Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის მკვლევართა კლუბი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე!

დღეს ანაბასისის მკვლევართა კლუბმა ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში — ღონისძიებაში, რომელიც მეცნიერებას, აღმოჩენებსა და ცნობისმოყვარეობას ერთ დიდ, საინტერესო სივრცედ აერთიანებს.

ჩვენი კლუბის წევრებმა სტუმრებს რამდენიმე საინტერესო და მარტივი ექსპერიმენტი შესთავაზეს და კიდევ ერთხელ დაანახეს მათ, რომ მეცნიერება მხოლოდ სახელმძღვანელოსა და საკლასო ოთახის მიღმა არსებული ცოდნა კი არა, აღმოჩენის, კითხვის დასმისა და საკუთარი ხელით გამოცდის პროცესია.

განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ თავად ანაბასისელები ინტერესით ეცნობოდნენ სხვა კლუბების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს, აკვირდებოდნენ განსხვავებულ ექსპერიმენტებს, სვამდნენ , პასუხობდნენ კითხვებს და ახალ იდეებს აგროვებდნენ. ისინი პიკნიკიდან ახალი შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდნენ. საჩუქრებიც დაიმსახურეს თავიანთი ცოდნითა და უნარებით.

განსაკუთრებული მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისა და განვითარებისათვის და SALiS-ის ლაბორატორიას — საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების, კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერისთვის.

ასეთი შეხვედრები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, მეცნიერება დაინახონ ცოცხალ, საინტერესო და მათთვის ხელმისაწვდომ პროცესად; შეხვდნენ თანამოაზრეებს, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და თავადაც ირწმუნონ, რომ კვლევა შეიძლება დაიწყოს ძალიან მარტივი კითხვიდან — „რა მოხდება, თუ?..“

ანაბასისის მკვლევართა კლუბისთვის სამეცნიერო პიკნიკი უკვე ტრადიციად ქცეული, მაგრამ ყოველწლიურად ახალი აღმოჩენებითა და ემოციებით სავსე შეხვედრაა.

მადლობა ამ შესაძლებლობისთვის — ერთად მეცნიერების პოპულარიზაციისა და მომავალი მკვლევრების მხარდაჭერისთვის! პიკნიკის კულმინაცია იყო დაჯილდოება! საზეიმო ღონისძიებაზე ანაბასისელი მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ ილიაუნის საგანმანათლებლო ფესტივალში აქტიური ჩართულობისათვის! ეს ანაბასისის მკვლევართა კლუბის აქტიური საქმიანობის აღიარებაა!

დიდი მადლობა ანაბასისელ მოსწავლეებს მნიშვნელოვან ღონისიძიებაში აქტიური ჩართულობისათვის ! მათ მოტივატორ პედაგოგებს:თინათინ დავითაძეს.მის მიერ შედგენილმა ექსპერიმენტების ნაკრებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. პიკნიკზე ვიზიტის ორგანიზატორებს: თეა სამხარაძეს,თამარ მალაღურაძეს, ქეთევან ედიბერიძეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *