Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური ვებინარი

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” მოსწავლეებისთვის ხარისხიანი,თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესის შეთავაზებასა და მათ მხარდაჭერას ჩაერთონ არა მხოლოდ ქვეყნის,არამედ გლობალურ ინიციატივებში,განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.ამჯერად,მე-10 კლასის მოსწავლეებმა ენერგეტიკის განახლებად წყაროებზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო ვებინარზე წარადგინეს,მათ მასწავლებელი ეკატერინე ორბელაძე ხელმძღვანელობდა.

,,აკადემიური გლობალური საერთაშორისო უნივერსიტეტი IIU შექმნილია ახალგაზრდობის,ცოდნის,ხედვის,განათლების გაზიარების მიზნით. ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ჩვენი თანაქალაქელია-ქალბატონი ინგა ხარჩილავა,რომელიც არაერთი ადამიანის მოტივატორია,თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გააცნონ უცხოელ თანატოლებსა თუ კოლეგებს”-გვეუბნებიან სკოლაში.

,,ანაბასისის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის-ეკატერინე ორბელაძის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს და ინგლისურ ენაზე საინტერესო წარადგინეს განხორციელებული პროექტის-,,ენერგიის განახლებადი წყაროები”,პრეზენტაცია.პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს იმას,რომ ენერგეტიკა არის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების ცენტრში.ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე.განახლებადი ენერგიის უპირატესობა ის არის,რომ იგი ამოუწურავია.

მომხსენებლებმა მიიღეს მაღალი შეფასება და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით,მასწავლებლებთან ერთად. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა იმავე პროექტის პრეზენტაცია უკვე ქართულ ენაზე თანატოლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ხედვა ენერგიის განახლებად წყაროებზე და მათი განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში. დამსწრე საზოგადოებამ,პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ვებინარებში და ითანამშრომლონ უცხოელ თანატოლებთან.

სკოლაში გლობალურ პლატფორმაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ მე-10 კლასელ მოსწავლეებს: ანი ჭანტურიძეს,ანზორ მაღლაკელიძეს,საბა ბახტაძეს,დათა კუპატაძეს,ბიძინა ლილუაშვილს,ლადო ქურციკიძეს, ალექსანდრე ხუსკივაძეს,სანდრო ვარდოსანიძეს,ბექა ფერაძესა და მათ პედაგოგს ეკატერინე ორბელაძეს.

სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდიან გაწეული შრომისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *