სკოლა ანაბასისის ეკოკლუბელებმა მორიგი აქტივობა დაგეგმეს. მათ მეორე კლასელებს საინტერესო რესურსი შესთავაზეს , რომლის დახმარებითაც მათემატიკის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება მოახდინეს. ეკოკლუბელმა ანასტასია ჯუღელმა გაიხსენა როგორ ისწავლა მამასთან ერთად შექმნილი რესურსით, თამაშ-თამაშით, ხალისით მეორე კლასში მათემატიკა და მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა მეორე კლასელებს დახმარებოდა მათემატიკური უნარების განვითარებაში. ეკოკლუბელმა მოდერატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინსტრუქცია: თამაშის დასაწყებად საჭიროა მოთამაშეები დაიყონ ჯგუფებად. თითო ჯგუფმა აირჩიოს სასურველი ფერის ფიგურა. იწყება თამაში. ერთი ჯგუფის მონაწილე აგორებს კამათელებს და მათზე ამოსული რიცხვების ჯამის ოდენობით გადაადგილდება სათამაშო დაფაზე. შეიძლება მოსწავლეებს შეხვდეთ “დავალებები” მაგალითად: +34 , ამ შემთხვევაში კამათელის ,,რიცხვს“ უნდა მიუმატონ 34 და მიღებული ჯამით გადასვას თავისი ჯგუფის ფიგურა მიღებულ რიცხვზე. ასე ხდება ყველა ჯგუფთან. მოგებულია ჯგუფი რომელიც ყველაზე მალე “მივა” “ფინიშთან” ანუ ფერადი ფიგურა მოთავსდება უჯრაზე ,,100“ ან გადასცდება ,,100“-ს. ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ გუნდებმა თამაში ორგანიზებულად დაიწყეს. თავი გაართვეს დავალებას, გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში კარგად გამოიყენეს . გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა . მაგრამ ყველა მოსწავლე თავს თვლიდა გამარჯვებულად, რადგან გამოავლინეს 100 -ის ფარგლებში მიმატების, გამოკლების , ზეპირი ანგარიშის კარგად განვითარებული უნარები. პედაგოგმა ლოლიტა ნებიერიძემ მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს საინტერესო და სახალისო აქტივობის შეთავაზებისათვის. აღნიშნა , რომ ფსიქოლოგების აზრით , თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური.ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს.
Categories