Categories
სკოლა ანაბასისი

ეკოკლუბის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი აქტივობა

ეკოკლუბ ანაბასისის წევრებმა არაერთი აქტივობა დაგეგმა და განახორციელა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუმცა ამჯერად მე-6 კლასელების მონაწილეობით სემინარის ორგანიზატორები იყვნენ. უმცროსმა მეგობრებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მავნე ჩვევები. მათ ყურადღება გაამახვილეს ალკოჰოლიზმსა და ნარკოდამოკიდებულებაზე, დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს თუ რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება. მე-6 კლასის მოსწავლე, ბარბარე კაპანაძემ ისაუბრა ალკოჰოლიზმის შესახებ, კარგად წარმოაჩინა თუ რა ზეგავლენას ახდენს ალკოჰოლის ყოველდღიური გამოყენება და განმარტა დაავადება ციროზი – ღვიძლის დაზიანება. ასევე ახსნეს თუ რატომ ზიანდება ამ დროს ღვიძლი. ეს მისი ერთ-ერთი ფუნქციიდან – შხამიანი ნივთიერებების დეტოქსიკაციიდან გამომდინარეობს. ასევე განიხილეს ნარკოტიკების ზემოქმედებით გამოწვეული შედეგები, მათ ყურადღება გაამახვილეს თავის ტვინის დაზიანებაზე. ეკოკლუბელებმა მოისმინეს და მათთან ერთად კიდევ უფრო ფართოდ განიხილეს თემა – მავნე ჩვევები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *