Categories
სკოლა ანაბასისი

დაბრუნება საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით

2021 წლის 1თებერვალს დისტანციური სწავლების მოდელიდან დასწრებით სწავლების მოდელზე დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

სკოლა ანაბასისში აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა სასწავლო პროცესი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

სკოლა სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე.

სასკოლო საზოგადოების (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული სკოლის პერსონალი,მოსწავლეები, მშობლები) თითოეული წევრი ინფორმირებულია covid 19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ სკოლაში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ისინი აგრეთვე ინფორმირებულნი არიან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების ხელმისაწვდომი საშუალებით (სკოლის ფეისბუქ გვერდით,ელფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით,TEAMS-ით, თვალსაჩინო ადგილას გამოკვრით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებით, ონლაინ მშობელთა კრებებით და სხვა). აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება.

სკოლაში სისტემატიურად მიმდინარეობს სკოლის შენობის კედლების, იატაკის, საკლასო ოთახების, კვების ბლოკის, ბიბლიოთეკის , სპორტული დარბაზის, მაგიდების, სკამების , დერეფნების, სველი წერტილების სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიური დამუშავება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ყველა წესსა და რეკომენდაციას!

მშობლები ინფორმირებულნი არიან, რომ პასუხისმგებლობით შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები:

მათ იციან, რომ ბავშვს დილით სახლიდან გამოსვლამდე უნდა გაუზომონ ტემპერატურა. თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი არ გამოუშვან სკოლაში, დაუყოვნებლივ დარეკონ დამრიგებელთან და შეატყობინონ გამოუცხადებლობის მიზეზი.

თუ ბავშვს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშანი- სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ არ აგზავნიან სკოლაში და მიმართავენ ოჯახის ექიმს, ამასთანავე შეატყობინებენ დამრიგებელს.

სკოლაში შვილს უნდა გამოატანონ სასმელი წყლის ბოთლი, რომელზეც მითითებულია მოსწავლის სახელი და გვარი.

მოსწავლეები თავის მხრივ პასუხისმგებლობით ასრულებენ ვალდებულებებს:

*სახლიდან გამოსვლის წინ და სკოლის შესასვლელში იტარებენ თერმოსკრინინგს!

*იცავენ პირადი ჰიგიენას და სისუფთავეს საკლასო ოთახსა და დერეფნებში!

*მათ იცინიან, რომ უნდა დაიცვან 1 მეტრიანი დისტანცია კლასში, დერეფანში!

* ატარებენ პირადი წყლის ბოთლს სახელი და გვარის მითითებით!

*არ სარგებლობენ ერთმანეთის ნივთებით!

*გრიპული სიმპტომების შემთხვევაში რჩებიან სახლში, ატყობინებენ ექიმს და კლასის დამრიგებელს!

*ხელებს ხშირად იბანენ და იმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით!

* მათ იციან,რომ სადენზინფექციო ხსნარი განთავსებულია სკოლის დერეფნებში და სველ წერტილებში!

*შენობაში შესვლის დროს გადიან დეზობარიერზე!

* სკოლაში ცხადდებიან თმაშეკრული,მათ იციან,რომ გაშლილი თმები არ შეიძლება!

*ყოველ დასვენებაზე ხდება ოთახის განიავება ფანჯრის გაღებით !

დამრიგებლები თავიანთ კლასებში სისტემატიურად ატარებენ საუბრებს პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ!

სკოლის შენობაში მოსახვედრად მოსწავლეები სარგებლობენ ორი შემოსასვლელით, სადაც ხდება თერმოსკრინინგი და გადიან დეზობარიერს. მოსწავლეებმა იციან, თუ რომელი შესასვლელით უნდა ისარგებლონ, მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი ნაკადის თავიდან აცილების მიზნით !

განსხვავებულია სწავლის დაწყების დრო სხვადასსხვა კლასის მოსწავლეებისათვის!

პირველი -მეოთხე კლასის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 8 სთ 45წთ. დანარჩენი კლასები 9 სთ.

შესაბამისად განსხვავებულია კლასების მიხედვით გაკვეთილებს შორის შესვენებების დრო.

სკოლის შენობაში მოსწავლეთა ორგანიზებულად შესვლა მიმდინარეობს შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით ( თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება) .

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლე ტოვებს სკოლის ტერიტორიას და მას სკოლის ჭიშკართან ელოდება მშობელი.

მშობლებთან ურთიერთობა და სიახლეების გაცნობა ძირითადად ხდება ონლაინ კრებებზე. საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლები ახდენენ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს რეგულაციების სრული დაცვით. ამ დროს მშობელი მოვალეა სკოლაში გამოცხადდეს პირბადით და სკოლის მიერ შემუშავებული რეგულაციების წესების დაცვით.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ, პედაგოგები და სკოლის პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებას, სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, მათ თანხმობა განაცხადეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარონ კოვიდზე ტესტი.

11 და 12 თებერვალს სკოლის თანამშრომლებს ჩაუტარდათ მორიგი ტესტირება კოვიდზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სკოლა განაგრძობს დასწრებული ცხრილით მუშაობას საკლასო ოთახებში.

ხელი შევუწყოთ საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვას!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ერთად ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით!

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან სასწავლო პროცესს!

პატივისცემით სკოლის დირექცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *