დღეს სკოლა ,,ანაბასისი” სითბოსა და ბავშვური გულწრფელობის სივრცედ იქცა. გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული პროექტი სახელწოდებით ,,გაზაფხული ჩვენს გარშემო,, , რომელშიც მონაწილეობდნენ პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები.
პატარა ხელებმა დიდი სიყვარული დახატეს, პატარა ხმებმა კი უდიდესი მადლიერება აამღერეს. პროექტი ინტეგრირებული იყო ხელოვნებასთან.
ეს იყო დღე, როცა დედების თვალები სიყვარულით ანათებდნენ.
ელექტროობა პრაქტიკაში – STEAM აქტივობა მეათე კლასში
ელექტროობის თემა მხოლოდ ფორმულები და ამოცანები არ არის — ის არის იდეები, აღმოჩენები და რეალური სამყაროს შეცნობა. სწორედ ამიტომ მეათე კლასელებთან ერთად ჩავატარეთ სახალისო და შემოქმედებითი STEAM აქტივობა, სადაც თეორია პრაქტიკად ვაქციეთ.
შარშან STEAM ტრენინგებზე მიღებული ცოდნა წელს ჩემს მოსწავლეებთ გავაზიარე და მათ თავად შეძლეს სხვადასხვა საინჟინრო ნაკრების აწყობა და ელექტროობასთან დაკავშირება.
ანიმასკოპი
მოსწავლეებმა ააწყვეს ანიმასკოპი და დაინახეს, როგორ იქმნება მოძრაობის ილუზია სინათლისა და ბრუნვის დახმარებით. მათ პრაქტიკულად გაიაზრეს, რა როლი აქვს ელექტრო ენერგიას მექანიკურ მოძრაობაში და როგორ მუშაობს მარტივი ელექტრული წრე.
ეკოინჟინერია
ეკოინჟინერიის ნაკრებმა ბავშვებს დაანახა, როგორ შეიძლება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება. მათ ააწყვეს მოდელები, რომლებიც აერთიანებს ეკოლოგიურ აზროვნებასა და ტექნოლოგიას — იმსჯელეს მდგრად განვითარებაზე და ენერგიის დაზოგვაზე.
ნეიროინჟინერია
ნეიროინჟინერიის აქტივობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გაეცნენ, როგორ შეიძლება სიგნალების გადაცემა და კონტროლი, როგორ მუშაობს ელექტრული იმპულსები და როგორ უკავშირდება ეს ადამიანის ნერვულ სისტემას. მათ პრაქტიკულად დაინახეს, რომ ფიზიკა და ბიოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამინდის სადგური
ამინდის სადგურის აწყობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს სენსორების მუშაობის პრინციპი — როგორ იზომება ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა პარამეტრები ელექტრული სიგნალების საშუალებით. მათ თავად შექმნეს პატარა კვლევითი სივრცე კლასში.
ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როცა მოსწავლეები თავად ქმნიან, აწყობენ და ცდიან — ცოდნა უფრო ღრმად და ხანგრძლივად ილექება.
საბოლოოდ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და დავაფიქსირეთ ის ენერგია, ინტერესები და ღიმილი, რაც სწავლას განსაკუთრებულს ხდის.
ფიზიკა არის მომავალი. და ეს მომავალი ჩვენს კლასში უკვე იქმნება.
„კბილის პასტის სუპერძალა“ — მეცნიერება, რომელიც იცავს ღიმილს!
სკოლის მკვლევართა კლუბმა კვლავ ჩაატარა ექსპერიმენტი მეოთხე კლასელებთან პროექტის — „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში.
ამჯერად პატარა მეცნიერებმა საინტერესო და ძალიან საჭირო კითხვა დასვეს:
მართლა იცავს თუ არა კბილის პასტა კბილის ემალს?
ექსპერიმენტის დროს ორი კვერცხი „კბილად“ გადაიქცა. ერთი მათგანი კბილის პასტით დაიფარა, მეორე — დაუფარავი დარჩა. ორივე კვერცხი მოთავსდა სხვადასხვა ხსნარში — ყავაში, კოკა-კოლაში, ძმარში და საკვები საღებავის ხსნარში.
რამდენიმე წუთში შედეგი თვალსაჩინო იყო
დაუფარავი კვერცხი უფრო მეტად შეიღება და ზედაპირიც დაუზიანდა, ხოლო კბილის პასტით დაფარული — გაცილებით უკეთ „გადარჩა“.
ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მოქმედებს მჟავა კალციუმზე დაფუძნებულ დამცავ ფენაზე და როგორ ქმნის კბილის პასტა დამცავ საფარს.
ექსპერიმენტის შემდეგ მოსწავლეებმა ინსტრუქცია ოჯახებსაც გაუზიარეს.
მშობლებმა დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში და ჯგუფში გამოგვიგზავნეს საოცრად საინტერესო ვიდეოები, სადაც ექსპერიმენტი უკვე ოჯახურ გარემოში გაგრძელდა.
სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ნამდვილ საგანმანათლებლო სივრცეს —
სკოლა + ოჯახი + კვლევა = ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში გადადის
ამ აქტივობამ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ:
კბილის პასტა იცავს კბილის ემალს;
კბილების ყოველდღიური გახეხვა აუცილებელია;
მეცნიერება გვეხმარება ჯანმრთელობის დაცვაში.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:
„ვინ გაიმარჯვა — მჟავამ თუ კბილის პასტის სუპერძალამ?“
პასუხი ერთხმად იყო —
სუპერძალამ!
მაშ, გვახსოვდეს — დილით და საღამოს კბილის პასტა ნიშნავს ძლიერ და ბედნიერ ღიმილს
პროექტი ეყრდნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში შექმნილ სახელმძღვანელოს „მეცნიერება სამზარეულოში“.
დიდი მადლობა კრებულის ავტორებს — ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერი და შთამაგონებელია.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეცხრე კლასში პედაგოგ თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი სასკოლო პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში თემაზე:
„რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები და პასუხისმგებლობები? როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები?“
პროექტ-გაკვეთილი განხორციელდა რამდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე შეხვედრა ჩატარდა თანატოლგანმანათლებლობის ფორმატში, სადაც მოსწავლეები თავად წარდგნენ ინფორმაციის გამზიარებლების როლში.
პროცესს ესწრებოდნენ პედაგოგებიც, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემო.
მეორე ეტაპზე ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა მშობლების თანდასწრებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ჩართულობისა და სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავებისთვის.
დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა თავი წარმოიდგინეს ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებლად და საკუთარ ნამუშევრებში წარმოაჩინეს:
რას ნიშნავს „მომხმარებელი“ და რატომ არის მისი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი;
მომხმარებლის ძირითადი უფლებები (ინფორმაციის მიღება, უსაფრთხო პროდუქტი, არჩევანის თავისუფლება და სხვ.);
მომხმარებლის პასუხისმგებლობები (გონივრული არჩევანი, ინფორმაციის გადამოწმება, წესების დაცვა);
მომხმარებლის უფლებების დარღვევის რეალური ან წარმოსახვითი მაგალითი;
უფლებების დაცვის გზები – ვის მივმართოთ და რა ნაბიჯები გადავდგათ.
მოსწავლეებმა საინტერესო და ანალიტიკური ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ მიერ განხილული იყო რეალური ცხოვრების მაგალითები, პრობლემის გააზრება და პრაქტიკული გამოსავლების შეთავაზება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვა, ქვითრის შენახვა, ონლაინშოპინგისას სიფრთხილის ზომები და შესაბამის უწყებებთან მიმართვის მექანიზმები.
დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს:
• გაეაზრებინათ მომხმარებლის როლი თანამედროვე საზოგადოებაში;
• შეესწავლათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის კავშირი;
• განევითარებინათ სამართლებრივი ცნობიერება და კრიტიკული აზროვნება;
• ჩამოყალიბებოდათ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქის პოზიცია.
შემაჯამებელმა პროექტ-გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქალაქეობრივი განათლება იწყება სკოლიდან – ინფორმირებული მომხმარებელი კი არის ძლიერი, პასუხისმგებლიანი და აქტიური საზოგადოების საფუძველი.
10 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ETwinning-ის პროექტის ფარგლებში მე-3ა და მე-3ბ კლასის ანაბასისელების საინტერესო, შემეცნებითი და მეგობრული შეხვედრა შედგა
მოსწავლეებმა დაიწყეს პირადი ციფრული ცხოვრება და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს – სმარტფონს, სმარტ საათს თუ კომპიუტერებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ინტერნეტი მხოლოდ გართობისა და სწავლის ადგილი არ არის და გარკვეული საშიშროების სივრცეს წარმოადგენს
შეხვედრაზე მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე გაეცვნენ პრეზენტაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, გაიცნეს წიგნი “დიდი კომპიუტერული თავგადასავალი”და
კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს ციფრული სამყაროს მხარეებზე:
დადებითი მხარე: წვდომა უამრავ ინფორმაციასთან, შემეცნებითი თამაშები და მეგობრებთან კომუნიკაცია.
სახიფათო მხარე: უცხო პირებთან კონტაქტის რისკი, პირადი ინფორმაციის გაზიარების საფრთხე და ინტერნეტ-დამოკიდებულება.
შეხვედრის დასასრულს თეორიული ცოდნის გასამყარებლად, მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი ფაზლი. თითოეული დეტალის შეერთებით მათ სიმბოლურად ააწყეს “უსაფრთხოების ერთიანი სურათი” და გაიაზრეს, რომ ინტერნეტში დაცულობა სწორედ წესების დაცვაზეა დამოკიდებული.
“ციფრული სამყარო დიდი ლაბირინთია, სადაც მთავარი კომპასი – ცოდნა და სიფრთხილეა!”