Categories
სკოლა ანაბასისი

,,გაცოცხლებული ხელოვნება-ქანდაკებიდან ანიმაციამდე”

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” დიდი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას. ამჯერად, IVა კლასში ხელოვნების პედაგოგის,ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით-,,გაცოცხლებული ხელოვნება-ქანდაკებიდან ანიმაციამდე”. პროექტის მიზანი იყო: შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.აღსანიშნავია,რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს,მიზნის მისაღწევად მასწავლებელთან ერთად დეტალურად დაგეგმეს სამუშაო პროცესი,მოიძიეს და დაახარისხეს საჭირო ინფორმაცია,შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო,ბოლოს კი მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.პროექტი მიმდინარეობდა მოსწავლეთა სრული ჩართულობით. თეორიული საკითხების: რა არის ქანდაკება? როგორია ძველი და ახალი ქანდაკებები? -შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი-,,ხელოვნება მეთისთან და დადასთან ერთად-მიქელანჯელო”, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსწავლეებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარიზაციის მიზნით შეერჩიათ ზღაპარი -,,კომბლე”,გამოეძერწათ ზღაპრის პერსონაჟები,შეექმნათ თეატრის დეკორაცია და გაეცოცხლებინათ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. კლასი დაიყო ჯგუფებად,მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა და მსჯელობა,თუ როგორ შეექმნათ ტყის იმიტაცია პერსონაჟებთან ერთად,ბოლოს კი იყო კულმინაცია:მათ მიერ შექმნილი პერსონაჟებითა და თეატრის დეკორაციით ,კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შეძლეს საყვარელი გმირების გაცოცხლება და გახმოვანება. ასე გახდა შესაძლებელი ხელოვნების დარგების კავშირი ერთმანეთთან,ასევე კავშირი კომპიუტერულ ტექნიკასთან,რაც პროექტის ძირითადი მიზანი იყო. პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის -ანიმაციის ჩვენება გაიმართა მოსწავლეების,მშობლების,სკოლის დირექციისა და მასწავლებლების წინაშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ანიმაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები.დასასრულს,სკოლის დირექტორმა,მშობლებმა და დამსწრე პედაგოგებმა მოსწავლეებსა და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს მადლობა გადაუხადეს ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

ემოციების მართვა და კომუნიკაცია

მე- 6ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე:”ემოციების მართვა და კომუნიკაცია”. პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეების ინფორმირება ბაზისური ემოციების შესახებ, ემოციების იდენტიფიცირება და განსაზღვრა ემოციების მართვის სხვადასხვა სტრატეგიების. ემოციების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კომუნიკაციაა. საკუთარი ემოციების გამოხატვა და სხვისი ემოციური მდგომარეობის გამოცნობა გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში. ბავშვებმა დაამზადეს ორენოვანი მაკეტები და პოსტერები. შექმნეს ბრაზის თერმომეტრი და პრობლემის მოგვარების შუქნიშანი, რითაც ასახეს ემოციების მონაცვლეობა და პრობლემის მოგვარების გზები კომუნიკაციის საშუალებით. გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორის ქ. ქეთევანის მიერ აღნიშნულ თემებზე გაიმართა მსჯელობა და საკითხების შეჯამება.საინტერესო შეკითხვებს მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. პროექტზე მუშაობის პროცესში ჯგუფის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტ-გაკვეთილი ,,ოქროს შხეფზე გავსრიალდეთ ოცნებათა ნავზე”.

ანაბასისის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარეხ ფორჩხიძე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად ცვლის ტრადიციულ საგაკვეთილო ფორმატს , არაფორმალურ განათლებაში რთავს მოსწავლეებს, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ამჟამად მერვეკლასელებთან ერთად განახორციელა პროექტი: ,,ოქროს შხეფზე გავსრიალდეთ ოცნებათა ნავზე ”. მადლობა გვინდა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ ქალბატონ მარეხ ფორჩხიძეს და მერვეკლასელებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

საჭადრაკო ჩემპიონატი

მოსწავლეებს შორის ჩატარებულ საჭადრაკო ჩემპიონატებში წარმატებული მონაწილეობით ყოველთვის გვახარებენ ,,ანაბასისელები”. ამ წარმატებაში სპორტისა და ჭადრაკის პედაგოგის ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძის დაუღალავ შრომას ლომის წილი აქვს. წლევანდელ რაიონულ საჭადრაკო ტურნირიდანაც ხელდამშვენებული დაგვიბრუნდნენ პატარა მოჭადრაკეები. 9 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის პირველი ადგილისა და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის მფლობელი გახდა მეორეკლასელი მითა მესხი , მეორე ადგილზე კი პირველკლასელი გუგა სებისკვერაძე გავიდა. ტურნირზე ძალიან კარგი თამაში აჩვენეს -ლევან სახვაძემ, ირაკლი წულუკიძემ, სანდრო ქათამაძემ, გიორგი ნასრაძემ, ნიკოლოზ თავაძემ, გაბრიელ წასიძემ და საბა ლუტიძემ .(ისინი ყველანი ერთი კლასის მოსწავლეები არიან. კლასის ხელ-ლი მარინა ჭულუხაძე) 11წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის ჩემპიონი გახდა მეოთხეკლასელი ირაკლი ცხადაძე, მასვე გადაეცა 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, მეორე ადგილზე კი მისი თანაკლასელი ანა სადუნიშვილია. (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე). ვულოცავთ ნორჩ მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგს ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის!

+3

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური ვებინარი

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” მოსწავლეებისთვის ხარისხიანი,თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესის შეთავაზებასა და მათ მხარდაჭერას ჩაერთონ არა მხოლოდ ქვეყნის,არამედ გლობალურ ინიციატივებში,განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.ამჯერად,მე-10 კლასის მოსწავლეებმა ენერგეტიკის განახლებად წყაროებზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო ვებინარზე წარადგინეს,მათ მასწავლებელი ეკატერინე ორბელაძე ხელმძღვანელობდა.

,,აკადემიური გლობალური საერთაშორისო უნივერსიტეტი IIU შექმნილია ახალგაზრდობის,ცოდნის,ხედვის,განათლების გაზიარების მიზნით. ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ჩვენი თანაქალაქელია-ქალბატონი ინგა ხარჩილავა,რომელიც არაერთი ადამიანის მოტივატორია,თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გააცნონ უცხოელ თანატოლებსა თუ კოლეგებს”-გვეუბნებიან სკოლაში.

,,ანაბასისის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის-ეკატერინე ორბელაძის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს და ინგლისურ ენაზე საინტერესო წარადგინეს განხორციელებული პროექტის-,,ენერგიის განახლებადი წყაროები”,პრეზენტაცია.პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს იმას,რომ ენერგეტიკა არის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების ცენტრში.ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე.განახლებადი ენერგიის უპირატესობა ის არის,რომ იგი ამოუწურავია.

მომხსენებლებმა მიიღეს მაღალი შეფასება და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით,მასწავლებლებთან ერთად. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა იმავე პროექტის პრეზენტაცია უკვე ქართულ ენაზე თანატოლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ხედვა ენერგიის განახლებად წყაროებზე და მათი განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში. დამსწრე საზოგადოებამ,პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ვებინარებში და ითანამშრომლონ უცხოელ თანატოლებთან.

სკოლაში გლობალურ პლატფორმაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ მე-10 კლასელ მოსწავლეებს: ანი ჭანტურიძეს,ანზორ მაღლაკელიძეს,საბა ბახტაძეს,დათა კუპატაძეს,ბიძინა ლილუაშვილს,ლადო ქურციკიძეს, ალექსანდრე ხუსკივაძეს,სანდრო ვარდოსანიძეს,ბექა ფერაძესა და მათ პედაგოგს ეკატერინე ორბელაძეს.

სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდიან გაწეული შრომისათვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

Keyconsulting-ის მასტერკლასი

#Keyconsulting-ის მიერ განხორციელებულ მასტერკლასში ქ. ქუთაისში იმერეთის მასშტაბით 250 მოსწავლეს შორის სკოლა ანაბასისის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით, აქტიურად იასპარეზეს. ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვა და სხვა სახის გუნდურ აქტივობებში.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში

6 -12კლასის მოსწავლეთა გუნდებმა წარმოადგინეს ორი ბრენდის კოლაბორაციით შექმნილი სხვა და სხვა ინოვაციური პროდუქტები. ანაბასისელთა გუნდმა წარადგინა პროდუქტი “აისამი”, მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი ბრენდების აიფონისა და სამსუნგის კოლაბორაცია, რომელმაც მოწონება და ორგანიზატორის დაინტერესება გამოიწვია.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, მათში

ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: ემპათია,

კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება და მოტივირებულობა.