ძველი წელი წარსულია, ახალი კი მომავალი!
სკოლის დარბაზში აციმციმდა საახალწლო ნაძვის ხე. ნაძვის ხის მანათობელი ნათურები ნაზად აფრქვევდა სხივებს და ყველა ბავშვის გულს ათბობდა. ნათელი ღვთის მადლი ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს მშობლიურ სკოლას.
გულწრფელი ლოცვა წარმოთქვეს ბავშვებმა: – ღმერთო, გევედრები, ქვეყნად არ იყოს ცრემლი და წუხილი! გამიხარე ყველა ადამიანი , ღმერთო ამიყვავე სამშობლოს მთა-ბარი, ყოვლადძლიერო, ყოვლადკეთილო, საქართველო მიქმენ ბედნიერი!
ბავშვებმა მხიარულად გააცილეს ძველი წელი. გაატანეს დარდი, მწუხარება, ტკივილი, შური, სიძულვილი, გაუტანლობა და მტრობა.
ინატრეს, რომ ახალმა წელმა მოიტანოს: სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ერთმანეთის გატანა, სურვილების ასრულება, ჩვენი ქვეყნის ძლიერება, საქართველო გახდეს ზღაპრული მხარე, ბაღნარი .ჩვენ კი შევძლოთ დედა სამშობლოს ღირსეული შვილობა სწავლით, ქცევით, საქმით.
მშვიდობით ძველო წელო. გესალმებით წელო ახალო! დიდხანს ელოდნენ ამ წუთებს. გულმოდგინედ მოემზადდნენ საზეიმო საღამოსათვის. ახალი წლის შემობრძანება ტრადიციულად ნაძვის ხის მორთვითა და თოვლის ბაბუს სტუმრობით იზეიმეს. წერილებიც დაუწერეს თოვლის ბაბუს და სანტას. ალბათ ერთად ბჭობდნენ სასურველ საჩუქარზე. ლექსი ლექსს ცვლიდა , სიმღერა სიმღერას, ცეკვა ცეკვას. ჩვენი პატარების სახეზე ბედნიერების და სიხარულის სხივი ციმციმებდა, მათი საახალწლო განწყობა გადამდები იყო აუდიტორიისათვის.
კლასის დამრიგებელი ლოლიტა ნებიერიძე საგანგებოდ ამ დღისადმი დაწერილი წერილით მიესალმა თავის მოსწავლეებს
,,მოგესალმებით ჩემო, გამორჩეულად თბილო მოსწავლეებო!
მესამე წელია რაც ჩვენ სასკოლო ცხოვრება გვაერთიანებს. სულმოუთქმელდ ველი ყოველი დღის გათენებას და თქვენთან შეხვედრის სიხარულით აღვსილი, იმედიანად ვუცქერ თქვენი მომავალი ცხოვრების ეტაპების გავლას. ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ თქვენ საუკეთესონი იყავით ამ ხნის განმავლობაში. თქვენი კარგი ქცევით, ბეჯითობითა და სიკეთით გამოირჩეოდით ყველასგან.
როდესაც ჩემს ,,ჯადოსნურ სარკეში“ ვიხედებოდი, გული სიხარულით მევსებოდა, რომ ასეთ კარგ და გამორჩეულ ბავშვებს ვხედავდი. თქვენი ოჯახები ამაყობენ თქვენით და ძალიან უყვარხართ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ასე გააგრძელოთ და თქვენი მშობლების გულები მუდამ გაახაროთ!
ახლა კი მინდა მოგილოცოთ ჩემო ბავშვებო ახალი 2023 წელი და გისურვოთ ბევრი წარმატება, ბედნიერი დღეები და მხიარული თავგადასავლები.
რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ იყოთ მუდამ ბეჯითები, კეთილები და მეგობრულები.
გთხოვთ, ეს სურვილი შემისრულოთ!
უდიდესი სიყვარულით თქვენი ლოლიტა მასწავლებელი.
სტუმრად მოსულმა თოვლის ბაბუმ საზეიმო განწყობა გააძლიერა . მოსწავლეებიც დაარიგა:
საახალწლოდ თოვლის პაპამ,
საჩუქრები დაარიგა,
მერე, მერე ყველა ბავშვი
ამ სიტყვებით დაარიგა.
ისწავლეთ და გაიხარეთ
სალო,ელე, გიგი, ქიტო,
გიო, ტასო, გაბო, ანდრო
გაბრიელა, ლიზი, ანა,
ნატა, ვახო, დაჩი, გაბო
ანამარია, იკაკო
გულში ცუდი არ გაივლოთ,
შეიყვარეთ სიყვარული
გატანა და სიკეთეცო.
ნატვრის ახდენა და ბედნიერი ახალი წელი ჩვენს პატარებს და მთლიანად საქართველოს!