Categories
სკოლა ანაბასისი

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში,რომელიც სკოლებში ონლაინ სივრცეში ტარდება.

კამპანიის მიზანია ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა გაკვეთილები ძალადობის თემაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობისა და ბულინგის არსსა და ფორმებზე, მათ წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებსა და გადაჭრის გზებზე, აგრეთვე ძალადობასა და ბულინგს შორის მსგავსება -განსხვავებებზე.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში მოეწყო ფილმის „ კაპერნაუმი“ ონლიან ჩვენება; ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მისი განხილვა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთ მშობლებთან ერთად დაგმეს ძალადობის ყოველგვარი ფორმით გამოვლინება და იმსჯელეს ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების როლზე .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *