სკოლა ანაბასისში წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროექტი „კონფლიქტები ჩვენ გარშემო- მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“ , რომლის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ კონფლიქტის არსი, შეძლონ ამოიცნონ კონფლიქტის შემთხვევები და მოაგვარონ მშვიდობიანად, დაგეგმონ და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:
• საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და პროექტის გეგმის გაცნობა;
• პრეზენტაცია „კონფლიქტები ჩვენ გარშემო“;
• ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენება/განხილვა საფეხურების მიხედვით, ასაკის შესაბამისად;
• თანატოლგანმანათლებელთა შეხვედრები თემაზე „უფროსები გვირჩევენ“, „მედიაციის როლი კონფლიქტების მოგვარებაში“.
• საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და დარიგება;
პროექტი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე და მასში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მშობლებიც;