Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”… სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა კლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა” ჩაერთო. წყალი დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი წყაროა, რომელიც სხეულის დიდ ნაწილს შეადგენს. წყლის დაბინძურება მთლიანად სიცოცხლის დაბინძურებაა. სუფთა წყალი დედამიწაზე სიცოცხლის გასაგრძელებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სიცოცხლის დასაცავად წყლის დაცვა აუცილებელია და ეს მთავარი პასუხისმგებლობაა. ეკოკლუბის წევრებმა და მკვლევართა კლუბმა წყლის კვლევა მოახდინეს. გამოიყენეს ,,სკოლის შეფასების კითხვარი”, მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას თხოვნით. მიიღეს ნებართვა და დაიწყეს მოკვლევა რა სახის წყალი მოიხმარება სკოლაში, გამოიყენება თუ არა რეზერვუარის წყალი და არის თუ არა რეზერვუარი სათანადოდ დახურული, რისთვის გამოიყენება სკოლაში არსებული წყალი, კვირაში რამდენი დღე და დღეში რამდენი საათი ფუნქციონირებს წყლის მიწოდება. როდესაც წყლის მიწოდების წყარო ფუნქციონირებს, თუ მიეწოდება საკმარისი წყალი სკოლას სასმელად, ხელების დასაბანად და საჭმლის მოსამზადებლად, თუ წარმოებს სკოლაში არსებული წყლის გაწმენდა რაიმეს საშუალებით, რათა გახდეს ის სასმელად უსაფრთხო. თუ წყალი ყოველთვის არ იწმინდება, რატომ. თუ ხდება სკოლაში წყლის გაწმენდა დალევის წინ და როგორ. თუ მოაქვთ ბავშვებს წყალი დასალევად და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს კლუბის წევრებმა თავიანთ რესპოდენტებს სკოლის ფინანსურ დირექტორს, სამნეო ნაწილის გამგეს, სკოლის სამზარეულოს თანამშრომლებს. ჩაინიშნეს მიღებული პასუხები. დაათვალიერეს სასმელი წყლის წერტილები სკოლის შენობაში, სკოლის გარეთ, ეზოში, სველი წერტილები ტუალეტებში. მიღებულ მონაცემებს კლუბის წევრები დაამუშავებენ, გაანალიზებენ და სასკოლო საზოგადოებას გააცნობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *