ელექტროობა პრაქტიკაში – STEAM აქტივობა მეათე კლასში ![]()
![]()
ელექტროობის თემა მხოლოდ ფორმულები და ამოცანები არ არის — ის არის იდეები, აღმოჩენები და რეალური სამყაროს შეცნობა. სწორედ ამიტომ მეათე კლასელებთან ერთად ჩავატარეთ სახალისო და შემოქმედებითი STEAM აქტივობა, სადაც თეორია პრაქტიკად ვაქციეთ.
შარშან STEAM ტრენინგებზე მიღებული ცოდნა წელს ჩემს მოსწავლეებთ გავაზიარე და მათ თავად შეძლეს სხვადასხვა საინჟინრო ნაკრების აწყობა და ელექტროობასთან დაკავშირება.
ანიმასკოპი
მოსწავლეებმა ააწყვეს ანიმასკოპი და დაინახეს, როგორ იქმნება მოძრაობის ილუზია სინათლისა და ბრუნვის დახმარებით. მათ პრაქტიკულად გაიაზრეს, რა როლი აქვს ელექტრო ენერგიას მექანიკურ მოძრაობაში და როგორ მუშაობს მარტივი ელექტრული წრე.
ეკოინჟინერია
ეკოინჟინერიის ნაკრებმა ბავშვებს დაანახა, როგორ შეიძლება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება. მათ ააწყვეს მოდელები, რომლებიც აერთიანებს ეკოლოგიურ აზროვნებასა და ტექნოლოგიას — იმსჯელეს მდგრად განვითარებაზე და ენერგიის დაზოგვაზე.
ნეიროინჟინერია
ნეიროინჟინერიის აქტივობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გაეცნენ, როგორ შეიძლება სიგნალების გადაცემა და კონტროლი, როგორ მუშაობს ელექტრული იმპულსები და როგორ უკავშირდება ეს ადამიანის ნერვულ სისტემას. მათ პრაქტიკულად დაინახეს, რომ ფიზიკა და ბიოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამინდის სადგური
ამინდის სადგურის აწყობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს სენსორების მუშაობის პრინციპი — როგორ იზომება ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა პარამეტრები ელექტრული სიგნალების საშუალებით. მათ თავად შექმნეს პატარა კვლევითი სივრცე კლასში.
ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როცა მოსწავლეები თავად ქმნიან, აწყობენ და ცდიან — ცოდნა უფრო ღრმად და ხანგრძლივად ილექება.
საბოლოოდ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და დავაფიქსირეთ ის ენერგია, ინტერესები და ღიმილი, რაც სწავლას განსაკუთრებულს ხდის.
ფიზიკა არის მომავალი. და ეს მომავალი ჩვენს კლასში უკვე იქმნება.




