Categories
სკოლა ანაბასისი

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია…

29 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

ანაბასისში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა განახორციელეს.

1. “წერილი აფხაზ თანატოლს”- დაწყებითი სწავლების საფეხური.

2. საინფორმაციო პრეზენტაცია- “ჩვენ დავბრუნდებით”-საბაზო საფეხური.

3. დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია-საბაზო და საშუალო საფეხური.

ანაბასისელები კარგად აცნობიერებენ, რომ აფხაზეთი დროებით ჩამოაშორეს საქართველოს და ნატრობენ მალე იხილონ გაერთიანებული და გაძლიერებული სამშობლო.

პედაგოგები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *