Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის გაცოცხლება გადაწყვიტეს

ბუნება დიდი მასწავლებელია
მიილია შემოდგომა. დაუბერა ცივმა ქარმა და ჰაერში ფერადი ფოთლების კორიანტელი დააყენა. შემდეგ ნელ-ნელა ჩადგა და უმწეო ფოთლებმა უსიცოცხლოდ დაიწყეს მიწაზე მოფენა.
ანაბასისის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა(პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე) გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ ჯერ კიდევ ლამაზ ფერებში, მიწაზე უსიცოცხლოდ მოფენილი ფოთლები . შეაგროვეს ჯადოსნური ფერებით „შეღებილი“ ფოთლები, შექმნეს პეიზაჟები, პორტრეტები და საკლასო ოთახის საპრეზენტაციო კუთხეზე დაუდეს ბინა.
ამა თუ იმ კუთხისათვის ენდემურ მცენარეთა ნაყოფების ნაწილებით ,,მოხატულმა“ საქართველოს რუკამ, თავისი ორიგინალური იერით ხალისი შემოიტანა საკლასო ოთახში. მისი დახმარებით მოსწავლეები საქართველოსაც ეცნობიან და იქ გავრცელებულ მცენარეებსაც.
,,მომავალ შეხვედრამდე 2022 წლის შემოდგომავ! მადლობა ლამაზი და მრავალფეროვანი დღეებისათვის!- მესამე კლასელები შემოდგომას დაემშვიდობნენ.
კლასის დამრიგებელი: ლოლიტა ნებიერიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *