Categories
სკოლა ანაბასისი

გულწრფელი და კრეატიული პირველკლასელები!

გულწრფელი და კრეატიული პირველკლასელები!

პირველ ა კლასში უფროსმა მასწავლებელმა თამარ ვეფხვაძემ ქარულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ჩაატარა თემაზე ,, პატივისცემა“. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,ჯიუტი თხები“.

მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა დინამიურად . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა.

სასწავლო აქტივობების შესრულების ინსტრუქციების შემუშავების დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. მასწავლებელი სიტუაციის შესაბამისად იყენებდა მიმიკას, ჟესტიკულაციას, ჩანდა, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია.

მასწავლებელმა ისე წარმართა გაკვეთილი, რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. მოსწავლეებმა შეძლეს ახალი ტექსტის მოსმენა, გაგება, გააზრება, ამოიცნეს კონკრეტული ინფორმაცია, ასევე ფაქტების თანმიმდევრობა ტექსტში, და მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა. წაკითხული ტექსტის მიმართ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თუ როგორ მოიქცეოდნენ ანალოგიურ სიტუაციაში. საინტერესოდ და გულმოდგინედ წარმოადგინეს ვიწრო ხიდზე თხების ორი სხვადსხვა შეხვედრის ინსცენირება : ჯიუტი თხების შეხვედრა, რომელიც ორივესთვის ცუდად დამთავრდა და თავაზიანი თხების შეხვედრა, რომლებმაც მშვიდობიანად გაიარეს ხიდი. მასწავლებლის ეფექტურად გამოყენებულმა თანმიმდევრულმა სტრატეგიებმა, რამდენიმე პირველკლასელის , გაკვეთილის დასაწყისში გულწრფელად დაფიქსირებული პოზიცია , ,,მსგავს სიტუაციაში არც ჩვენ დაუთმობთ გზას სხვას“ შეცვალა და საერთო დასკვნაც გააკეთეს: დათმობა , თავაზიანობა , პატივისცემა აუცილებელია. ამიტომაც გაამახვილეს ყურადღება საკლასო ოთახში კედელზე გამოკრულ ჯადოსნური სიტყვებზე: უკაცრავად, მადლობა, ბოდიში, გთხოვ, თუ შეიძლება, რომელიც დაეხმარებათ მეგობრებთან , უფროსებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები თამარ მასწავლბელს თავის აღსაზრდელებთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *