Categories
სკოლა ანაბასისი

ქართული საესტრადო სიმღერის I ეროვნული კონკურსი

ქართული საესტრადო სიმღერის I ეროვნული კონკურსის ორივე პირველი პრემია ორივე ანაბასისელმა ნუცა ბუცხრიკიძემ და გაბრიელ ჯუღელმა მოიპოვა ! ორივეს მასწავლებელი ჩვენი თეა მიქაბერიძეა! უკვე არაერთი ვარსკვლავის აღმზრდელი უნიჭიერესი პედაგოგი! ვულოცავთ სკოლა ანაბასისის მეგობარ , დიდი ტრადიციების მქონე რევაზ ლაღიძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას კონკურსში მიღწეულ წარმატებას!

Categories
სკოლა ანაბასისი

კონკურსი მათემატიკაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში 150 აბიტურიენტი მონაწილეობდა.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.

პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 ან 100 ლარის ოდენობით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდა ანაბასისის მეთორმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე, რომელმაც შეძლო მიღწეული შედეგებით გამარჯვებულთა პირველ ოცეულში მოხვედრა და დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით .

ვულოცავთ თამარს და მის პედაგოგ დავით ლაბაძეს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,იმერეთი-ეს საინტერესოა”

_სკოლა ,,ანაბასისის” მე-7 კლასის გასვლითი პროექტი ინგლისურ ენაზე. _პრეზენტაცია,სახელწოდებით ,,იმერეთი- ეს საინტერესოა”

_პრეზენტაცია მოიცავდა 12 ლოკაციას

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ავტომატური სათბურის შექმნა”

მკვლევართა კლუბ ანაბასისის STEM მიმართულების განყოფილებამ განახორციელა პროექტი : ავტომატური სათბურის შექმნა .

პროექტის მიზანი: მცენარეთა სასიცოხლო პირობების შექმნა ხელოვნურ გარემოში.

პროექტის მენტორი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი, სკოლის კურდამთავრებული გიორგი ურიადმყოფელი, ავტორები მე-10 კლასის მოსწავლეები ბექა ფერაძე და ნიკოლოზ ცხადაძე. პროექტში ჩაერთნენ მე-10 კლასის მოსწავლეები: საბა ბახტაძე , სანდრო ვარდოსანიძე, საბა გეწაძე, ლუკა ფუტკარაძე,ნიკა ჩინჩალაძე. მე-8 კლასელები ბარბარე კობერიძე და ბარბარე კაპანაძე. პროექტზე მუშაობის პროცესი ითვალისწინებდა სხვადასხვა საგნებში ქიმია , ფიზიკა ბიოლოგია , ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში შეძენილი ცოდნის ინტეგრაციას. გუნდის ერთობლივმა, გულმოდგინე მუშაობამ შედეგი გამოიღო არდუინოს გამოყენებით დაწერეს პროგრამა და პრაქტიკულად შეიქმნა ავტომატური სათბური. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია, ტენიანობის სენსორი, ტენიანობის გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ სიგნალს უგზავნის პროცესორს, რომელიც შემდეგ წყლის მტუმბავ მექანიზმთან აგზავნის 5v მუდმივ დენს, რის შედეგადაც წყლის მილში მიედინება ნაკადი, წყლის მილი დახვრეტილია სტანდარტის გათვალისწინებით, მცენარეები ირწყვება ტენიანობის ზღვრულ ნორმამდე. მიწოდებული სიგნალის საფუძველზე, სარწყვი სისტემა ირთვება და მთავრდება მორწყვა. მკვლევარები აგრძელებენ მუშაობას, რათა დამატებითი ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით გაზარდონ ავტომატური სათბურის ეფექტურობა და ზრუნავენ მცენარეს შეუნარჩუნონ სტაბილური PH გარემო.

პროექტის ავტორები #ნიკუშაცხადაძე და #beqaferadze მთელ დღეებს ატარებენ სკოლის STEM ლაბორატორიაში , სასურველი შედეგების მისაღწევად!

წარმატებები მკვლევარებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ჩვენი ჯარი”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი ჯარი”-ს🇬🇪🇬🇪 ფარგლებში დღეს , 2024 წლის 3 აპრილს, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სასკოლო საზოგადოების წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

✅️შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალსპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალსპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი.

✅️ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების,🇬🇪❤️თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.🇬🇪❤️

✅️თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

ონლაინ პროექტი ,,გლობალური საკლასო ოთახი”

სკოლა ანაბასისის მე- 6 კლასელთა წარმატებული დებიუტი ონლაინ პროექტში ,,გლობალური საკლასო ოთახი” თემით “ხელოვნური ინტელექტი “.

21 საუკუნის გამოწვევები ზრდის და აყალიბებს მიზანდასახულ, დამოუკიდებელ, მოტივირებულ თაობებს, რაც არაფორმალური განათლებით მიიღწევა. შეხვედრაზე ანაბასისელ მოსწავლეებს, აღნიშნულ საკითხზე აქტიური და საინტერესო კომუნიკაცია ჰქონდათ ქართველ, მოლდოველ და ვიეტნამელ თანატოლებთან და პედაგოგებთან 📚🌍

პროექტის მიზანია საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ენობრივი ბარიერის გადალახვა და ზოგადი ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს”

2024 წლის 21 მარტს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის სამოქალაქო კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახორციელეს პროექტი სახელწოდებით: „ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. პროექტის ორგანიზატორებმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს თავიანთი პრეზენტაციით მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ; მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მოაწყო გამოკითხვა ფორმატით- “მითია თუ რეალობა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ;

მოსწავლეთა მიერ მოხდა დაუნის სინდრომის თემაზე შექმნილი ბუკლეტების დარიგება და საინფორმაციო პლაკატის სკოლის სივრცეში განთავსება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს სოციალური დაავადების (დაუნის სინდრომი) მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ გააზრებული მსჯელობა და განივითარეს სოლიდარობის, თანაგრძნობის, ემპათიის, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების და მისი მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ;

პროექტის ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე;