Categories
სკოლა ანაბასისი

იაკობ გოგებაშვილის 181-ე საიუბილეო კვირეულის აღნიშვნა

„ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე, ერთხელაც არ დავმარცხებულვარ“

თქვენი ერთგული იაკობ გოგებაშვილი.

181-ე საიუბილეო კვირეულის აღსანიშნავად, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის დაწყებითის კათედრამ ტრადიციულად განახორციელა პროექტი სახელწოდებით „პატარა ქვეყნის დიდი ბრძენკაცი“.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები:

I ა კლასი ( პედაგოგი თამარ ვეფხვაძე) იზეიმეს ანბანის შემობრძანება.

I ბ კლასში (პედაგოგი ეკატერინე ჯიმშიაშვილი) იზეიმეს ანბანის შემობრძანება და შემოდგომის მოტივებზე შექმნეს პირველი წინადადება -“ აი ია“-ს აპლიკაცია.

II ა კლასში, (პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე) პროექტის ფარგლებში- „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“- შეაჯამეს იაკობ გოგებაშვილის ნასწავლი მოთხრობები, შექმნეს დიორამები, კალიგრაფიული აქტივობა სათაურით „ლამაზად წერა ხელოვნებაა“- დაწერეს იაკობის მოთხრობები და შექმნეს ხელთნაკეთი წიგნები, დახატეს იაკობის მოთხრობებიდან პერსონაჟები და სიუჟეტური სურათები. იაკობის შემოქმედებიდან შემოდგომის თემა დაუკავშირეს მის ნაწარმოებებს სახელწოდებით „შემოდგომა და იაკობი“. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით.

II ბ კლასში (პედაგოგები: სალომე კაკაურიძე, ეკატერინე ჯიმშიაშვილი, ხათუნა წითელაშვილი) პროექტის ფარგლებში „ ხე ნაყოფით იცნობა“, ქართულ- ინგლისურ ენაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია გოგებაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. განახორციელეს აქტივობა – „ ვწერთ სუფთად და ლამაზად“. შემოდგომის მოტივებზე შექმნეს აპლიკაციები, პერსონაჟების ნახატები. მოსწავლეებმა დაამზადეს ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი და ინგლისურად გაითამაშეს „თხა და გიგო“.

III ა კლასმა ( პედაგოგი ლანა ჩუბინიძე) „ იაკობი და ჩვენ“ სახელწოდებით ჩაატარა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო არ დავივიწყოთ დიდი მამულიშვილის ღვაწლი,თავდადება, ერთგულება და სიყვარული მშობლიური ენისა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ბრძენკაცს- იაკობს. მას მიუძღვნეს კალიგრაფიული ნამუშევარები, წაიკითხეს ლექსები, შექმნეს „დედაენის“ ხელთნაკეთი წიგნები. ელექტრონული რესურსით გაეცნენ მის ბიოგრაფიას.

III ბ კლასი (პედაგოგი შორენა მუმლაძე) წარსდგა აქტივობით „იაკობი და შემოდგომა“.

IV ა კლასი (პედაგოგი თეა გურაბანიძე) მოსწავლეებმა შექმნეს დიორამა და წაიკითხეს ისტორიული მოთხრობები.

IV ბ კლასი (პედაგოგი თამარ კობახიძე) თემით-„ბრძენკაცის დარიგება“, მოსწავლეები გაეცნენ იაკობის ბიოგრაფიას, მისი შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები და მოთხრობები. ყურადღება გაამახვილეს იაკობის შემოქმედებიდან შემოდგომის თემაზე. ბავშვებმა- „ვწერთ ლამაზად და სუფთად“ წარადგინეს ხელთნაწერი მოთხრობები.

პროექტის ფარგლებში შექმნილმა მრავალფეროვანმა და საინტერესო რესურსებმა სასკოლო სივრცე გააფერადეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *