Categories
სკოლა ანაბასისი

კონსტიტუციის 100 წლის იუბილე

სკოლა ანაბასისში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს – ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.

კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმ დროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად არის მიჩნეული.

ანაბასისელმა მეცხრეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში და ხაზი გაუსვეს ის ფაქტს ,რომ 1921 წლის კონსტიტუცია ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა სამხარაძესთან ერთად ისაუბრეს სამართლებრივი კულტურისა და კანონების ცოდნისა და დაცვის აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება კონსტიტუციის ცოდნისა და დაცვის შესახებ.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ედიბერიძემ მოსწავლეებს უსურვა სამართლებრივი კულტურის მატარებელ საზოგადოებაში ცხოვრება და მოღვაწეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *