Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.

ამჟამად ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

შეხვედრის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებისთვის ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ; განიხილეს სიტუაციური ამოცანა „რთული არჩევანი“ და კრეატიულად წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის გზები როგორც საკუთარი, ისე საპირისპირო სქესის პოზიციიდან;

გასულ კვირას ქურთისტანის პროვინციაში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ ვიდეო მასალის განხილვის შემდეგ, ანაბასისელებმა იმსჯელეს მსოფლიოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ბოლოს, მათ პროტესტის ნიშნად დახიეს ფურცლებზე დაწერილი სტერეოტიპული შეხედულებები და საინფორმაციო დაფაზე თავიანთი დამოკიდებულებები დააფიქსირეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეორგოლის მომზადება და საფეხურების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები;

პედაგოგები თეა სამხარაძე და ქეთევან ედიბერიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *