Categories
სკოლა ანაბასისი

2023 წლის 9 თებერვალს სკოლა ანაბასისის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 9 თებერვალს სკოლა ანაბასისის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

განხილული იქნა სოფი ჰანას „მონოგრამიანი მკვლელობები“, ნამდვილი დეტექტივი.

მეათე კლასის მოსწავლე კესო კახნიაშვილმა საინტერესოდ წარუდგინა თანატოლებს თავისი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ნაწარმოების შესახებ.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ლონდონი… ერკიულ პუაროს კონტინენტზე უკვე აქვს მოპოვებული დიდი მაძებრის სახელი, მაგრამ ნისლიან ალბიონზე პატარა ბელგიელს ჯერ არავინ იცნობს. მას მალე ეძლევა თავისი უნიკალური მაძებრული ნიჭის გამოვლენის საშუალება _ ლონდონის ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს სამ სხვადასხვა ოთახში სამი ცხედარი იპოვეს და რაც ყველაზე უცნაურია, სამივეს პირში ერთი და იგივე მონოგრამიანი ოქროს საკინძე უდევს. ეს სამმაგი მკვლელობაა, მაგრამ რატომ და როგორ? დიდი ერკიულ პუარო ამ თავსატეხსაც ჩვეული ოსტატობით ამოხსნის.

ლიტერატურული კლუბის მიზანია, მოსწავლეებს გაუღვივოს უწყვეტი სწავლის სიყვარული, მისცეს მათ შესაძლებლობა, ენთუზიაზმით მოეკიდონ და მოიხიბლონ ლიტერატურის სამყაროთი. განივითარონ კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარები,გაეცნონ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს და ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები.

კლუბის წევრები კვირაში ერთხელ ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებს, ჩაერთვებიან საინტერესო დისკუსიებსა და დებატებში იმ მრავალფეროვანი თემატიკიდან და უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც მსოფლიო ლიტერატურის ფართო სპექტრი იძლევა.

კლუბის პოზიტიურსა და შემეცნებით გარემოში წახალისებულია ლიტერატურის სიყვარული.

საინტერესო და შემეცნებითი გარემო მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას თამამად გამოხატონ თავიანთი აზრი წერილობით და ზეპირმეტყველებით, მიიღონ ცოდნა და სხვასაც გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, მარეხი ფორჩხიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *