16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
„ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში“.
,,ანაბასისში” ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „ მინდა ვიყო ტოლერანტი“, რომლის დევიზია- “ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”.
პროექტის მიზანია – მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
• მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება/განხილვა.
• ჩატარდა გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე.
• მეხუთე – მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დაახასიათეს და დადებითად შეაფასეს “მრავალეროვანი საქართველო”. • უფროსკლასელმა თანატოლგანმანათლებლებმა ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.
• შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ნომრები და შეასრულეს სხვადასხვა ხალხთა ცეკვები.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები:
• მოეწყობა ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეები მხატვრულად წარმოაჩენენ თავიანთ დამოკიდებულებებს ტოლერანტობასთან დაკავშირებით.
• ტოლერანტობის თემაზე დამზადდება საინფორმაციო გაზეთი, დარიგდება ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.
მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.