Categories
სკოლა ანაბასისი

,,ახალი ტექნოლოგიები მუსიკაში“

ახალი ტექნოლოგიები მუსიკაშისკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარების ჯგუფი დაუკვირდა და შეაფასა მუსიკის წამყვანი პედაგოგის თეა მიქაბერიძის მე-5 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე : ,,ახალი ტექნოლოგიები მუსიკაში“ . გაკვეთილზე შექმნილი იყო ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის გარემო. იგრძნობოდა რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული. განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ჩვეული პრაქტიკაა . გაკვეთილის მიზანი პედაგოგმა დაუკავშირა გრძელვადიან მიზანს.ქალბატონმა თეამ, გამოამჟღავნა საგნის ღრმა, ფუნდამენტური და დარგში არსებული უახლესი მიღწევების ცოდნა, წარმატებულად დაამყარა შიდასაგნობრივი და საგანთაშორის კავშირები, მოსწავლეებს მისცა ცნებების მკაფიო განმარტება, გაამდიდრა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგი როგორც საგნის ფარგლებში, ასევე ტერმინთა და სიტყვათა ზოგადი გამოყენების თვალსაზრისით.სწორად წარმართულმა სტრატეგიებმა, მიზნობრივად შერჩეულმა რესურსებმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა რინგტონისა ( მობილურის მუსიკალური ზარი) და კლასიკური მუსიკის მელოდიები ერთმანეთისათვის დაეკავშირებინათ. დავალების შესრულების მოტივაცია საინტერესო დავალებამ, ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებულმა ინსტრუქციებმა უზრუნველყო. მიუხედავად იმისა რომ რინგტონებში კლასიკური მელოდიის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებენ სწორად ამოიცვნეს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის , სონატა 17, ნაწილი III, ედვარდ გრიგის, საფორტეპიანო კონცერტი, კლოდ დებიუსის ,,მთვარის შუქი“ და ერიკ სატის ,, Gymnopedies” სხვადასხვა კომპანიის მობილური ტელეფონების მუსიკალურ ზარებში. ამაში დაეხმარათ საფუძვლიანად მიღებული წინარე ცოდნა, რომელიც ასევე გახდა საფუძველი მობილურში არსებული ხატულებისათვის მოსმენილი მუსიკალური ხმოვანი სიგნალები მიესადაგებინათ, დაკვირვებოდნენ რა ემოციას იწვევდა ეს სიგნალი მათში. გააკეთეს დასკვნა, რომ მუსიკით შეიძლება ემოცია გამოხატო. აქტივობა საშუალებას მისცემს მათ მიზნობრივად გამოიყენონ მობილურში არსებული ხატულები ემოციის გამოსახატად მუსიკალური სიგნალების საშუალებით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს , გამოქონდათ სწორი დასკვნები. მასწავლებელი ეფექტიანად იყენებდა მოსწავლეთა აქტიურობას, გაკვეთილი დინამიურად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩატარებული გაკვეთილზე განხორციელდა კომპლექსირი დავალების ,, მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ორი ეტაპი.წარმატებები მუსიკის წამყვან პედაგოგს თეა მიქაბერიძეს და მის მოსწავლეებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *