Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი I კლასში

2023 წლის 2 ნოემბერს, კერძო სკოლა „ანაბასისის“ 1 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი. გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს ბრძენკაცს,დედაენის შემქმნელს, დიდ საბავშვო მწერლსა და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს, რომელსაც 2023 წელის 27 0ქტომბერს დაბადებიდან 183 წელი შეუსრულდა.

ქართველებს 4 უმთავრესი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება და დედაენა. სწორედ ამ დღეს მოსწავლეები მოეფერნენ დედაენას, გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს, სიტყვას და წინადადებას. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და თავიანთი ნამუშევრებით ისახელეს თავი. ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ მათ.

პირველმა მასწავლებელმა მათ სახსოვრად დაურიგა სამკერდე

, რომელზედაც ყვავილი ია და პირველი წინადადებაა გამოსახული. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი „დედაენები“.

სკოლის ეზოში პირველი სიტყვის ასო-ბგერების მიხედვით დადგნენ ბავშვები და ჰაერში გაუშვეს იისფერი ბუშტები. რომელმაც განსაკუთრებული ხალისი გამოიწვია მოსწავლეებში. ასე იმოგზაურებენ ჩვენი თვალხატულა გოგო-ბიჭები ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში. აბა, თქვენ იცით რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინეთ, რათა თქვენი სამშობლოს ღირსეული შვილები გახდეთ და აღარ დაგჭირდებათ სხვისი დახმერება ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების.. კითხვაში, თქვენ თავად შეძლებთ ყველაფრის წაკითხვასა და გაგებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრათ დედაენის შემქმნელს, ჩვენს იაკობ გოგებაშვილს.

შესრულდა სიმღერა „დედაენის ჰიმნი“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *