ეკოკლუბი ,,ანაბასისი“ მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა (კლუბის კურატორი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე) და კონკურსში -ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ჩაერთო. კლუბმა არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიება განახორციელა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ფარგლებში. ჩატარებულმა აქტივობებმა:პოლიეთილენის ალტერნატიული შესაფუთი მასალების დამზადებამ სახამებლიდან, გადაყრილი პოლიეთილენის ნაწარმოდან სხვადახვა დეკორატიული ნივთების დამზადებამ, გამწვანებისა და გარემოსდაცვითმა აქციებმა, გლობალურ პლატფორმებზე მონაწილეობამ და სხვა.კიდევ უფრო დაგვანახვა არსებული მდგომარეობის სიმძაფრე. დროის საზომი ჩართულია , ბალანსი აღსადგენია. მიზნები 2030 წლისათვის შესრულებული უნდა იყოს! პლანეტის ყველა მოქალაქე ტოვებს უარყოფით კვალს გარემოზე. ხშირად ისე , რომ არც კი იცის ამის შესახებ. ყველა ადამიანმა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის მიუხედავად უნდა გააცნობიეროს თავის წილი პასუხისმგებლობა.
ეკოკლუბმა ,,ანაბასისმა”, ნიკო კეცხოველის პრემიაში ახლად ჩართულ სკოლებს შორის ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი დაიმსახურა და წიგნების კომპლექტების შესაძენი ვაუჩერით დასაჩუქრდა. კონკურსის ნახევარფინალზე გაწეული მუშაობის ამსახველი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს კლუბის წევრებმა , სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა ქეთი ცერცვაძემ და ანასტასია ჯუღელმა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსში ჩართული გუნდის ყველა წევრს, მე-9 კლასის მოსწავლეებს:ანი კობერიძეს , ნიკოლოზ ცხადაძეს, ელენე მელაძეს, გიორგი ქათამაძეს , ანასტასია ჯაფარიძეს, მასწავლებლებს: თეა სამხარაძეს და ქეთევან ედიბერიძეს. წარმატებები კლუბს მომავალ საქმიანობაში!
დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო და მოსწავლეთა საჭოროებებზე მორგებული პროექტის შემოთავაზებისათვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ნახევარფინალური შეხვედრა ქუთაისში.