Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისი კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას !

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, გამოცხადდა შედეგები!

ანაბასისის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და სიამაყით გვავსებს!

ეს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი მასწავლებლების ერთობლივი, თავდაუზოგავი , პასუხისმგებლიანი შრომის შედეგია! ეს ჩვენი მშობლების გვერდით დგომის და ერთობლივი საქმიანობის ნაყოფია!

ანაბასისელებო, სიყვარულით და სიამაყით გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ სკოლაში შეძენილი მკვიდრი ცოდნა გამხდარიყოს ის საძირკველი, რომელზეც მყარად დააშენებთ უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების საფუძვლებს , შემდეგ კი ჩადგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში საკუთარი საქმის პროფესიონალები და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები!

თქვენ, ნამდვილად გამორჩეული და საამაყო თაობა ხართ!

თქვენ შეძელით სერიოზულ გამოწვევებს ღირსეულად გამკლავებოდით, წარმატებით წარმოგეჩინათ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები! გისურვებთ როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის სასიკეთოდ საუკეთესო მიზნების დასახვას და სასურველი შედეგის მიღწევას!

გახსოვდეთ, ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენი თაობის ხელშია!

გვსურს ჩვენს ანაბასისელებთან ერთად წარმატებები ვუსურვოთ ყველა ახალგაზრდას, ცხოვრების ულამაზესი, უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში!

მუდამ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *