Categories
სკოლა ანაბასისი

მალარიის მსოფლიო დღე

მალარია უძველესი დაავადებაეკოკლუბმა ,,ანაბასისმა ‘’ ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მალარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა განახორციელა. 1. სემინარი . ,, მალარია უძველესი დაავადებაა“ . თანატოლებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა ეკოკლუბელმა ქეთი ცერცვაძემ. მან ისაუბრა მალარიის გავრცელების გზებზე, სიმპტომებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. ისტორიულად იგი უძველეს დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა არის მალარიისათვის ენდემური. 2020 წელს, მსოფლიოში დაფიქსირდა მალარიის 241 მილიონი ახალი შემთხვევა და 627 000 მალარიით გამოწვეული სიკვდილი, ამჟამად საქართველოში, მალარია, ელიმინაციის სტადიაშია. 2013 წლიდან ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფიქსირდება მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაა. ზესტაფონი მიეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას და დაავადების შემოტანის შემთხვევაში დაავადების გავრცელების რისკი მაღალია. ამიტომ ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით აუცილებელია. მე-2 აქტივობა საზოგადოების წევრების გამოკითხვა იყო. გამოკითხვის დროს ყურადღება გავამახვილდა შემდეგ საკითხებზე. 1. არის თუ არა საქართველოში მალარია?2. რა ძირითადი სიმპტომით ხასიათდება მალარია?3. რით ხდება მალარიი გადაცემა?4. როგორ დავიცვათ თავი მალარიისაგან?5. ვინ არის მალარიის რისკის ქვეშ?6. როგორი მდგომარეობა გვაქვს ზესტაფონის რაიონში მალარიასთან დაკავშირებით?გამოკითხვის შედეგების გაანალიზებამ ეკოკლუბელებს აჩვენა,რომ მალარია ერთერთი მივიწყებული დავადებაა საზოგადოებისათვის. არადა ზესტაფონი ჰიპერმალარიოგენულ ზონას წარმოადგენს და მის მოსახლეობას უნდა ქონდეს ინფორმაცია დაავადების სიპტომების, გავრცელების, საფრთხეების , თავიდან აცილების შესახებ. ამიტომ ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მე-3 აქტივობის განხორციელება. შექმნეს ბუკლეტები , რომელშიც ასახეს ინფორმაცია მალარიასთან დაკავშირებით და დაურიგეს საზოგადოების წევრებს. მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აუცილებელია გაგრძელდეს, რათა ყველამ იზრუნოს, საქართველომ შეინარჩუნოს მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *