10 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ETwinning-ის პროექტის ფარგლებში მე-3ა და მე-3ბ კლასის ანაბასისელების საინტერესო, შემეცნებითი და მეგობრული შეხვედრა შედგა
მოსწავლეებმა დაიწყეს პირადი ციფრული ცხოვრება და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს – სმარტფონს, სმარტ საათს თუ კომპიუტერებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ინტერნეტი მხოლოდ გართობისა და სწავლის ადგილი არ არის და გარკვეული საშიშროების სივრცეს წარმოადგენს ![]()
შეხვედრაზე მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე გაეცვნენ პრეზენტაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, გაიცნეს წიგნი “დიდი კომპიუტერული თავგადასავალი”და
კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს ციფრული სამყაროს მხარეებზე:
დადებითი მხარე: წვდომა უამრავ ინფორმაციასთან, შემეცნებითი თამაშები და მეგობრებთან კომუნიკაცია.
სახიფათო მხარე: უცხო პირებთან კონტაქტის რისკი, პირადი ინფორმაციის გაზიარების საფრთხე და ინტერნეტ-დამოკიდებულება.
შეხვედრის დასასრულს თეორიული ცოდნის გასამყარებლად, მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი ფაზლი. თითოეული დეტალის შეერთებით მათ სიმბოლურად ააწყეს “უსაფრთხოების ერთიანი სურათი” და გაიაზრეს, რომ ინტერნეტში დაცულობა სწორედ წესების დაცვაზეა დამოკიდებული.
“ციფრული სამყარო დიდი ლაბირინთია, სადაც მთავარი კომპასი – ცოდნა და სიფრთხილეა!”




