექსპერიმენტების პროცესში

• მხარდამჭერები : სკოლის ადმინისტრაცია, მეოთხე კლასის ხელმძღვანელები, ბუნებისმეტყველების პედაგოგები.

პირველი შეხვედრა უკვე შედგა

პროექტის ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა IV კლასის მოსწავლეებთან, სადაც მკვლევართა კლუბის წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი „ცისარტყელა ჭიქაში“.

ექსპერიმენტის დროს მოსწავლეები: დააკვირდნენ ფერადი სითხეების განლაგებას; მოუსმინეს ახსნას მარტივი, მათთვის გასაგები ენით;ჩაერთნენ კითხვებითა და ვარაუდებით;სწავლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ მოსმენით, არამედ ცდით, დაკვირვებით და აღმოჩენით.

ექსპერიმენტი გაგრძელდა სახლში

შაბათ-კვირას IV კლასის მოსწავლეებმა ექსპერიმენტი სახლში გაიმეორეს.

პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც, რაც პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია.

პროექტის ჯგუფში უკვე შემოვიდა:

საინტერესო ფოტოები; შემოქმედებითი ვიდეორგოლები; ბავშვების დაკვირვებები და შთაბეჭდილებები;

ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტურია სწავლა მაშინ, როცა სკოლა და ოჯახი ერთად თანამშრომლობენ.

პირველი შედეგები უკვე სახეზეა

მაღალი მოტივაცია და ჩართულობა; ცნობისმოყვარეობა და კითხვების დასმა; მეცნიერებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; უფროსი მოსწავლეების მენტორული უნარების განვითარება;მშობლების აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში.

და ეს მხოლოდ დასაწყისია…

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კიდევ ბევრი ექსპერიმენტი, კვლევა და აღმოჩენა ელით.

ჩვენ წინ გვაქვს გზა, სადაც მეცნიერება იქნება სახალისო, ხელშესახები და ცხოვრების ნაწილი.

გაგრძელება აუცილებლად იქნება!

მკვლევართა კლუბის წევრები პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპერიმენტების შერჩევისას დაეყრდნო SALiS სამეცნიერო ლაბორატორიის სახელმძღვანელოს ,,მეცნიერება სამზარეულოში”, სწორედ ეს სახელმძღვანელო გახდა ინსპირაცია პროექტისათვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მოვედი წელი ახალი”

სკოლა ,,ანაბასისში” წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და სახალისო პროექტი „მოვედი წელი ახალი“, რომლის მიზანი იყო:

საახალწლო განწყობის შექმნა;

ზამთრის დღესასწაულებისა და შობა–ახალი წლის ტრადიციების გაცნობა;

კვლევა-ძიების უნარის განვითარება;

ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბება;

მეტყველების კულტურის განვითარება.

მასწავლებელ თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით მეორე „ა“ კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და თითოეულმა ჯგუფმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით გააცნო საზოგადოებას ზამთრის დღესასწაულები და შობა–ახალი წლის ტრადიციები.

ბავშვები გამოირჩეოდნენ დახვეწილი მეტყველებით, საქმის ცოდნითა და შემოქმედებითი მიდგომით. ცეკვითა და სიმღერით მათ შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა, ხოლო პროექტის საბოლოო პროდუქტებად წარმოდგენილი ლამაზი პოსტერები ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.

ვულოცავთ მეორე „ა“ კლასის მოსწავლეებსა და მათ კლასის ხელმძღვანელს, მასწავლებელ თამარ ვეფხვაძეს, პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასახული მიზნების სრულად მიღწევას.

ეს იყო სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი!

Categories
სკოლა ანაბასისი

ნარევების დაყოფა

მკვლევართა კლუბის მეორე შეხვედრა .

ანაბასისის ახალგაზრდა მკვლევრებმა ნარევების სამყაროში იმოგზაურეს მხიარულ და შემოქმედებით გარემოში ბავშვებმა თავად გაფილტრეს მღვრიე წყალი და დაადგინეს, როგორ შეიძლება ნარევების დაყოფა პრაქტიკულ სიტუაციებში. მათ წინაშე იდგა ამოცანა: აგარაკზე სუფრის მარილი დაებნათ ქვიშაში — როგორ მოიქცეოდნენ? მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს ნაბიჯები მარილის გასასუფთავებლად — ნამდვილი პატარა ქიმიკოსებივით! კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ცოდნისკენ, შემოქმედებისა და აღმოჩენების სამყაროში!

Categories
სკოლა ანაბასისი

პირველი ნაბიჯები მეცნიერების სამყაროში

მკვლევართა კლუბი — პირველი ნაბიჯები მეცნიერების სამყაროში!

სკოლა ანაბასისში მკვლევართა კლუბმა განაახლა მუშაობა , რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების საოცარ სამყაროში უღებს კარს! პირველი მეცადინეობა ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა — ბავშვებმა დაკვირვება დაიწყეს მიკროსკოპით, შეისწავლეს მარილისა და შაქრის კრისტალები, დაათვალიერეს პეპლის ფრთების მიკროსკოპული სილამაზე, შემდეგ კი თავად მოამზადეს ნარევები რკინისა და გოგირდისგან. შეხვედრა დასრულდა რეფლექსიით — მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს, რომ მეცნიერება გაცილებით საინტერესოა, როცა თვითონ ხარ ექსპერიმენტის ნაწილი! კლუბის წევრები დიდი ინტერესით ელოდებიან მეორე მეცადინეობას, რომლის თემაა: „ენერგია ქიმიაში — როცა რეაქცია თბება ან ცივდება“ მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ გარდაიქმნება ენერგია ქიმიურ რეაქციებში და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მკვლევართა კლუბი — ცოდნა მოქმედებაში!

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კიურების ოჯახი-მეცნიერების შუქურა”

ანაბასისის მეათე კლასელებმა ქიმიაში საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს –

,,კიურების ოჯახი — მეცნიერების შუქურა”

კიურების ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია მეცნიერების ისტორიაში. მათი ერთგულება, შრომა და მეცნიერული მოღვაწეობა მეცნიერებისადმი სიყვარულისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია. მათი აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა ბირთვულ ფიზიკასა და ქიმიას, ხოლო ნობელის პრემიის მოპოვებამ ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში ახალი დონეზე აიყვანა.პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა: აღწერეს კიურების ოჯახის წევრთა ცხოვრება და აღმოჩენები; განმარტეს ნობელის პრემიის მნიშვნელობა მეცნიერებისთვის; გააცნობიერეს ქალის როლის მნიშვნელობა მეცნიერებაში; შეძლეს ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია; წარმოადგინეს შემოქმედებით ნამუშევარი (პოსტერები, პრეზენტაცია, სტატია , ვიდეო). მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ მეცნიერი შეიძლება გახდეს ის ვინც ოცნებას შრომით და მიზანდასახულობით რეალობად აქცევს!