სკოლა ანაბასისის მე-7ბ კლასის გასვლითი პროექტ-გაკვეთილი თემაზე “ეგზოტიკური ფრინველები” ზესტაფონში ბატონი ანდრო ქათამაძის ოჯახში ჩატარდა. ფრინველებისადმი მისი სიყვარული და გატაცება ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს. უკვე 30 წელზე მეტია, ბატონი ანდრო თავის მეუღლესთან ერთად ანაშენიანებს და უვლის სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და იშვიათ ფრინველებს. მისი ჰობი და მრავალწლიანი გამოცდილება მათ სახლს ქმნის ნამდვილ პატარა ზოოპარკად, სადაც მრავალი ეგზოტიკური ფრინველის ჯიშია თავმოყრილი.
უნიკალური შესაძლებლობა გვქონდა გვენახა ფრინველთა მრავალი სახეობა: თეთრი და კობალტის ფარშევანგები, სირაქლემები, კოლხური, რუმინული და დეკორატიული თეთრი ხოხბები, კაკბები, კაროლინკას ჯიშის კვატები. მრავალი სხვადასხვა ჯიშის თუთიყუშები, ჩიტები – განუყრელი, იადონი და კარელები. კანადური ჯიშის ინდაურები. ქათმების მრავალ სახეობა, ციცრები და ულამაზესი მტრედები. ეგზოტიკური ფრინველები ოჯახმა შემდეგი ქალაქებიდან – გორი, მარტვილი, ბათუმი, ხონი, ქობულეთი, სენაკი, თბილისი და ქუთაისი მოაშენა.
აღნიშნულ ეგზოტიკურ ფრინველებზე მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო ფრინველთა გარემოცვაში. მათ გაიუმჯობესეს ცოდნის ენობრივი უნარები, შეიძინეს ცოდნა ეგზოტიკური ცხოველების შესახებ, რაც ხელს უწყობს ბუნებისადმი პატივისცემის გრძნობას, ფრინველთა მოვლის სპეციფიკის შესწავლას და ცოდნის გაღრმავებას.
ფრინველები განსაკუთრებული ყურადღებით, მოწესრიგებულად და სიყვარულით იყვნენ მოვლილი, რაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. ეს სითბო და გულისხმიერება ქმნიდა განსაკუთრებულ გარემოს და ფრინველებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დამამახსოვრებელი გახდა. ვიზიტი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.
საოცარ სამყაროში ვიმოგზაურეთ ანაბასისელებმა.დიასახლისის ქ. Cico Ordjonikidzeს და ბატონი Katamadze Androს პოზიტიურმა დახვედრამ, მიღებამ და იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებმა მართლაც შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ ჩვენთაგანზე. ამ დღემ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი და გამორჩეულია სითბო, პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ სახლებში სულიერი სიმდიდრით. ასეთი დღეები გვახსენებენ ურთიერთობის სიხარულს და ადამიანურ ფასეულობებს, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.