Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყლის დაცვა-ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა”

ანაბასისის მე- 3 ა კლასში ვახორციელებთ პროექტს: წყლის დაცვა – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა

(წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)

წყალი სიცოცხლის მთავარი წყაროა. მის გარეშე არც ადამიანი, არც მცენარე და არც ცხოველი ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დაცვა და მისი სწორად გამოყენება.

ჩვენმა მოსწავლეებმა დახატეს ორი განსხვავებული წყლის წვეთი:

🔵 ერთი – სუფთა და ლამაზი

⚫ მეორე – დაბინძურებული და მოწყენილი.

ამ ნახატების საშუალებით ბავშვებმა აჩვენეს, თუ რა შედეგი მოჰყვება ბუნებაში წყლის სისუფთავესა და დაბინძურებას.

სუფთა წყლის შედეგები:

ადამიანები არიან ჯანმრთელები

თევზები და სხვა წყლის ბინადრები მშვიდად ცხოვრობენ

მცენარეები კარგად იზრდებიან

გარემო არის სუფთა და ლამაზი

ჰაერიც უფრო სუფთაა

დაბინძურებული წყლის შედეგები:

ვრცელდება დაავადებები

იღუპებიან თევზები და სხვა ცხოველები

მცენარეები ჭკნებიან

გარემო ბინძურდება და ზიანდება

წყალი ხდება უვარგისი სასმელად

ამ პროექტის მიზანია ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ წყლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ წყალს გავუფრთხილდებით, ჩვენ დავიცავთ სიცოცხლეს დედამიწაზე.

დასკვნა:

წყალი სიცოცხლეა! მოდი, ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *