Categories
სკოლა ანაბასისი

კონკურსი ,,საუკეთესო მკვლევართა კლუბი 2023”

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების XII საერთაშორისო ფორუმი ვარშავაში დევიდ კოპერნიკის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. კონკურსის ” საუკეთესო მკვლევართა კლუბი 2023″- დაჯილდოება. მადლობა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University– ს , ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელების წარმომადგენელს, ხატია ნებულიშვილს, საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრის SALIS- ის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიკა კაპანაძეს, კონკურსის ჟიურის საპატიო ჯილდოზე წარდგენისათვის. მადლობა ჩემი სკოლა ანაბასისის მოსწავლეებს, ხელოვნების მასწავლებელს ქალბატონ ნანა გიორგაძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი I ბ კლასი

კერძო სკოლა ანაბასისის Iბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი , გაიხსენეს დედაენის შემქმნელი დიდი ბრძენკაცი , საბავშო მწერალი და საზოგადო მოღვაწე-იაკობ გოგებაშვილი.

პირველკლასელთათვის ეს დღე უჩვეულო , ჯადოსნური და საზეიმო აღმოჩნდა , რადგან ამ დღეს მოეფერნენ დედაენას….

გაეცნენ ,პირველ ასო-ბგერას( პაწაწინა თითებით შეძლენს მისი მოხაზვა და ამოკითხვა, შექმენს პირველი სამახსოვრო ხელნაწერი) , სიტყვებსა და წინადადებებს …. ანბანის თითოეულ ბგერაზე დაასახელეს ანდაზები, ბარათებზე მოცემული ფოტოები ამოიცნეს და გაარჩიეს თუ რომელი ბგერით იწყებოდა.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გაითამაშეს ,,ტყეში ამოსული ია” რის შემდეგაც შეძლეს მისი დახასიათება…

მათ არ დაივიწყეს თავიანთი სამშობლო და მოეფერნენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით.

აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა საჩუქრად გადასცა დედაენის წიგნები….

ეზოში მოხაზეს პირველი სიტყვა ,,ია” და გაუშვეს პელიუმის ბუშტები…

ჩემო პატარებო , გილოცავთ ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობას, იაკობმა ხომ დედაენით გადაარჩინა ქართული ენა და ქართული ანბანი….

03.11.2023 ს/წ

Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

,,ბენქსი“ ლეგენდის დაბადება – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სკოლა ანაბასისის VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების პედაგოგის ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით.

ექსპოზიცია ასახავს ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის (ანონიმური მხატვრის) – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისაგან. კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალური ნამუშევრებია.

,,დაუწერელი შეთანხმებაა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის, რომ სამყარო უკეთესია მისი ანონიმური ყოფნით“- სტივ ლაზარიდისი.

ბენქსის ორიგინალურ ნამუშევრების გვერდით იყო ქართველი სთრიტარტის მხატვრების ნამუშევრები.

მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების მუზეუმში საშუალება მიეცათ აგრეთვე ენახათ ცნობილი ქართველი მხატვრების : აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ედმონდ კალანდაძის, დალი ფოდიაშვილის, თემო გაცაძის, ირაკლი ფარჯიანის და სხვათა ნამუშევრები.

მუზეუმმა და ექსპონატებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მოსწავლეებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ეზიარნენ ხელოვნების უკვდავებას.

რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში? ხელოვნება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩასწვდომოდა თავის გარშემო არსებულ სამყაროს. ცდილობდა აეხსნა მოვლენები და ყოველივეს, რასაც გაიაზრებდა, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამისა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო სასწავლო გასვლითი ექსკურსია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და რომელმაც თავის მიზანს წარმატებით მიაღწია.

პედაგოგები ნანა გიორგაძე, თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი მატარებელში!

ასეთი სახელწოდებით განხორციელდა გასვლითი სასწავლო ექსკურსია გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებთან შემდეგი მარშუტით -ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- ზესტაფონი.

მოსწავლეებმა მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას. ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერა, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები; მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო; ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ;

ანაბასისელებმა მოინახულეს “მოდი ნახე”( გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებული XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ), საიდანაც დააკვირდნენ საჩხერის რელიეფს; აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ანაბასისელებმა ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი( XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული) , ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი “ვაგონეტები”, ნახეს კაცხის სვეტი( V-VI სს.),იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება,სამხრეთ მთიანეთი. საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.

გეოგრაფიის საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს პეიზაჟზე,შემოდგომის ფერებზე (ხელოვნება), გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა).

სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.

პედაგოგები რუსუდან გურგენაშვილი, ნანა გიორგაძე, თეა სამხარაძე;

Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი I კლასში

2023 წლის 2 ნოემბერს, კერძო სკოლა „ანაბასისის“ 1 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი. გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს ბრძენკაცს,დედაენის შემქმნელს, დიდ საბავშვო მწერლსა და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს, რომელსაც 2023 წელის 27 0ქტომბერს დაბადებიდან 183 წელი შეუსრულდა.

ქართველებს 4 უმთავრესი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება და დედაენა. სწორედ ამ დღეს მოსწავლეები მოეფერნენ დედაენას, გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს, სიტყვას და წინადადებას. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და თავიანთი ნამუშევრებით ისახელეს თავი. ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ მათ.

პირველმა მასწავლებელმა მათ სახსოვრად დაურიგა სამკერდე

, რომელზედაც ყვავილი ია და პირველი წინადადებაა გამოსახული. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი „დედაენები“.

სკოლის ეზოში პირველი სიტყვის ასო-ბგერების მიხედვით დადგნენ ბავშვები და ჰაერში გაუშვეს იისფერი ბუშტები. რომელმაც განსაკუთრებული ხალისი გამოიწვია მოსწავლეებში. ასე იმოგზაურებენ ჩვენი თვალხატულა გოგო-ბიჭები ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში. აბა, თქვენ იცით რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინეთ, რათა თქვენი სამშობლოს ღირსეული შვილები გახდეთ და აღარ დაგჭირდებათ სხვისი დახმერება ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების.. კითხვაში, თქვენ თავად შეძლებთ ყველაფრის წაკითხვასა და გაგებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრათ დედაენის შემქმნელს, ჩვენს იაკობ გოგებაშვილს.

შესრულდა სიმღერა „დედაენის ჰიმნი“.

Categories
სკოლა ანაბასისი

გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ცოდნის სამყაროში!

„გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ინფორმაციის სამყაროში!“ ასეთი დევიზით ჩაერთო სკოლა ანაბასისი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ხელმძღვანელობით;

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით საქართველოში უკვე 3 წელია, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, ტარდება. კვირეული საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ანაბასისიში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა;

🔹 კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ.

🔹ფორუმის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები. მოგვიანებით, მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლებმა სკოლებში მედიაწიგნიერების საგნის სწავლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

🔹 პედაგოგმა ფორუმზე მიღებული ინფორმაცია ანაბასისის მოსწავლეებს გაუზიარა და გააცნო მათ “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელო, ისაუბრა სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციაზე დაუფლების მნიშვნელობაზე;

🔹 ანაბასისის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დავით ჯუღელმა, ნიკოლოზ ქუძიაშვილმა, დავით მესხმა თანასკოლელების წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია: „რა არის მედიაწიგნიერება“, ისაუბრეს ტროლებისა და ბოტების, ფიშინგისა და სმიშინგის, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის შესახებ;

🔹 განიხილეს საინფორმაციო პოსტერი, სადაც მოცემული იყო სკოლაში, მეგობრებთან, უცნობ ადამიანებთან, ინტერნეტის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები.

🔹 მოეწყო სასწავლო ფილმის „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ ჩვენება და განხილვა.

🔹მოსწავლეებმა განიხილეს მედიასივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაგალითები, იმსჯელეს ყალბი და ნამდვილი ამბის განსხვავების ხერხებზე და ისაუბრეს მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.

ანაბასისლებმა იციან,რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი.

ანაბასისელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.

მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გახდნენ მედიაწიგნიერები.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, რუსუდან გურგენაშვილი.