,, ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას“
სკოლა ანაბასისის მესამე კლასელებმა (პედაგოგები ლოლიტა ნებიერიძე , ეკა ჯიმშიაშვილი ) ,,დედამიწის დღის ‘’ კვირეული ფარგლებში , განახორციელეს პროექტი ,, ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას“.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებით შესრულდა. მოსწავლეები გაეცნენ მასწავლებლების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას ,,დედამიწის დღე“, ნახეს და იმსჯელეს ვიდეორგოლებზე: ,,დედამიწა,’’ ,,გარემოს დაცვა’’, ,,ცხოველთა მიგრაცია.’’მათ გააცნობიერეს რით განსხვავდება სუფთა და დაბინძურებული გარემო, რა აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს, რა არის ნარჩენი, როგორ აბინძურებენ ისინი გარემოს. შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნებიც გააკეთეს: დედამიწა ცოცხალი არსებაა და მას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას. განახორციელეს ასევე რამდენიმე საინტერესო აქტივობა: შექმნეს სლოგანები, საჰაერო ბურთები გამოიყენეს დედამიწის მოდელად და და მოხატეს ისინი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს მცენარეები.
ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან , რომ 22 აპრილი არის ყველაზე სასარგებლო და ჰუმანური დღესასწაულია, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვას, პლანეტის გამწვანებას და ბუნებასთან ფრთხილად მოპყრობის ხელშეწყობას. დედამიწის დღე გვახსენებს, როგორი აუცილებელია ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა და მოფრთხილება. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს წელიწადის განმავლობაში, და არა მხოლოდ დედამიწის დღეს.
წარმატებები მესამე კლასელებს და მათ პედაგოგებს ამ დიდ საქმეში რასაც დედამიწაზე ზრუნვა და გაფრთხილება წარმოადგენს!