„როგორ მუშაობს ცეცხლმაქრი?“
ანაბასისის მკვლევართა კლუბის წევრებმა პროექტის ,, მეცნიერება სამზარეულოში’’ფარგლებში IV კლასის მოსწავლეებს გააცნეს მნიშვნელოვანი და პრაქტიკული თემა — ცეცხლმაქრის მოქმედების პრინციპი.
მოსწავლეებმა ექსპერიმენტის საშუალებით თავად მიიღეს ნახშირორჟანგი (CO₂) და დააკვირდნენ, როგორ აქრობს ეს აირი სანთელს. მათ გააცნობიერეს, რომ ცეცხლს სჭირდება ჟანგბადი, ხოლო ნახშირორჟანგი არ უწყობს ხელს წვას — სწორედ ამიტომ გამოიყენება იგი ცეცხლმაქრებში.
სწავლა გაგრძელდა სახლში. მოსწავლეებმა ექსპერიმენტი სახლშიც გაიმეორეს, სადაც პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები.
მივიღეთ საინტერესო ფოტოები და ვიდეოები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლა ყველაზე ეფექტურია, როცა ოჯახიც აქტიურად არის ჩართული.
მოსწავლეებმა გაიგეს, რა აჩერებს წვის პროცესს.
გააცნობიერეს უსაფრთხოების მნიშვნელობა.
გაიზარდა მათი ინტერესი და ჩართულობა.
თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გადაიქცა გამოცდილებად.
პროექტი ეყრდნობა Ilia State University SALiS ლაბორატირიაში შექმნილ სახელმძღვანელოს „მეცნიერება სამზარეულოში“.


