ჩვენს შესახებ

”ანაბასისი” – სკოლა, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღ, თავისუფლად და კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებად აყალიბებს. სიტყვა „ანაბასისი“ ნიშნავს “ზევითსვლას, ზესვლას”, გზა ცოდნის მწვერვალებისაკენ  გასავლელია, გულისხმიერი ადამიანების თანადგომით სკოლის მოსწავლეები ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებენ იმ რთულ გზაზე ცოდნის წყაროსთან ზიარება რომ ჰქვია.

20 წლიანი ისტორიის გამავლობაში სკოლა “ანაბასისს” ჰყავს ზრდადი კონტიგენტი.

სკოლაში შექმნილია გახანგრძლივებული ჯგუფები (I–IVკლასებში) და გაკვეთილების სწავლა ადგილზე ხდება. იგრძნობა მეგობრული და სასიამოვნო გარემო. ტარდება როგორც სემესტრული, ასევე წლიური მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს სკოლის განვითარების ჯგუფი.

„ანაბასისში“ სკოლის თვითმმართველობის მიერ ჩამოყალიბებულია ინტელექტუალთა კლუბი, მკვლევართა კლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრები სისტემატიურად აწყობენ ინტელექტუალურ თამაშებს, სხვადასხვა სახის კვლევებს, რაც ერთგვარ წესად დამკვიდრდა სკოლის პრაქტიკაში.

მოსწავლეებს უტარდებათ ცეკვის გაკვეთილები და საშუალება ეძლევათ ნასწავლი გამოიყენონ სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

სკოლაში ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე,თავისუფალი ჭიდაობის,მინი ფეხბურთის, მაგიდის ჩონგბურთის წრეები და  სისტემატიურად ეწყობა შიდა სასკოლო შეხვედრები, სკოლის ნორჩი სპორტსმენები  აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ტურნირებში.

სკოლას ჰყავს მომღერალთა გუნდი,რომლის რეპერტუარი მრავალფეროვანია, გუნდი ასრულებს ქართულ და უცხოურ სიმღერებს, სკოლის მგალობლები ხშირად ასრულებენ საგალობლებს ტაძრებში საეკლესიო ღვთისმსახურების დროს. ასევე, ფუნქციონირებს ლიტერატურული სალონი და მუსიკალური სტუდია.

ყოველი წლის ბოლოს სკოლა აწყობს გამოსაშვებ ღონისძიებას, სადაც ბავშვები ავლენენ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს ხელოვნების ნებისმიერ სფეროში.

სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე.

სკოლა აქტიურადაა ჩართული – სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში, კონფერენციებში და ტესტირებებში.

ასევე აქტიურად ტარდება ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი სახის ღონისძიებები.

გადაწყვეტილებები მიიღება პედსაბჭოს, მშობლების მზრუნველთა საბჭოსა და სკოლის თვითმმართველობასთან შეთანხმებით.

სკოლა უდიდეს დროსა და ენერგიას უთმობს ყველა მოსწავლეს, მშობელთა აზრი და რჩევები კი სკოლისთვის პრიორიტეტულია.

”ანაბასისის” სკოლის საქმიანობა გამჭვირვალეა! იგი რეგულარულად აწვდის მშობელს შვილის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით ობიექტურ და დეტალურ ინფორმაციას.

სკოლა “ანაბასისი” 1996 წლიდან ფუნქციონირებს, აქვს საკუთარი შენობა, რომელიც გათვლილია ევროპულ სტანდარტებზე და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით (კომპიუტერებით, პროექტორებით) ცენტრალური გათბობით; ვიდეოსათვალთვალო კამერებით; საევაკუაციო გეგმით; ალტერნატიული(სახანძრო და სხვა) გასასვლელებით.

აგრეთვე, აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ღია და დახურული სპორტული მოედანი.

სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, დაუსახლებელ ადგილას, ქალაქის ცენტრში.

„ანაბასისში“ სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებაა, სადაც ყველა იღებს პასუხისმგებლობას ერთმანეთის წარმატებაზე. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის ,რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ თავიანთი უფლებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და სამომავლოდ მზად იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური, გააზრებული მონაწილეობის მისაღებად.

სკოლა ცნობილი იყო და არის გამოჩენილი პედაგოგებით, კურსდამთავრებულების აბსოლიტური უმრავლესობა სწავლას აგრძელებს ქვეყნისა და საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

”ანაბასისი” აქტიურად მონაწილეობს სარაიონო და რესპუბლიკურ  ღონისძიებებში, ოლიმპიადებასა და სხვადასხვა სახის კონკურსებში და წარმატებებიც თვალსაჩინოა.

2010 წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ,,ანაბასისის“ ორი მოსწავლე პირველ ადგილზე გავიდა და ევროკავშირის წარმომადგენლობის სპეციალური პრიზის მფლობელებიც გახდნენ;

2011,2012 , 2013 წლებში  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მიერ  ორგანიზებული ოლიმპიადების გამარჯვებული ანაბასისელები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ნოუთბუქებით, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკების საგზურებით.

უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად სკოლის ინგლისურის მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე ინგლისური ენის  კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის ლონდონში მიემგზავრებიან ენის შემსწავლელ კურსებზე.

სკოლა „ანაბასისის“ ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება მათემატიკური ოლიმპიადა.

ოლიმპიადის ორგანიზატორები სკოლასთან ერთად არიან საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი,  საქართველოს მექანიკოსთა კავშირი,  მხარდამჭერი ორგანიზაციები:

1)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი

2)თბილისის  ვ.კომაროვის N199 სკოლა

3)ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

4)ქ.თბილისის სერვანტესის სახელობისგიმნაზია „აია-ჯესი“

სკოლის ინიციატივით ჩატარდა ინგლისური ენის ოლიმპიადა,რომელშიც მონაწილეობდა რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

2016 წელს სკოლის მეცხრეკლასელთა ორმა გუნდმა გაიმარჯვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმატებული სკოლებისა და პედაგოგების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გუნდურ კონკურსში და დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი;

2016 წლის 29 ნოემბერს „ანაბასისის“ მეათე კლასის მოსწავლემ ლუკა სამხარაძემ გაიმარჯვა და მოიპობა  „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ტიტული;

სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი, თავისუფლად და კრეატიულად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი აქტიური მოქალაქის აღზრდისა და სწავლებისათვის მაღალ ხარისხს   – ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და უსაფრთხო ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნის გზით –  ეს არის ,,ანაბასისის“ მისია, რომლის შესრულებისათვის იღწვის სკოლის სრული შემადგენლობა – ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები.

 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში განხორციელდა 100 დღიანი პროექტი,რომლის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა ჩატარდა , ერთერთი გახლდათ 2018 წლის 19 მაისს გამართული მათემატიკური კონფერენცია “ქართველი მათემატიკოსები და მექანიკოსები” ზუსტ და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, რომელზეც მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი პროფესორი დავით ნატროშვილი, განათლებისა და მეცნიერების პროგრესისი პრეზიდენტი პროფესორი გელა ყიფიანი, პროფესორი დავით პატარაია -საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ომარ ფურთუხია-თსუ მათემატიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე,პროფესორი შოთა ზაზაშვილი-ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,პროფესორი ამირან აფციაური,პროფესორი ლევან გიორგაშვილი, პროფესორი ელიზბარ ნადარაია,პროფესორი ზურაბ ქვათაძე, პროფესორი ალექსანდრე კირთაძე, პროფესორი ნოდარ მახვილაძე, პროფესორი პეტრე ბაბილუა.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ნომინაციაში “საუკეთესო პრეზენტაცია” გაიმარჯვეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ელენე ძაბირაძემ და თეონა მახათაძემ;

ნომინაციაში “საუკეთესო ოპონენტი” გაიმარჯვა მეათე კლასის მოსწავლე ავთანდილ მაღლაკელიძემ, ხოლო ჯიურის სიმპათია საუკეთესო ელექტრონული რესურსისთვის დაიმსახურა მეცხრე კლასის მოსწავლე ქეთი ფანცხავამ.

.2018 წელს მოცეკვავეთა  ანსამბლმა “ანაბასისმა“ გოგი ქლიბაძის ხელმძღვანელობით  ჯანო ბაგრატიონის სახელობის პრიზი მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო ფოლკლორის წარმოდგენისათვის”.

2019 წლის 11 მაისს თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის დარბაზში სკოლა ანაბასისის

მომღერალთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსის მეორე ტურში (გუნდი-b-3 კატეგორია; გაერთიანებული გუნდი;6-18 წელი).

ზესტაფონი / სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მომღერალთა გუნდი „ანაბასისი“ / ქორმაისტერი: თეა მიქაბერიძე / კონცერტმაისტერი: ნატალია რობაქიძე / აკადემიური საგუნდო სიმღერა / მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება.

2019 წლის    6-7 დეკემბერს  თბილისში ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივი პროექტი – კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი გაიმართა!

    ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 100-მდე სკოლის გუნდმა ორ კატეგორიაში; I კატეგორიაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, II კატეგორიაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა). ნახევარფინალის შემდეგ ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები..

7 დეკემბერს გაიმართა ფინალი,სადაც ჩვენმა ნორჩმა  ანაბასისელებმა  ცოტნე ბუბულაშვილმა , ცოტნე ნებიერიძემ, ავთანდილ აბესაძემ,  თამარ კაპანაძემ   ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. პედაგოგი დავით ლაბაძე.

 11.12.2019წ. ანაბასისის მოსწავლეთა გუნდმა რაიონის სკოლებს სკოლებს შორის გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში ,,რა, სად, როდის 2019 ”გასული წლის შედეგი გაიმეორა . მონაწილე სკოლის გუნდებს შორის პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა  ინტელექტუალებს რომან ნიქაბაძეს,სანდრო სვიანაძეს,ნინო ტალახაძეს,ირაკლი მდინარაძეს, ქეთი ფანცხავას,თეიმურაზ გოგიაშვილს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

2021 წელს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“  ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა.  გუნდი ანაბასისი გადავიდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარ – ფინალურ ეტაპზე.პროექტით ,, რძე, ღილები და სამკაულები“

2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS (ევროპის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელის “Science on Stage”-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს ქსელი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანას აერთიანებს. ) ჩატარდა ეროვნული ფესტივალი დევიზით „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ. ამ ფესტივალზე შეირჩევა ეროვნული გუნდი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ ეროვნული ფესტივალზე  კომპეტენტურმა ჟიურიმ ოთხი საუკეთესო პროექტი შეარჩია საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად, რომელიც 2022 წლის 24-27 მარტს პრაღაში გაიმართება.ამ ოთხ საუკეთესო პროექტს შორის  სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ქეთევან ედიბერიძის პროექტიცაა – „არა პოლიეთილენს“