Categories
სკოლა ანაბასისი

“დიპლომები”

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და თანამოაზრეობის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ თქვენი სკოლიდან Etaloni.ge-სთან საკომუნიკაციოდ შერჩეული პირები და მათი ჩართულობის დასაფასებლად მივანიჭოთ თითოეულს ჩვენი გუნდის სახელით დიპლომი.”.

სკოლა ანაბასისის ადმინისტრაცია მადლობა უხდის ეტალონის გუნდს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!

“მრავალი წელი ერთად მომავალი თაობის საკეთილდღეოდ!”

Categories
სკოლა ანაბასისი

ნაყინი ,,ანაბასიკო“

ნაყინი ,,ანაბასიკო“

სასკოლო პროექტი: ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

ინგლისური ენის პედაგოგმა ნანა ფერაძემ სასკოლო პროექტის ფარგლებში მე-4 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,, ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტები’’. მასწავლებლის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა მიზანს შეესაბამებოდა. განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია განხორციელდა ინგლისურის გაკვეთილზე. გაკვეთილი მიმდნარეობდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და ხალისით. ლექსიკური მარაგი , გრამატიკული წესებისა და ნორმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა თავიანთი მოსაზრებები ინგლისურ ენაზე ჩამოეყალიბებინათ. ისაუბრეს თუ რომელია ჯანსაღი და არა ჯანსაღი პროდუქტები, რით უნდა ვიკვებოთ, რომელი ვიტამინებია აუცილებელი ორგანიზმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ისაუბრეს რატომ არის საჭირო: რძის პროდუქტები, ხორცისა და ფრინველის პროდუქტები და ხილ-ბოსტნეულის მიღება. მეოთხე კლასელებმა ისაუბრეს, რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და ჯანმრთელიბისთვის აუცილებელი ვიტამინები გაგვაცნეს. გაკვეთილი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეული გაკვეთილისაგან. მოსწავლეებმა შეფმზარეულების სამოსი მოირგეს და ყველასთვის საყვარელი ნაყინი “ანაბასიკო” მოამზადეს, რომლის დაგემოვნებაც დიდი სიამოვნება იყო. დასასრულს ნანა მასწავლებელი მოსწავლეებს ბევრ ტკბილ და გემრიელ გაკვეთილს დაპირდა ახალ სასწავლო წელს.

Categories
სკოლა ანაბასისი

“გარემოს დაცვა ჩემს ქალაქსა თუ სოფელში”

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებულ პოსტერების (პლაკატების) კონკურსში თემაზე: “გარემოს დაცვა ჩემს ქალაქსა თუ სოფელში”, ერთ-ერთი გამარჯვებული ანაბასისის მოსწავლე ელენე შალამბერიძეა.

ვულოცავთ ელენეს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (მასწავლებლის სახლი) თანამშრომლობით წარიმართა.

ნომინაციები:

1. ყველაზე ინოვაციური გარემოსდაცვითი პოსტერი;

2. ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პოსტერი;

3. ყველაზე ორიგინალური გარემოსდაცვითი პოსტერი;

4. საუკეთესო პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში;

5. საუკეთესო მომავლის პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში;

სულ გამოვლინდა 10 გამარჯვებული. ხუთ-ხუთი გამარჯვებული ჭიათურასა და ზესტაფონში.

Categories
სკოლა ანაბასისი

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა ანაბასისში.

სკოლა ანაბასისში გარემოს დაცვის დღე ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა .

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ , გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა და გრემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას . 2022 წლის გარემოს დაცვის კამპანიის სლოგანია,,მხოლოდ ერთი დედამიწა“, რომელიც ფოკუსირებულია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში. ‘’.

სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში.” კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსთ იმყოფებოდა IIU საქართველოს ახალგაზრდული ელჩი და ბრენდის ამბრასადორი ანაბასისის მე-6 ბ კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე. რომელმაც წარმოგვიდგინა თემა გარემოს დაცვაზე ინგლისურ ენაზე, ელენე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ პლატფორმებზე წარადგენს მოხსენებებს, მდგრადი განვითარების მიზნებზე.

კონფერენციის თემატიკა საინტერესოდ იყო შერჩეული1. გარემოს ქიმიური დაბინძურება-გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ,როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანთა საქმიანობით ანუ ანთროპოგენური ფაქტორებით. აუდიტორიას გააცნეს ძირითადი დამაბინძურებლები: ნავთობი, ბენზოლი, პესტიციდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, დარიშხანი, ნახშირბადის მონოქსიდი.2. ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები. ყურადღება გაამახვილეს სათბურის ეფექტზე, ოზონის შრის გამოფიტვაზე, მჟავა წვიმებზე. 3. ქიმია და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გამოძახილია ქიმიის ახალი მიმართულება მწვანე ქიმია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა.მისი მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შექმნსა, რომელიც ქიმიურ წარმოებას ეკოლოგიურად უსაფრთხოს გახდის. ეს გზა 12 პრინციპშია გაწერილი და შეადგენს მწვანე ქიმიის კონცეფციას.

კონფერნციის დასასრულს დაათვალიერეს საკონკურსოდ , გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილი პოსტერები , გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება მიღებული ხმების უმრავლესობით.

კონფერენციაზევე დაიგეგმა, გარემოს დასუფთავები აქცია . გარემოზე ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს. ძნელია არ დაეთანხმო ეგზიუპერის სიტყვებს: ,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ ‘’

Categories
სკოლა ანაბასისი

თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში.

განვითარებული ტექნოლოგიის, ახალი ეკონომიკური რეალობისა და გლობალიზაციის პირობებში გაზრდილი ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის შეძენის საკითხს.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში. რუტინული გაკვეთილები უინტერესო და მოსაბეზრებელია მოსწავლეთათვის. ამიტომ მასწავლებელმა განსხვავებული სასწავლო მეთოდები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, რათა XXI საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას შეუწყოს ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კრიტიკული აზროვნება, საკუთარი შეხედულებების და ინტერესების არგუმენტირებულად დასაბუთება, შეფასება და დასკვნების გამოტანა. ინგლისურის მასწავლებელი ნანა ფერაძე ცდლობს საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. ჩართოს გლობალურ თუ რესპუბლიკურ პროექტებში. ჩაატაროს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები.

,, ინგლისი” ამ თემაზე სკოლა ანაბასისის მასწავლებელმა ნანა ფერაძემ ჩაატარა გაკვეთილი ,,ინგლისი ინგლისურად”, რომელზეც მე-7 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი პოსტერ- პრეზენტაციებით წარმოადგინეს ინგლისი. მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ შერჩეული და განხილული იყო 10 საკითხი: ინგლისის ისტორია, ინგლისური ენის ისტორია, უნივერსიტეტები, სამეფო ოჯახი, ინგლისის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, მოსახლეობა, დროშა და სპორტი. მოსწავლეებმა შეძლეს და საკმაოდ საინტერესოდ გვამოგზაურეს ამ ქვეყანაში. გრამატიკული წესების, სიტყვის კარგი მარაგით და გამოთქმის დაცვით მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჩამოთვლილ თემებს.

წარმატებები ქალბატონ ნანას თავის მოსწავლეებთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

კლუბი ,,ანაბასისი”ნახევარფინალშია

2021-2022 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

კლუბი ,,ანაბასისი”ნახევარფინალშია, რომელმაც არაერთი აქტივობა განახორციელა კონკურსის ფარგლებში ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ. თითოეული აქტივობა მდგრადი განვითარების მიზანს შეესაბამებოდა . კლუბის წევრები სწავლობდნენ , ასწავლიდნენ სხვას , ახორციელებდნენ გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს ამის დამადასტურებელ ინფორმაციას ტვირთავდნენ კონკურსის პორტალზე forestry. ge და ამგვარად დააგროვეს ,,ნერგები” ეკოკლუბისათვის.

ეკოკლუბელების რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა და კლუბი ,,ანაბასისი” ნახევარფინალშია. წინ ფინალია! ვულოცავთ ეკოკლუბ ,,ანაბასისს”მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ ფინალში!

Categories
სკოლა ანაბასისი

მე-4ა კლასში ჩატარებული გაკვეთილი “ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია”

ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ეს ფრაზა გასდევდა მე-4ა კლასში უფროსი მასწავლებელ თეა გურაბანიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლეებმა წერილებსა თუ ჩანახატებში წარმოადგინეს თავიანთი დამოკიდებულება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. სპეციალური ფოტოსესიაც მოაწყვეს საყვარელი ცხოველების უკეთ გასაცნობად. შემდეგ კი ინტერესით გაეცვნენ მურიას, ოტია იოსელიანის მოთხრობაში ,, ასე მოკვდა მურია“მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპზე იყო აგებული. საინტერესო იყო მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა, მოთხრობაში შესაძლო მოქმედებების განვითარების შესახებ. მოთხრობის სიუჟეტმა , კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები ოთხფეხა მეგობრის საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებაში და მზრუნველობაში. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა, იგი მიმართებებს ამყარებდა საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. წარმატებულად ამყარებდა შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს,მოსწავლეებამა მიიღეს ინფორმაციები როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი, როგორ ვიზრუნოთ მასზე, რა უნდა იცოდნენ მისი დაავადების შესახებ. მოთხრობაშიც ერთ-ერთ დაავადება აღწერილი აქვს მწერალს ძალიან ნათლად იმიტომ რომ ეს ამბავი ავტობიოგრაფიულია. ოტიას ეზოს ვირტუალური დათვალიერება კარგად აღქმადი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის , რადგან მათ მონახულებული ჰქონდათ მწერლის სახლმუზეუმი,რომელმაც ღრმა შთაბეჭდილება დატოვა მათში. მასწავლებელი ისე წარმართავდა გაკვეთილს, რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი ინტერაქტიური იყო , მასწავლებლის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრად ჩართული იყო ფაქტობრივად ყველა მოსწავლე .

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფმა.

წარმატებები ქალბატონ თეას და მის მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

ნაბიჯები წარმატებისკენ!

დაგვიანებით გიზიარებთ ჩვენი საამაყო ანაბასისელების წარმატებებებს, იმ მოსწავლეების, რომლებიც ზედმიწევნით ამართლებენ ანაბასისის დევიზს”ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალებისკენ”. გილოცავთ ჩვენო უნიჭიერესებო, ეს ერთი და სხვა მრავალი.

Categories
სკოლა ანაბასისი

ბაგირის გადაზიდვა

ბაგირის გადაზიდვა სკოლა ანაბასისი – ს 4ა და 4ბ კლასებს შორის❤💚გაიმარჯვა მეგობრობამ.

Categories
სკოლა ანაბასისი

მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“

სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარეხ ფორჩხიძე ხშირად მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს. იგი თვლის, რომ ეფექტიანისწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისკუსია, ის არის ინტერაქტიური სწავლების მეთოდი , რომელიც უმნიშვნელოანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. ორიენტირებულია არა მარტო შინაარსის ცოდნაზე არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.
მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება, გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაანალიზეს ბრბოსა და პიროვნების დაპირისპირება, პარალელი გაავლეს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან, ჩამოაყალიბეს არგუმენტები, რომლებიც გაამყარეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით, სხვა უკვე შესწავლილი თუ დამატებით წაკითხული ნაწარმოებების ეპიზოდების მოხმობით . გამოიტანეს დასკვნები , როგორც საკუთარი ისე სხვების მსჯელობიდან. მასწავლებელი იყო დისკუსიის მოდერატორი, რომელმაც უზრუნველყო წესების დაცვით დისკუსიის სწორად და საინტერესოდ წარმართვა.
წარმატებები ქალბატონ მარეხს მოსწავლეებთან ერთად!