2023 წელს, საქართველოში პირველად, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ეკონომიკის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა.
კონკურსი 3 ეტაპისგან შედგება, ორი ეტაპი ჩატარდა საქართველოში.
ადგილობრივი ეტაპი მოიცავდა:
1. სკოლის რაუნდს
2. ეროვნულ რაუნდს
საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და GELi . საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას პარტნიორობით გაიმართა .
ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებს აცნობს და აახლოვებს ეკონომიკასთან იმ დონეზე, რომელიც მათ პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოადგებათ.
საქართველოში გამართულ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობა 1230-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
სკოლის რაუნდის შედეგები 12 მარტისთვის გახდა ცნობილი, ეროვნულ რაუნდში გადავიდა 230 მონაწილე, მათ შორის სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლე ანა ჩუბინიძე.
ანამ 11 ივნისს მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ეროვნულ ტურში და დაჯილდოვდა სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრებით.
გასაუბრების ეტაპზე გამარჯვებული 5 მონაწილე ფინალისტი სექტემბერში სლოვაკეთში საქართველოს სახელით ჩაერთვება საერთაშორისო რაუნდზე ოცამდე ქვეყნიდან შერჩეულ კონკურსანტებთან ერთად!
სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე, სასკოლო რაუნდში აქტიური მონაწილეობისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი , ეკონომიკის ოლიმპიადის (2023) სკოლის კოორდინატორი თეა სამხარაძე;
მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებს საინტერესო შემოთავაზებისთვის და ჩვენი სკოლის პედაგოგს და მოსწავლეებს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში აქტიური ჩართულობისთვის.
წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!
ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
ეკონომიკის ოლიმპიადის სპონსორია Economic Fundamentals Initiative და თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University.
ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Institute of Economic Education (INEV)
ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG).
ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2X2).