Categories
სკოლა ანაბასისი

,,DO SOMETHING DIFFERENT”

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის პრეზენტაცია შემოდგომის რაჭაში გამართეს.საოცარი ფერებით მორთულ გარემოში მოსწავლეებმა პრეზენტაცია ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართეს.გააცოცხლეს ლეგენდები და ისტორიები საოცარი ადგილებისა,როგორებიცაა:ძევრის გამოქვაბული,ცხრაჯვარის სასწაულთმოქმედი სალოცავი,ნიკორწმინდა,ბარაკონი,მრავალძალი,სიყვარულის ჩანჩქერი,რაჭის ბუნებრივი მღვიმე ,,საყინულე”,შაორის ულამაზესი წყასლსაცავი.ნანახმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო საკითხისადმი კომპლექსური,ინტეგრირებულ-ინტერაქტიური მიდგომები.ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა,ცხადი გავხადოთ მოსწავლეებისათვის შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა,რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით.ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე.თავად მოსწავლეებს კი თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ.ასეთი გაკვეთილები ასევე ხელს უწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას,ახალი ინფორმაციების ათვისებას,შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას,დაკვირვების,მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.ბუნებაში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები,გარდა შემეცნებით-ესთეტიკური მნიშვნელობისა,

მოსწავლეთა პროფორიენტქაციასაც ემსახურება.ასეთი გაკვეთილი სახალისოა,პოზიტიურ ფსიქო-ემოციურ გარემოს ქმნის.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მინდა ვიყო ტოლერანტი”

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!

„ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში“.

,,ანაბასისში” ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „ მინდა ვიყო ტოლერანტი“, რომლის დევიზია- “ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”.

პროექტის მიზანია – მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

• მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება/განხილვა.

• ჩატარდა გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე.

• მეხუთე – მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დაახასიათეს და დადებითად შეაფასეს “მრავალეროვანი საქართველო”. • უფროსკლასელმა თანატოლგანმანათლებლებმა ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.

• შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ნომრები და შეასრულეს სხვადასხვა ხალხთა ცეკვები.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები:

• მოეწყობა ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეები მხატვრულად წარმოაჩენენ თავიანთ დამოკიდებულებებს ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

• ტოლერანტობის თემაზე დამზადდება საინფორმაციო გაზეთი, დარიგდება ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.

მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,სიკეთე გადამდებია”

კერძო სკოლა ,,ანაბასისის” მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან,რაც გარკვეულწილად პედაგოგთა შრომის დამსახურება გახლავთ. მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სოციალური პროექტი ,,სიკეთე გადამდებია”.პროექტის ფარგლებში შეირჩა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი,რომელსაც მცირედი დახმარება გაეწია.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება,მისი მნიშვნელობის გააზრება და ახალგაზრდების მორალური განვითარება იყო.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ქი ქონსალთინგის ინტელექტუალური პროექტი”

გაიცანით იმერეთის რეგიონის საუკეთესო მოსწავლეები და მათი გამორჩეული პედაგოგი, ქალბატონი ნანა ფერაძე,ზესტაფონის კერძო სკოლიდან “ანაბასისი”.

ისინი მონაწილეობენ ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, ყველაზე აქტიური და ინტელექტუალი მოსწავლეები და მათი გამორჩეული პედაგოგები არიან ჩართულნი.

მოსწავლეები და პედაგოგი, ქი ქონსალთინგისგან საზეიმოდაც დაჯილდოვდებიან.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო-რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ!”

მზადება გლობალური კონფერენციისთვის.

პროექტის სახელწოდება:

„მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო- რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ!“.

პროექტის მიზანი:

საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი როლის და მნიშვნელობის გაცნობიერების ხელშეწყობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ეგზოტიკური ფრინველები”

სკოლა ანაბასისის მე-7ბ კლასის გასვლითი პროექტ-გაკვეთილი თემაზე “ეგზოტიკური ფრინველები” ზესტაფონში ბატონი ანდრო ქათამაძის ოჯახში ჩატარდა. ფრინველებისადმი მისი სიყვარული და გატაცება ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს. უკვე 30 წელზე მეტია, ბატონი ანდრო თავის მეუღლესთან ერთად ანაშენიანებს და უვლის სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და იშვიათ ფრინველებს. მისი ჰობი და მრავალწლიანი გამოცდილება მათ სახლს ქმნის ნამდვილ პატარა ზოოპარკად, სადაც მრავალი ეგზოტიკური ფრინველის ჯიშია თავმოყრილი.

უნიკალური შესაძლებლობა გვქონდა გვენახა ფრინველთა მრავალი სახეობა: თეთრი და კობალტის ფარშევანგები, სირაქლემები, კოლხური, რუმინული და დეკორატიული თეთრი ხოხბები, კაკბები, კაროლინკას ჯიშის კვატები. მრავალი სხვადასხვა ჯიშის თუთიყუშები, ჩიტები – განუყრელი, იადონი და კარელები. კანადური ჯიშის ინდაურები. ქათმების მრავალ სახეობა, ციცრები და ულამაზესი მტრედები. ეგზოტიკური ფრინველები ოჯახმა შემდეგი ქალაქებიდან – გორი, მარტვილი, ბათუმი, ხონი, ქობულეთი, სენაკი, თბილისი და ქუთაისი მოაშენა.

აღნიშნულ ეგზოტიკურ ფრინველებზე მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო ფრინველთა გარემოცვაში. მათ გაიუმჯობესეს ცოდნის ენობრივი უნარები, შეიძინეს ცოდნა ეგზოტიკური ცხოველების შესახებ, რაც ხელს უწყობს ბუნებისადმი პატივისცემის გრძნობას, ფრინველთა მოვლის სპეციფიკის შესწავლას და ცოდნის გაღრმავებას.

ფრინველები განსაკუთრებული ყურადღებით, მოწესრიგებულად და სიყვარულით იყვნენ მოვლილი, რაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. ეს სითბო და გულისხმიერება ქმნიდა განსაკუთრებულ გარემოს და ფრინველებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დამამახსოვრებელი გახდა. ვიზიტი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

საოცარ სამყაროში ვიმოგზაურეთ ანაბასისელებმა.დიასახლისის ქ. Cico Ordjonikidzeს და ბატონი Katamadze Androს პოზიტიურმა დახვედრამ, მიღებამ და იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებმა მართლაც შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ ჩვენთაგანზე. ამ დღემ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი და გამორჩეულია სითბო, პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ სახლებში სულიერი სიმდიდრით. ასეთი დღეები გვახსენებენ ურთიერთობის სიხარულს და ადამიანურ ფასეულობებს, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მედიაწიგნიერება”

„გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ინფორმაციის სამყაროში!“ ასეთი დევიზით დაიწყო სკოლა ანაბასისმა ComCom-ის მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის მზადება.

„როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“- აღნიშნული საკითხის შესახებ იმსჯელეს დღეს ანაბასისელებმა და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.

მათ გადაწყვიტეს შექმნან მედიაპროდუქტი, სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების ძიების წახალისების მიზნით.

Categories
სკოლა ანაბასისი

STEM პროექტები

სკოლა ანაბასისის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და ვიზიტორებს საინტერესოდ წარუდგინეს მათ მ იერ განხორციელებული STEM პროექტები . მნახველთა უკუკავშირები იყო პოზიტიური . მოსწავლეები ასევე გაეცვნენ სხვადასხვა კლუბების, უნივერსიტეტების მრავალფეროვან აქტივობებს . მიიღეს გამოცდილება და ინსპირაცია მომავალი საქმიანობის დასაგეგმად! დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს !

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ჭკვიანი ურნა”

28 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკს 2024 მკვლევართა კლუბი ,,ანაბასისი” ვიზიტორების წინაშე განსხვავებული ფორმატით წარსდგა. STEM მიმართულების პროექტებმა ,, ჭკვიანი ურნა” , ,,კარების გაღება გასაღების გარეშე”, ,,აირის გაჟონვის აღმოჩენა”, ,,ელექტრონული თამაშები”მნახველების მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. პროექტების ავტორი მეთერთმეტე კლასელი ბექა ფერაძე კლუბის წევრებთან ერთად გულმოდგინედ აცნობდა ქართველ თუ უცხოელ მნახველებს, პროექტების არსს და პრაქტიკულად უჩვენებდა მათ მოქმედებების თანმიმდევრობას.

დიდი მადლობა პიკნიკის ორგანიზატორებს, ილიაუნს, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელს, Salis საინტერესო პროექტებისათვის !