Categories
სკოლა ანაბასისი

„ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

„ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

ანაბასისის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარეს პროეტის განსახორციელებლად თემაზე „ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

ბუნება როგორც ცნობილია სხვადასხვა სახის ცოცხალი სამყაროს ყველაზე დიდი შემოქმედია. გაზაფხული ყველაზე მშვენიერია წელიწადის დროთაგან. გაზაფხულზე ბუნება ძალიან ლამაზია, მზე თავის მოციქულს გზავნის დედამიწაზე, იღვიძებს ბუნება და აყვავებას იწყებს გასაოცარი სურნელების, გარეგნობისა და ფერის ყვავილები.

პროექტის მიზნები:

• მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება როგორც წიგნებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყვავილოვან მცენარეებზე და ინფორმაციის პრეზენტაცია საკლასო ოთახში.

• მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები.

• გაიღრმაონ ცოდნა ყვავილოვან მცენარეებზე როგორც ბუნებაში ასევე ლიტერატურული თვალსაზრისით.

• მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

• მოსწავლეებმა შეძლონ ყვავილოვანი მცენარეების დახასიათება აგებულების მიხედვით.

მოსწავლეებმა წიგნებისა და თანამედროვე ტენოლოგიების გამოყენებით მოიძიეს ინფორმაცია ყვავილებზე და ყვავილოვან მცენარეებზრე, ისწავლეს ლექსები სხვადასხვა ყვავილებზე, ბუნებაში შეისწავლეს ყვავილოვანი მცენარეების აგებულება, მათი მნიშვნელობა და გამოყენება, ხელოვნებაში გააფერადეს და დახატეს ყვავილები. საკლასო ოთახში წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ სკოლის ეზოში დარგეს ყვავილოვანი მცენარეები.

ვულოცავთ IIIბ კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს საინტერესო პროექტის წარმატებით განხორციელებას!

Categories
სკოლა ანაბასისი

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.

ანაბასისში მოქმედმა სასკოლო კლუბებმა- მკვლევართა კლუბმა, ეკოკლუბმა, სამოქალაქო განათლების კლუბმა- ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სტუმრად მოიწვიეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი თამარ გველესიანი, ეპიდემიოლოგები თიკო ფირჩხაძე და მადონა რაბაროვსკი, რომლებმაც მოსწავლეებს მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის პრევენციის, სტატისტიკის და მკურნალობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცვნეს.

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.

Categories
სკოლა ანაბასისი

ლიტერატურული კლუბის წევრებთა შეხვედრა

2023 წლის 23 მარტს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ლიტერატურული კლუბის წევრებმა თავიანთ მორიგ შეხვედრაზე ქალბატონ თამარ გველესიანს უმასპინძლეს.

ქალბატონმა თამარმა 1984 წელს დაამთავრა, ქალაქის #4 საჯარო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკური ჯგუფი. 1987 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლიც წარმატებით დაამთავრა 1993 წელს.

ქალბატონი თამარი სერთიფიცირებული ექიმია. 2008-2010 წწ გაიარა ოქსფორდის უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტის სრული კურსი. 2008 წლამდე მუშაობდა ექიმ თერაპევტად. 2008 წლიდან, დღემდე მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორად.

ქალბატონი თამარი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში. ქალბატონი თამარი ბავშვობიდან წერს ლექსებს, რომლებიც იბეჭდებოდა „ენის სახლსა” და „უქიმერიონში”.

სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა მოღვაწეობის, ლიტერატურისადმი სიყვარულის და თავისი შემოქმედების შესახებ.

ანაბასისელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ქალბატონი თამარის მიერ წაკითხული ლექსები და მადლიერება გამოთქვეს საინტერესო შეხვედრის გამო.

მოსწავლეებმა სტუმარს გააცნეს ლიტერატურული კლუბის მუშაობის პრინციპი. მეათე კლასის მოსწავლე კესო კახნიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა საყვარელი წიგნის შესახებ ვიდეო პრეზენტაცია.

„შეკითხვები ქალბატონ თამარს“ – ასეთი სახელწოდებით გაიმართება მომავალში მსგავსი სახის შეხვედრები მოსწავლეების და სტუმრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სადაც განიხილავენ მათთვის საინტერესო საკითხებს.

სასკოლო საზოგადოების სახელით უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარს სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

2023 წლის კამპანიის სლოგანია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, რომლის ინიციატორი ორგანიზაცია „მზის შვილებია”. მისი მიზანია საზოგადოებაში გაავრცელოს დაუნის სინდრომის მქონე პირების კონკრეტულ გზავნილები:

* ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება;

* ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა შეცოდების ობიექტები;

* ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის!

ანაბასისის მოსწავლეებმა დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სამივე საფეხურის მოსწავლეებისთვის.

შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს საინფორმაციო პოსტერი, დამზადდა და დარიგდა ბროშურები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე,თეა სამხარაძე;

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას შეხვდა

სკოლა ანაბასისის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას შეხვდა გაწეული საქმიანობის საფუძველზე მიღებული დასკვნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მარიამმა შეხვედრები განახორციელა სკოლის ყველა საფეხურის კლასებთან. შეხვედრის თემატიკა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო მოიცავდა სწავლას, ქცევას, მოტივაციას , თვითშეფასებას.შემდგომ ეტაპზე იგეგმება მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრები მოზარდთა ფსიქო -ემოციური განვითარების თავისებურებების განხილვის მიზნით. ასევე სკოლის ფსიქოლოგი იმუშავებს ყველა საფეხურის მოსწავლესთან/მასწავლებელთან/მშობელთან როგორც ინდივიდუალურად, ისე მიზნობრივ ჯგუფთან საჭიროებებიდან გამომდინარე.

Categories
სკოლა ანაბასისი

რეალობა და გენდერული სტერეოტიპები

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის მარეხ ფორჩხიძის ს გაკვეთილი მე-7ა კლასში ,, რეალობა და გენდერული სტერეოტიპები ‘’საინტერესოდ წარიმართა . საგაკვეთილო თემის არჩევა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მოხდა. ინსპირაცია კი ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსის“ შესწავლა გახლდათ.

,,- ეეე, სკრიპკა! – მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე.

იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში. ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა.’’ -ჯემალის ემოცია გაიზიარეს ანაბასისის მეშვიდე კლასელებმა. თხოვეს პედაგოგს ცალკე საგაკვეთილო დრო სტეროტიპებსა და რეალურ ფაქტებზე მსჯელობას დასთმობოდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპებზე , რომლებიც ტრადიციის მსგავსად ხშირ შემთხვევაში თაობიდან , თაობას გადაეცემა. გენდერული სტერეოტიპები-ესაა წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის ფუნქციის, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ. სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ხშირად ვხვდებით სპორტში, მუსიკაში, ოჯახური როლების გადანაწილებაში.,

სწორედ ამ სტრეოტიპებს დაუპირისპირეს მოსწავლეებმა რეალური ფაქტები რომელიც ადასტურებსქალებისა და მამაკაცების თანაბარიმიღწევებს სპორტში, მუსიკაში , მეცნიერებაში. ..მასწავლებელი ასრულებდა ფასილიტატორის როლს . მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა გაკვეთილი. სტერეოტიპები ხშირად ვერ აღწერენ რეალობას და საზოგადოების განვითარების შეფერხებაც შეიძლება გამოიწვიონ. წარმატებებებ ქალბატონ მარეხს თავის მოსწავლეებთან ერთად!.

Categories
სკოლა ანაბასისი

დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია….

დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია….

ანაბასისის წამყვანმა პედაგოგმა შორენა მუმლაძემ პირველ ბ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა: ,,გაზაფხული და დედა“.ჩვენი პატარები ლამაზი სტრიქონებით ეფერებოდნენ გაზაფხულს და დედას. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება და ირგვლივ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. არემარე ივსება ნათელი ფერებით, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს. მზე აცხუნებს, მაგრამ დედა გვათბობს.

გაზაფხულზე აღინიშნება ლამაზი დღესასწაულები დედის დღე, 8 მარტი. დედა გვასწავლის სიბრძნეს, გვაძლევს რჩევებს, მზრუნველობს ჩვენზე , გვიცავს… დედობრივ სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ჩვენთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედაა…ემოციური იყო მათი პასუხი კითხვაზე ,, ვისი დედიკოა ყველაზე ლამაზი?“. ყველა ერთხმად აცხადებდა ,,დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია…. „მრავალფეროვანი ეპითეტებით შეამკეს დედა და თავისი მოსაზრებები გულმოდგინედ დააფიქსირეს კოგნიტურ სქემაზე . ამაყად გვაჩვენეს ,რომ მათ უკვე წერა შეუძლიათ და უცხო ტექსტის კითხვაც არ არის მათთვის ძნელი. დედიკოებს პირველი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს- თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები, გულმოდგინედ გამოყვანილი ასოებით, სავსე თბილი სიტყვებით და სიყვარულით!

Categories
სკოლა ანაბასისი

მე-4 კლასში მასწავლებელ ლანა ჩუბინიძის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ბუნებაში არსებობს ჰარმონია და ურთიერთსიყვარული!

მე-4 კლასში მასწავლებელ ლანა ჩუბინიძის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესოდ წარიმართა.

გაკვეთილის თემა : ვაჟა-ფშაველას ,, ია” მიზნები: მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ლექსის მხატვრული კითხვა ‘მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება ტექსტის ავტორზე .მსჯელობა მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.

მასწავლებელმა კარგად დაგეგმილი აქტივობებით შეძლო მოსწავლეებს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ გაზაფხული, დედა და ია… მოეფერენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით მათ. შეძლეს ტექსტის გაგრძელებითი კითხვა, შესრულდა ჯგუფური სამუშაო (პირამიდა) , გაეცნენ უცნობ სიტყვებს , დაახასიათეს ია .

ია-ვაჟას საყვარელი ყვავილია. პოეტისათვის ია უბრალოდ მცენარე კი არა, სულიერი არსებაა. ია ფიქრობს, მეტყველებს, განიცდის, უხარია… ადამიანივით. ია მიწიდან ჩნდება და მერე ისევ მიწას მიებარება.

მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს: რით გამოირჩევა უღრან ტყეში ამოსული პატარა ყვავილი? რატომ ნატრობს ის სიმღერის ნიჭს? ვინ ან რა მიაჩნია იას მფარველად? რატომ მოსწონს თავი იას. ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები, რომლებიც იის გარშემო არიან და მას სიცოცხლეს ულამაზებენ. ამ კითხვებზე პასუხების მოსმენისა და დისკუსიის შემდეგ შემდეგ მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა – ბუნებაში არსებობს ჰარმონია და ურთიერთსიყვარული.

გაკვეთილი დაეხმარა მოსწავლეებს, უფრო შეიყვარონ და შეიგრძნონ ბუნება, მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ მის მიმართ, გააცნობიერონ, რომ ბუნების დაცვა მათი მოვალეობაა.გაკვეთილმა მიზანს მიაღწია იგი პოზიტიურად გაზაფხულის მხიარული სიმღერით დასრულდა.

წარმატებები ლანა მასწავლებელს მე-4 კლასელებთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

კომპლექსური დავალება

ანაბასისის მეექვსე კლასში სასკოლო პროექტის „ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა” ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური დავალების შემაჯამებელი პრეზენტაცია.

საგანი – ჩვენი საქართველო;

თემა -„ გურია-კურორტებით მდიდარი მხარე“.

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჟურნალისტი და უნდა დაწეროთ სტატია გურიის კურორტების უნიკალურობის შესახებ .

სტატიაზე/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

• როგორია თქვენს მიერ შერჩეული კურორტის გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და კლიმატის თავისებურებები ?

• როგორ ახდენს გავლენას ბუნებრივი პირობები და რესურსები გურიის რეგიონში მეურნეობის დარგების მიმართულებასა და ადამიანთა საქმიანობაზე?

• გურიაში მცხოვრები ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია კურორტების განვითარება? რატომ არის საჭირო კურორტის შენარჩუნება და მისი დაცვა ?

• როგორ დააინტერესებ ტურისტს გურიაში არსებული კურორტებით?

• რა საშუალებებით ზრუნავს/უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო კურორტების განვითარებით?

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა/დამოკიდებულებები გურიის და ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;

გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

ჩვენი საქართველოს პედაგოგი თეა სამხარაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

1 მარტს სკოლა ანაბასისში “ტვინების ბრძოლის” შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა

1 მარტს სკოლა ანაბასისში “ტვინების ბრძოლის” შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ.

2023 წლის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, თებერვლისა და მარტის თვეები დაეთმობა “ტვინების ბრძოლის” შიდასასკოლო ჩემპიონატების” ჩატარებას.

2 აპრილს რეგიონული პირველობა გაიმართება, ხოლო 23 აპრილს – ფინალი.

მადლობა “ტვინების ბრძოლის” ჩემპიონატის ხელმძღვანელ გუნდს საინტერესო შემოთავაზებისთვის, ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს აქტიური ჩართულობისა და თამაშის ორგანიზებულად ჩატარებისთვის!

პედაგოგები თეა სამხარაძე, ქეთი ყიფიანი, თამარ მალაღურაძე, თამარ გვალია, ქრისტინე ჩუბინიძე.