Categories
სკოლა ანაბასისი

უკვე მერვედ,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

2023 წლის 1 თებერვალს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ანაბასისის ლიტერატურული კლუბის წევრები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ანაბასისელებმა შეხვედრაზე ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე და წაიკითხეს ამონარიდები სასურველი ნაწარმოებებიდან.

ლიტერატურული კლუბის წევრები კვირაში ერთი დღე შეიკრიბებიან სკოლის ბიბლიოთეკაში და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი საყვარელი წიგნის შესახებ შთაბეჭდილებებს.

წაკითხული წიგნის შესახებ თავიანთ პრეზენტაციაში ისინი ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

1. მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ;

2. ნაწარმოების შინაარსის შესახებ;

3. რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ნაწარმოებში?

4. რას შეცვლიდნენ ?

5. რატომ ურჩევდნენ სხვას აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვას?~

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *