Categories
სკოლა ანაბასისი

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა ანაბასისში.

სკოლა ანაბასისში გარემოს დაცვის დღე ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა .

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ , გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა და გრემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას . 2022 წლის გარემოს დაცვის კამპანიის სლოგანია,,მხოლოდ ერთი დედამიწა“, რომელიც ფოკუსირებულია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში. ‘’.

სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში.” კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსთ იმყოფებოდა IIU საქართველოს ახალგაზრდული ელჩი და ბრენდის ამბრასადორი ანაბასისის მე-6 ბ კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე. რომელმაც წარმოგვიდგინა თემა გარემოს დაცვაზე ინგლისურ ენაზე, ელენე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ პლატფორმებზე წარადგენს მოხსენებებს, მდგრადი განვითარების მიზნებზე.

კონფერენციის თემატიკა საინტერესოდ იყო შერჩეული1. გარემოს ქიმიური დაბინძურება-გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ,როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანთა საქმიანობით ანუ ანთროპოგენური ფაქტორებით. აუდიტორიას გააცნეს ძირითადი დამაბინძურებლები: ნავთობი, ბენზოლი, პესტიციდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, დარიშხანი, ნახშირბადის მონოქსიდი.2. ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები. ყურადღება გაამახვილეს სათბურის ეფექტზე, ოზონის შრის გამოფიტვაზე, მჟავა წვიმებზე. 3. ქიმია და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გამოძახილია ქიმიის ახალი მიმართულება მწვანე ქიმია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა.მისი მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შექმნსა, რომელიც ქიმიურ წარმოებას ეკოლოგიურად უსაფრთხოს გახდის. ეს გზა 12 პრინციპშია გაწერილი და შეადგენს მწვანე ქიმიის კონცეფციას.

კონფერნციის დასასრულს დაათვალიერეს საკონკურსოდ , გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილი პოსტერები , გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება მიღებული ხმების უმრავლესობით.

კონფერენციაზევე დაიგეგმა, გარემოს დასუფთავები აქცია . გარემოზე ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს. ძნელია არ დაეთანხმო ეგზიუპერის სიტყვებს: ,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ ‘’

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *