Categories
სკოლა ანაბასისი

,,მედიაგმირები”

სკოლა ანაბასისის მე II კლასის მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ მონაწილეობას პროექტში “პატარა მედიაგმირები”.

პროექტის მე 2 და 3 ეტაპი 👏☺️

👉1 აქტივობა – მედიის ამოცნობა და გააზრება. გავიხსენეთ მედია საშუალებები და წყაროები. მოსწავლეებმა ხალისით დაუკავშირეს ერთმანეთს საინფორმაციო და აღქმის წყაროები👌✅

👉2 აქტივობა – ინფორმაციის აღქმის ტრანსფორმაცია… თამაში გაფუჭებული ტელეფონი და შეგრძნებითი აღქმა 🤍👋 ინფორმაცია „გზაში“ იცვლება, რადგან თითოეული ჩვენგანი მას თავისებურად გრძნობს და აღიქვავს…

ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვეცადოთ, სწორად გავუგოთ ერთმანეთის აზრებს 😊👌

👉🎬 მესამე ეტაპი — მულტფილმებისა და მედიატექსტების გააზრება📚

✅️ მოსწავლეებმა უყურეს მულტფილმს და გაიაზრეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები და ქცევა.

✅️ მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ზღაპარი არის ამბავი. მულტფილმი კი იგივე ამბავი სურათებით და გახმოვანებით.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მეცნიერება სამზარეულოში”

„როგორ მუშაობს ცეცხლმაქრი?“

ანაბასისის მკვლევართა კლუბის წევრებმა პროექტის ,, მეცნიერება სამზარეულოში’’ფარგლებში IV კლასის მოსწავლეებს გააცნეს მნიშვნელოვანი და პრაქტიკული თემა — ცეცხლმაქრის მოქმედების პრინციპი.

მოსწავლეებმა ექსპერიმენტის საშუალებით თავად მიიღეს ნახშირორჟანგი (CO₂) და დააკვირდნენ, როგორ აქრობს ეს აირი სანთელს. მათ გააცნობიერეს, რომ ცეცხლს სჭირდება ჟანგბადი, ხოლო ნახშირორჟანგი არ უწყობს ხელს წვას — სწორედ ამიტომ გამოიყენება იგი ცეცხლმაქრებში.

სწავლა გაგრძელდა სახლში. მოსწავლეებმა ექსპერიმენტი სახლშიც გაიმეორეს, სადაც პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები.

მივიღეთ საინტერესო ფოტოები და ვიდეოები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლა ყველაზე ეფექტურია, როცა ოჯახიც აქტიურად არის ჩართული.

✔ მოსწავლეებმა გაიგეს, რა აჩერებს წვის პროცესს.

✔ გააცნობიერეს უსაფრთხოების მნიშვნელობა.

✔ გაიზარდა მათი ინტერესი და ჩართულობა.

✔ თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გადაიქცა გამოცდილებად.

პროექტი ეყრდნობა Ilia State University SALiS ლაბორატირიაში შექმნილ სახელმძღვანელოს „მეცნიერება სამზარეულოში“.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მედიის ამოცნობა და განხილვა”

სკოლა ანაბასისის მე 3ა კლასის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს პროექტის მეორე ეტაპი — „მედიის ამოცნობა და განხილვა“ 🎥📰📖📱🎬

მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ:

ინფორმაციის წყაროების ამოცნობის უნარის განვითარებაზე;

კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე;

გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ✅✅

ჩვენმა პატარა მედიაგმირებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს, ჩაწერეს გადაცემა და აიღეს უამრავი ინტერვიუ, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ 🎤😊

პროცესი იყო დინამიკური, შემოქმედებითი და შინაარსიანი — პატარა მედიაგმირებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინაა, როცა მას მოქმედებით, კვლევით და აღმოჩენებით ვამყარებთ

Categories
სკოლა ანაბასისი

,,ლიდერთა სკოლა”

სკოლა ანაბასისის მე 8ბ კლასის მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობა #KeyConsulting-ის ინტელექტუალურ პროექტში “ლიდერთა სკოლა”💫💫

მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის აქტუალურ თემებზე წარმოაჩინეს გამორჩეული ხედვა, მაღალი ცოდნა და კრეატიული აზროვნება. მათ გამოავლინეს არგუმენტირებული მსჯელობის, ლოგიკური ანალიზისა და გუნდური თანამშრომლობის უნარები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი თავდაჯერებული საჯარო გამოსვლები, აქტიური მონაწილეობა დებატებში და მრავალფეროვანი ინტელექტუალური დავალებების წარმატებით შესრულება ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მედიაწიგნიერება”

პროექტი: “მედიაწიგნიერება”- როგორ გავხდეთ ჭკვიანი მაყურებლები და მკითხველები 📚🔍

სკოლა ანაბასისის მე -3ა კლასის მოსწავლეების ახალი პროექტი💫💫

📍ინფორმაციული პრეზენტაციები

📝 დისკუსია ინფორმაციის შესახებ

📪ინფორმაციის წყაროები

☎️ გაცოცხლებული ძველი და ახალი ნივთები.( რაც ძალიან მოეწონათ და აღფრთოვანდნენ 🥰)

💡ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაციის განსხვავება🔍

პირველმა შეხვედრამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებას

Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყლის დაცვა-ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა”

ანაბასისის მე- 3 ა კლასში ვახორციელებთ პროექტს: წყლის დაცვა – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა

(წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)

წყალი სიცოცხლის მთავარი წყაროა. მის გარეშე არც ადამიანი, არც მცენარე და არც ცხოველი ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დაცვა და მისი სწორად გამოყენება.

ჩვენმა მოსწავლეებმა დახატეს ორი განსხვავებული წყლის წვეთი:

🔵 ერთი – სუფთა და ლამაზი

⚫ მეორე – დაბინძურებული და მოწყენილი.

ამ ნახატების საშუალებით ბავშვებმა აჩვენეს, თუ რა შედეგი მოჰყვება ბუნებაში წყლის სისუფთავესა და დაბინძურებას.

სუფთა წყლის შედეგები:

ადამიანები არიან ჯანმრთელები

თევზები და სხვა წყლის ბინადრები მშვიდად ცხოვრობენ

მცენარეები კარგად იზრდებიან

გარემო არის სუფთა და ლამაზი

ჰაერიც უფრო სუფთაა

დაბინძურებული წყლის შედეგები:

ვრცელდება დაავადებები

იღუპებიან თევზები და სხვა ცხოველები

მცენარეები ჭკნებიან

გარემო ბინძურდება და ზიანდება

წყალი ხდება უვარგისი სასმელად

ამ პროექტის მიზანია ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ წყლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ წყალს გავუფრთხილდებით, ჩვენ დავიცავთ სიცოცხლეს დედამიწაზე.

დასკვნა:

წყალი სიცოცხლეა! მოდი, ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მშობლის საათი”

სკოლა ანაბასისში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, მშობლების გვერდით დგომით და დირექციის ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „მშობლის საათი“, რომლის პირველი საპატიო სტუმარი გახლდათ დეკანოზი მამა სერაპიონი (სამხარაძე).

დეკანოზმა სერაპიონმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა და ადამიანის როლი საზოგადოებაში.

მამაომ მოსწავლეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, ესაუბრა მათ რწმენის, სიკეთის, თანაგრძნობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა შეხვედრის განმავლობაში დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს გულწრფელი და დამაფიქრებელი პასუხები.

მამა სერაპიონმა დალოცა მოსწავლეები და უსურვა მათ სწორი ღირებულებებით ცხოვრება და ღირსეული, ოჯახის და ქვეყნის სასიკეთო მომავალი.

საინტერესო და შინაარსიანმა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანური ფასეულობების მნიშვნელობას.

პროექტის „ მშობლის საათი“ მიზანია:

სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის გაძლიერება, მოსწავლეებში მოტივაციის, პროფესიული ორიენტაციისა და ღირებულებების ფორმირების ხელშეწყობა.

ფორმატი: თბილი, ინტერაქტიული, მოტივაციური.

ეს არის შეხვედრა, სადაც ცხოვრების გამოცდილება ხვდება მომავალს, სადაც მამების სიტყვა შეიძლება იქცეს შთაგონებად, ხოლო ერთი ისტორია — ცხოვრების მიმართულებად.

შეხვედრაზე მამები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

1. ვინ ხართ და როგორი იყავით ბავშვობაში?

2. რატომ და როგორ აირჩიეთ პროფესია?

3. რა სირთულეები შეგხვდათ გზაზე?

4. რომელი იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიიღეთ?

5. ერთი შეცდომა, რომელმაც ბევრი გასწავლათ?

6. რა უნარები გამოგადგათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

7. რა არის წარმატების საიდუმლო?

8. რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას?

9. დაასრულეთ, მე რომ ახლა მოსწავლე ვიყო, აუცილებლად….

10. თქვენი აზრით, რა არის ნამდვილი ბედნიერება?

11. რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

12. რას უსურვებთ თქვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას?

შეხვედრის ბოლოს „პროფესიების ხეზე“ მოწვეული სტუმარი სიმბოლურად აკრავს ფოთოლს, სადაც წერია:

• მისი პროფესია

• ერთი აუცილებელი უნარი

ეს ხე, რომლიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიმოსება, არის გამოცდილების, შრომისა და მომავლის სიმბოლო.

მისი ფესვები — ოჯახია, ტოტები — სკოლა,

ხოლო ნაყოფი — ჩვენი მოსწავლეები.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,შორაპნის ციხე-ძველი არქიტექტურული ძეგლი და ისტორიის სადარაჯოზე მდგომი ციხესიმაგრე”.

სკოლა ანაბასისიში წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი მოქალაქეობასა და ხელოვნებაში:

„შორაპნის ციხე – ძველი არქიტექტურული ძეგლი და ისტორიის სადარაჯოზე მდგომი ციხესიმაგრე“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, არქიტექტურას, კულტურას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და შემოქმედებით ხედვას.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ შორაპნის ციხის ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და საკუთარი როლი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა:

I ეტაპი – „შორაპნის ციხე – დროის მფარველი“.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოტო და ვიდეომასალა, იმსჯელეს კითხვებზე — რას გვიყვება ქვა? რას ნიშნავს ციხე ჩვენი ისტორიისთვის? ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები: ისტორიკოსები, არქიტექტორები, დიზაინერები და მედია-მრჩევლები.

II ეტაპი – „შორაპნის ციხე – ჩვენი კულტურის სარკე“

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციხის მდებარეობის, ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.

მოსწავლეები იმყოფებოდნენ შორაპნის ციხეზე, სადაც თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაუტარეს თანასკოლელებს.

მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი, მათ აისრულეს ოცნება, იმოგზაურეს დროში და ფარნავაზ მეფეს შეხვდნენ, რათა თავიანთი მადლიერება პირადად მოეხსენებინათ მეფისთვის.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან და დეტალური ინფორმაცია მიიღეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლებზე.

სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე, ხოლო ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ესკიზები, პოსტერები, მაკეტები და ციფრული ნამუშევრები.

III ეტაპი – „ჩვენი წვლილი კულტურის შენარჩუნებაში“

პროექტი დასრულდა საჯარო პრეზენტაციითა და გამოფენით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გამოხატეს მოქალაქეობრივი პოზიცია კულტურული ფასეულობების დაცვის მნიშვნელობაზე.

პროექტის სლოგანები:

• „შორაპანი – დროის მფარველი ქვა“

• „ვიცოდე ჩემი კულტურა – ნიშნავს ვიცოდე საკუთარი „მე“

• „შეინახე წარსული, რომ გქონდეს მომავალი“

• „შორაპანი – დროის სადარაჯოზე მდგომი ციხესიმაგრე!“

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის — ის ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების საფუძველია.

პროექტის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი რესურსები- ფილმი, პრეზენტაცია, ანიმაციები, საინფორმაციო ბროშურები, მაკეტები, მხატვრული ნამუშევრები -აიტვირთა სოციალურ ქსელში და იმედი გვაქვს, დიდ დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ პირს.

შორაპნის ციხე მათთვის იქცა შთაგონების წყაროდ და მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ისტორიული ძეგლი გახდეს ახალი თაობის პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი ხედვის საფუძველი.

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგები ნანა გიორგაძე და თეა სამხარაძე.

ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებულ და შთამბეჭდავ პროექტს!

Categories
სკოლა ანაბასისი

გაზაფხული ჩვენს გარშემო

დღეს სკოლა ,,ანაბასისი” სითბოსა და ბავშვური გულწრფელობის სივრცედ იქცა. გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული პროექტი სახელწოდებით ,,გაზაფხული ჩვენს გარშემო,, , რომელშიც მონაწილეობდნენ პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები.

პატარა ხელებმა დიდი სიყვარული დახატეს, პატარა ხმებმა კი უდიდესი მადლიერება აამღერეს. პროექტი ინტეგრირებული იყო ხელოვნებასთან.

ეს იყო დღე, როცა დედების თვალები სიყვარულით ანათებდნენ.

Categories
სკოლა ანაბასისი

ელექტროობა პრაქტიკაში

ელექტროობა პრაქტიკაში – STEAM აქტივობა მეათე კლასში ⚡🔬

ელექტროობის თემა მხოლოდ ფორმულები და ამოცანები არ არის — ის არის იდეები, აღმოჩენები და რეალური სამყაროს შეცნობა. სწორედ ამიტომ მეათე კლასელებთან ერთად ჩავატარეთ სახალისო და შემოქმედებითი STEAM აქტივობა, სადაც თეორია პრაქტიკად ვაქციეთ.

შარშან STEAM ტრენინგებზე მიღებული ცოდნა წელს ჩემს მოსწავლეებთ გავაზიარე და მათ თავად შეძლეს სხვადასხვა საინჟინრო ნაკრების აწყობა და ელექტროობასთან დაკავშირება.

🔹 ანიმასკოპი

მოსწავლეებმა ააწყვეს ანიმასკოპი და დაინახეს, როგორ იქმნება მოძრაობის ილუზია სინათლისა და ბრუნვის დახმარებით. მათ პრაქტიკულად გაიაზრეს, რა როლი აქვს ელექტრო ენერგიას მექანიკურ მოძრაობაში და როგორ მუშაობს მარტივი ელექტრული წრე.

🔹 ეკოინჟინერია

ეკოინჟინერიის ნაკრებმა ბავშვებს დაანახა, როგორ შეიძლება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება. მათ ააწყვეს მოდელები, რომლებიც აერთიანებს ეკოლოგიურ აზროვნებასა და ტექნოლოგიას — იმსჯელეს მდგრად განვითარებაზე და ენერგიის დაზოგვაზე.

🔹 ნეიროინჟინერია

ნეიროინჟინერიის აქტივობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გაეცნენ, როგორ შეიძლება სიგნალების გადაცემა და კონტროლი, როგორ მუშაობს ელექტრული იმპულსები და როგორ უკავშირდება ეს ადამიანის ნერვულ სისტემას. მათ პრაქტიკულად დაინახეს, რომ ფიზიკა და ბიოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

🔹 ამინდის სადგური

ამინდის სადგურის აწყობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს სენსორების მუშაობის პრინციპი — როგორ იზომება ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა პარამეტრები ელექტრული სიგნალების საშუალებით. მათ თავად შექმნეს პატარა კვლევითი სივრცე კლასში.

✨ ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როცა მოსწავლეები თავად ქმნიან, აწყობენ და ცდიან — ცოდნა უფრო ღრმად და ხანგრძლივად ილექება.

საბოლოოდ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და დავაფიქსირეთ ის ენერგია, ინტერესები და ღიმილი, რაც სწავლას განსაკუთრებულს ხდის.

ფიზიკა არის მომავალი. და ეს მომავალი ჩვენს კლასში უკვე იქმნება.