Categories
სკოლა ანაბასისი

,,ვუთხრათ უარი პოლიეთილენს, გადავარჩინოთ სიცოცხლე”…

,,ვუთხრათ უარი პოლიეთილენს, გადავარჩინოთ სიცოცხლე”… ეკოკლუბის წევრებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ბროშურები დაამზადეს ,,ვუთხრათ უარი პოლიეთილენს გადავარჩინოთ სიცოცხლე”. წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. ეკოკლუბის განმარტებით დაახლოებით მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო. ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ეკოსისტემაში ერთი სატვირთო მანქანით სავსე პოლიეთილენი ხვდება. ანალიტიკოსების პროგნოზით 2030 წლისთვის ეს მოცულობა 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 4-ჯერ. შედეგად დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი. პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოქსინები, მავნე ნივთიერებები, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს. ბროშურაში ასევე, ეკოკლუბელების მიერ დამზადებული ალტერნატიული შესაფუთი მასალის უპირატესობაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელიც მარტივად შეიძლება დამზადდეს და გამოყენებულ იქნას პროდუქტის შესაფუთად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *