Categories
სკოლა ანაბასისი

ლიტერატურული კლუბის წევრებთა შეხვედრა

2023 წლის 23 მარტს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ლიტერატურული კლუბის წევრებმა თავიანთ მორიგ შეხვედრაზე ქალბატონ თამარ გველესიანს უმასპინძლეს.

ქალბატონმა თამარმა 1984 წელს დაამთავრა, ქალაქის #4 საჯარო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკური ჯგუფი. 1987 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლიც წარმატებით დაამთავრა 1993 წელს.

ქალბატონი თამარი სერთიფიცირებული ექიმია. 2008-2010 წწ გაიარა ოქსფორდის უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტის სრული კურსი. 2008 წლამდე მუშაობდა ექიმ თერაპევტად. 2008 წლიდან, დღემდე მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორად.

ქალბატონი თამარი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში. ქალბატონი თამარი ბავშვობიდან წერს ლექსებს, რომლებიც იბეჭდებოდა „ენის სახლსა” და „უქიმერიონში”.

სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა მოღვაწეობის, ლიტერატურისადმი სიყვარულის და თავისი შემოქმედების შესახებ.

ანაბასისელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ქალბატონი თამარის მიერ წაკითხული ლექსები და მადლიერება გამოთქვეს საინტერესო შეხვედრის გამო.

მოსწავლეებმა სტუმარს გააცნეს ლიტერატურული კლუბის მუშაობის პრინციპი. მეათე კლასის მოსწავლე კესო კახნიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა საყვარელი წიგნის შესახებ ვიდეო პრეზენტაცია.

„შეკითხვები ქალბატონ თამარს“ – ასეთი სახელწოდებით გაიმართება მომავალში მსგავსი სახის შეხვედრები მოსწავლეების და სტუმრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სადაც განიხილავენ მათთვის საინტერესო საკითხებს.

სასკოლო საზოგადოების სახელით უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარს სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *