სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.
ამჟამად პროექტის ფარგლებში ანაბასისელებმა შექმნეს სარეკლამო რგოლები სოციალური რეკლამების კონკურსისთვის, რომელიც მიზნად ისახავს განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას,სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების განმტკიცების ხელშეწყობას.
წარმოგიდგენთ კესო კახნიაშვილის მიერ კონკურსის ფარგლებში შექმნილ ვიდეო-რგოლს. იხილეთ ფეისბუქ გვერდზე.