Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.

ამჟამად ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

შეხვედრის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებისთვის ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ; განიხილეს სიტუაციური ამოცანა „რთული არჩევანი“ და კრეატიულად წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის გზები როგორც საკუთარი, ისე საპირისპირო სქესის პოზიციიდან;

გასულ კვირას ქურთისტანის პროვინციაში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ ვიდეო მასალის განხილვის შემდეგ, ანაბასისელებმა იმსჯელეს მსოფლიოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ბოლოს, მათ პროტესტის ნიშნად დახიეს ფურცლებზე დაწერილი სტერეოტიპული შეხედულებები და საინფორმაციო დაფაზე თავიანთი დამოკიდებულებები დააფიქსირეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეორგოლის მომზადება და საფეხურების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები;

პედაგოგები თეა სამხარაძე და ქეთევან ედიბერიძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია…

29 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

ანაბასისში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა განახორციელეს.

1. “წერილი აფხაზ თანატოლს”- დაწყებითი სწავლების საფეხური.

2. საინფორმაციო პრეზენტაცია- “ჩვენ დავბრუნდებით”-საბაზო საფეხური.

3. დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია-საბაზო და საშუალო საფეხური.

ანაბასისელები კარგად აცნობიერებენ, რომ აფხაზეთი დროებით ჩამოაშორეს საქართველოს და ნატრობენ მალე იხილონ გაერთიანებული და გაძლიერებული სამშობლო.

პედაგოგები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

გილოცავთ ანაბასისი ახალ სასწავლო წელს

სკოლა ანაბასისი გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! წარმატებული, საინტერესო, გამოწვევების დაძლევის წელი ყოფილიყოს იგი თქვენთვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალულ პლათფორმაზე დაჯილდოვებულები

სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ქეთათო ნებიერიძე და გიორგი ქათამაძე გლობალურ პლატფორმაზე მდგრადი განვითარების მიზნებზე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ ინგლისურ ენაზე და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ!ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!