როგორი ჰაერით ვსუნთქავთ ზესტაფონში?
ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გვესმის და იწერება სოციალურ ქსელებში. ხშირად შემაშფოთებელიც . ჰაერზე კი უარს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით. უჰაეროდ ადამიანი ხომ რამდენიმე წუთსაც ვერ იარსებებს. გვაქვს თუ არა უმძიმესი მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ზესტაფონში, ამის გასარკვევად გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის თამარ მალაღურაძის ორგანიზებით სასწავლო ექსკურია მოეწყო შ.პ.ს. ჯორჯიან მანგანეზის ეკოლოგიურ ლაბორატორიაში. (ლაბორატორია ახდენს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს ქარხნის ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებში) ლაბორატორიის თანამშრომლების გულისხმიერებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაციები როგორ ახდენენ ლაბორატორიაში ჰაერის შედგენილობის განსაზღვრას. მოსწავლეები ესტუმრნენ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჯიხურს რომელიც აფიქსირებს მტვრის რაოდენობას ფრაქციებით, აზოტის (IV),გოგირდი(IV) ოქსიდის , ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობას ჰაერში. ჯიხურების მონაცემები ავტომატურად მიეწოდება ქარხნის ხელმძღვანელობას, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მისი ნახვა შეუძლია სოციალურ ქსელში დაინტერესებულ პირს. მიღებული შედეგებით მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა ჰაერზე , . შეაფასეს მისი სიუფთავის ხარისხი , მტვრის , მანგანუმის დიოქსიდის, აზოტის დოქსდის , გოგირდის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ რაოდენობასთან შედარებით.
სასწავლო ექსკურსიამ მიზანს მიაღწია. კათედრების თანამშრომლობამ მოსწავლეთა ცოდნის თვალსაწიერი გააფართოა და გარემომცველი გარემოს შესწავლასა და მასზე მზრუნველი უნარების ფორმირებას შეუწყო ხელი.