Categories
სკოლა ანაბასისი

25 თებერვალი , მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ 25 თებერვალს აიღო თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.საქართველოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილები კვლავ ოკუპირებულია. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ისტორიული დასტურია იმისა, რომ ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება საქართველოსათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი და სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ!დიდება საქართველოს! დიდება და სოლიდარობა უკრაინას!მშვიდობა მსოფლიოს!

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტო “გაეცანი შენი ქვეყნის კონსტიტუცია”

სკოლა ანაბასისის სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „გაიცანი შენი ქვეყნის კონსტიტუცია“ . პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ი ზ ა ნ ი ა :

• საზოგადოების ინფორმირებულობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ და კონსტიტუციონალიზმის პოპულარიზაციის გაზრდის ხელშეწყობა სკოლასა და თემში.

• კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობის გააზრება , როგორც დემოკრატიული საფუძვლების გამყარებისა და მისი ქმედითობის ერთ-ერთი მყარი საშუალება.

• სამართლებრივი კულტურის როლის გაანალიზება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის.პირველ რიგში მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს კვლევა, რომლის შედეგებიდან გაირკვა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მოისმინონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პრეზენტაცია საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიის შესახებ. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

სასკოლო პროექტი “ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“

სკოლა ანაბასისი ახორციელებს სასკოლო პროექტს „ ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით სამოქალაქო განათლების კლუბის და ეკოკლუბის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წევრებს შორის , სადაც მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ყურადღება დაეთმო თამბაქოს ,მარიხუანას მოხმარებას და სხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებას. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ადიქციის შესახებ.მდგრადი განვითარების მიზანი N3. ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის, ყველა ასაკში;მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს თავიანთ როლსა და ვალდებულებებზე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის.ფორუმ-თეატრის წარმოდგენით მოსწავლეებმა საინტერესოდ გამოხატეს თავიანთი პოზიციები ადიქციასთან მიმართებაში და ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე.მოსწავლეებს პრეზენტაციის მომზადებით და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგენით განუვითარდათ პრევენციული და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების დასახვა განხორციელების უნარ-ჩვევები. დაიგეგმა მოსწავლეებთან ამავე თემაზე საინფორმაციო შეხვედრების კვირეულის მოწყობა და მოსწავლეებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე საუბარი, საინფორმაციო ბროშურების მომზადება და გავრცელება სკოლასა და თემში.კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი აქტივობა

სკოლა ანაბასისის ეკოკლუბელებმა მორიგი აქტივობა დაგეგმეს. მათ მეორე კლასელებს საინტერესო რესურსი შესთავაზეს , რომლის დახმარებითაც მათემატიკის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება მოახდინეს. ეკოკლუბელმა ანასტასია ჯუღელმა გაიხსენა როგორ ისწავლა მამასთან ერთად შექმნილი რესურსით, თამაშ-თამაშით, ხალისით მეორე კლასში მათემატიკა და მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა მეორე კლასელებს დახმარებოდა მათემატიკური უნარების განვითარებაში. ეკოკლუბელმა მოდერატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინსტრუქცია: თამაშის დასაწყებად საჭიროა მოთამაშეები დაიყონ ჯგუფებად. თითო ჯგუფმა აირჩიოს სასურველი ფერის ფიგურა. იწყება თამაში. ერთი ჯგუფის მონაწილე აგორებს კამათელებს და მათზე ამოსული რიცხვების ჯამის ოდენობით გადაადგილდება სათამაშო დაფაზე. შეიძლება მოსწავლეებს შეხვდეთ “დავალებები” მაგალითად: +34 , ამ შემთხვევაში კამათელის ,,რიცხვს“ უნდა მიუმატონ 34 და მიღებული ჯამით გადასვას თავისი ჯგუფის ფიგურა მიღებულ რიცხვზე. ასე ხდება ყველა ჯგუფთან. მოგებულია ჯგუფი რომელიც ყველაზე მალე “მივა” “ფინიშთან” ანუ ფერადი ფიგურა მოთავსდება უჯრაზე ,,100“ ან გადასცდება ,,100“-ს. ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ გუნდებმა თამაში ორგანიზებულად დაიწყეს. თავი გაართვეს დავალებას, გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში კარგად გამოიყენეს . გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა . მაგრამ ყველა მოსწავლე თავს თვლიდა გამარჯვებულად, რადგან გამოავლინეს 100 -ის ფარგლებში მიმატების, გამოკლების , ზეპირი ანგარიშის კარგად განვითარებული უნარები. პედაგოგმა ლოლიტა ნებიერიძემ მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს საინტერესო და სახალისო აქტივობის შეთავაზებისათვის. აღნიშნა , რომ ფსიქოლოგების აზრით , თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური.ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

“ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა

სკოლა ანაბასისში სასკოლო პროექტის “ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა. ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ცხოვრების აქტიური კულტურული წესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ეს არის ადამიანის ქცევა მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცების, დღეგრძელობის და სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელებისაკენ. პროექტის განხორციელების მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა; პროექტის ამოცანებია: მოსწავლეთათვის ჯანსაღი ჩვევების დაუფლება, გარესამყაროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა, მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა, ჯანმრთელი კვებისა და პროდუქტების ხარისხიანობისა და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაზე ზრუნვა და და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების შესწავლა.პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრთა ინიციატივით სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“-მდგრადი განვითარების მიზანი N3;მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, გადახედეს პანდემიების ისტორიას,საინტერესოდ იმსჯელეს ვაქცინაციის აუცილებლობაზე;კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს კონფერენციაზე მიღებული ცოდნა გაავრცელონ სკოლის საზოგადოებასა და თემში, დაიგეგმა შემდგომი აქტივობა,საინფორმაციო ბროშურების დარიგება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.კლუბის მეურვეები: ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე, თეა სამხარაძე;

Categories
სკოლა ანაბასისი

კომპლექური დავალება ქიმიაში

ანაბასისის მე-8 კლასელებმა ქიმიაში კომპლექსური დავალების -,, ჰაერის შედგენილობა; ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და მისი თავიდან აცილების გზები .”პრეზენტაცია მრავალფეროვანი ფორმატით წარმოადგინეს. სტატია , პოსტერი , Pover Point საკუთარი გადაწვეტილებით აირჩიეს მოსწავლეებმა, რათა წარმოედგინათ ჰაერის შემადგენელი კომპონენტების მასური და მოცულობითი წილის ამსახველი დიაგრამები; ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები, ამ ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები; ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი პრევენციული ღონისძიებები;მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მათი წვლილი კი ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში საზოგადოებაში საინფორმაციო კამპანიის წარმოებითა და სკოლის ეზოში მცენარეთა დარგვა , მოვლა და პატრონობის სურვილით გამოხატეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

ბუნებისმეტყველებაში დასმული კითხვები

ბუნებისმტყველების გაკვეთილებზე ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ , რომელზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება მათ ინტერესს კიდევ უფრო აღრმავებს გარემომცველი გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ერთ-ერთი კითხვა რომელიც ანაბასისელ მეორე კლასელებს გაუჩნდათ ჰაერს უკავშირდება. როგორ დავადგინოთ , რომ ჩვენს გარშემო ჰაერია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მასწავლებელმა ლოლიტა ნებიერიძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. საკუთარი ხელით დაემზადებინათ ხელსაწყო , რომლის გამოყენებითაც საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებდნენ. ყველა მოსწავლემ გულმოდგინედ დაამზადა ,,ჯადოსნური” ხელსაწყო ტრიალა.ექსპერიმენტიც ხალისით განახორციელეს სკოლის ეზოში. დაკვირვების შედეგად ბავშვებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვებზე:-რა მოსდის ტრიალას ქარიან ამინდში?-რა მოსდის ტრიალას სირბილის დროს?-რატომ მოძრაობს ტრიალა?-როგორ შეიძლება ოთახში ტრიალას ამოძრავება ხელის შეუხებლად?- რა იწვევს ტრიალას მოძრაობას? ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ჩვენ გარშემო ჰაერი მოძრაობს,ეს მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეების კითხვები ამოუწურავია. ექსპერიმენტები , კვლევები….. მით უფრო მათი მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მრავალ კითხვაზე აპოვნინებთ პასუხს! წარმატებები მოსწავლეებს ლოლიტა მასწავლებელთან ერთად!