Categories
სკოლა ანაბასისი

,,დედაშვილური ურთიერთობების მნიშვნელობა”

კერძო სკოლა ,,ანაბასისის” მე-3კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი”დედაშვილური ურთიერთობების მნიშვნელობა”პროექტის მიზანი იყო :დედაშვილური ურთიერთობების მნიშვნელობის გაცნობიერება,კავშირის გაძლიერების გზების გამოვლენა,სირთულეების გადაჭრის პრაქტიკული მიდგომები.პროექტში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ფსიქოლოგი ელისო ლელაძე ,რომელმაც გამართა სემინარი მშობლებთან”როგორ გავაძლიეროთ შვილთან ემოციური კავშირი?იმართებოდა ბავშვებისთვის თემატური გაკვეთილები ფსიქოლოგთან ერთად:თემატიკა:”როგორ გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება მშობლების მიმართ?პროეტის დასკნით ეტაპზე გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება,სადაც მოსწავლეებმა და მშობლებმა წარადგინეს ერთობლივი ნამუშევრები:ფოტოგალერია,ნახატები,თეატრალური დადგმა ,სიმღერა.პროექტმა წარმატებით ჩაიარა.მადლობა ყველას:ბავშვებს,მშობლებს,პედაგოგებს და დამსწრე საზოგადოებას.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მე ტინტორენტო XXI საუკუნეში”

კერძო სკოლა ,,ანაბასისის” ხელოვნების პედაგოგმა,ნანა გიორგაძემ მე-5ა კლასის მოსწავლეებს შესთავაზა შთამბეჭდავი პროექტი-,,მე ტინტორენტო XXI საუკუნეში”.

მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობა ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი იყო.მათ შექმნეს კომიქსი,მაკეტი,ვიდეო, PowerPoint ექსპერიმენტი.პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი კი ინტერაქტიული და მრავალმხრივი იყო,რაც დაეხმარა მოსწავლეებს ტინტორენტოს ხელოვნებისა და რენესანსის ახალი მხარეების აღმოჩენაში.

ვიზუალური,პრაქტიკული და ციფრული მასალების გამოყენებით გაკვეთილი უფრო გასაგები და მიმზიდველი გახდა.პრეზენტაციის მეშვეობით მათ გაიცნეს ტინტორენტოს შემოქმედება და მისი ექსპერიმენტები.მოსწავლეებმა კომიქსის მეშვეობით გაიცნეს ტინტორენტოს ცხოვრება და სტილი.ვიდეომ ,,ღამის ვახშამზე” გააანალიზებინა მათ მხატვრის უნიკალური ხედვა,სინათლისა და მოძრაობის ეფექტი.მაკეტისა და ფიგურების დახმარებით ისინი პრაქტიკულად ჩაერთვნენ ჩრდილების შექმნის პროცესში.ფოტოგრაფიისა და განათების ექსპერიმენტებმა აჩვენა,როგორ იყენებდა ტინტორენტო სინათლეს დრამატული ეფექტისათვის.PowerPoint-ის გამოყენებით მოსწავლეებმა ციფრულად გამოსცადეს სინათლისა და ჩრდილების სხვადასხვა გავლენა,დაფიქრდნენ,როგორ ახდენს სინათლე გავლენას ნახატის აღქმაზე.მათ გაიგეს,რომ ხელოვნება მხოლოდ ისტორია არ არის-ის ცოცხალი პროცესია,რომელსაც დღემდე იყენებენ სხვადასხვა სფეროში.

პრაქტიკული აქტივობების დახმარებით მათ არა მხოლოდ თეორიულად,არამედ ვიზუალურად და პრაქტიკულადაც შეიგრძნეს ტინტორენტოს ტექნიკები.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,მუსიკალური ინსტრუმენტები,სად იბადება მუსიკა?”

კერძო სკოლა ,,ანაბასისის” მე-4 კლასებში,მასწავლებელ მეგი დეკანოიძის ხელმძღვანელობით(კლასის ხელმძღვანელები:მარინა ჭულუხაძე,მეგი დეკანოიძე)განხორციელდა პროექტი-,,მუსიკალური ინსტრუმენტები,სად იბადება მუსიკა?”

პროექტის ტიპია-პრაქტიკული,კვლევითი და შემოქმედებითი.ხანგრძლივობამ 3-4 კვირა შეადგინა.

სრულად შესრულდა პროექტის მიზნები-მოსწავლეებს გაუღრმავდათ ცოდნა მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ,განუვითარდათ შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები,გააცნობიერეს ხელნაკეთი ინსტრუმენტების მნიშვნელობა მუსიკაში,შეიძინეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ მუსიკალური ინსტრუმენტების კლასიფიკაციას(სიმებიანი,ჩასაბერი,საკრავი,დასარტყამი).ნახეს სხვადასხვა ვიდეო,მოისმინეს ინსტრუმენტების ჟღერადობა.მათ თავიანთი სურვილით აირჩიეს ინსტრუმენტები და მასწავლებლის რეკომენდაციით შეისწავლეს მათი ისტორია,ფუნქცია,გაეცვნენ ინსტრუმენტების მარტივი კონსტრუქციების დამზადების გეგმას.შეაგროვეს საჭირო მასალები(ქაღალდი,პლასტმასის ბოთლები,რეზინები,თოკები და ა.შ.) და მშობლებთან ერთად შექმნეს ინსტრუმენტების მოდელები.მათი ნამუშევრები შესრულებული იყო დიდი პასუხისმგებლობით და მაღალი ვიზუალური ეფექტით.ფორტეპიანოზე,ვიოლინოზე,ფანდურზე შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

„კონფლიქტები ჩვენს გარშემო-მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“.

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში საინტერესოდ მიმდინარეობს სასკოლო პროექტი „კონფლიქტები ჩვენს გარშემო-მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“.

„კონფლიქტების დიალოგით მართვა“ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

პროექტის აქტივობების შემოქმედებითი და სახალისო ფორმით წარმართვა დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ კონფლიქტის მართვის პროცესები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა საინტერესო და ეფექტური აქტივობის განხორციელება.

„როლური თამაში“-მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ანიმაციის ნახვის შემდეგ, მოირგეს ანიმაციის გმირთა როლები და დაფაზე ჩამოწერეს მსგავს სიტუაციაში როგორ იმოქმედებდნენ.

„როგორ ვუპასუხოთ?“- თითოეულმა მოსწავლემ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება კითხვაზე „როგორ ვიქცევით, როცა რაიმე გვაწყენინეს?“

„როგორ მოვაგვაროთ?“- მოსწავლეებმა ჯგუფებში იმსჯელეს და დაასახელეს საუკეთესო გზები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართული თითოეული მხარის პოზიციისა და ემოციების გაანალიზება ეხმარება მოსწავლეებს ემპათიის განვითარებასა და პრობლემის ორივე მხარის თვალით დანახვაში.

მოსწავლეებს იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ დიალოგით შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება, სიახლისა და ერთმანეთის უკეთ გაგება. თუ კონფლიქტი არ მოგვარდება დიალოგით, გაჩნდება ახალი კონფლიქტები და პრობლემის ძალადობრივი მეთოდებით გადაწყვეტის მცდელობები, რაც ხელს შეუშლის მშვიდობიან თანაარსებობას, ამიტომაც დიალოგი აუცილებელია ყველა სახის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

Categories
სკოლა ანაბასისი

ქი ქონსალთინგის “ლიდერთა სკოლის” მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია

Key Consulting-ლიდერთა სკოლის ორგანიზებით ქუთაისში, მოსწავლეთა განათლების ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაში მონაწილეობენ გამორჩეულად ინტელექტუალი მოსწავლეები, რომელთაც თანამედროვე გლობალურ გამოწვევეზე მოხსენებები მოამზადეს (ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პრეზენტაციის თემა ,, სოციალური მედიის გავლენა მომავალ თაობებზე” ინგლისურ ენაზე წარადგინეს ანაბასისელებმა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,პროპორცია გაკვეთილზე და ცხოვრებაში”

ანაბასისის მეშვიდე კლასელებმა მათემატიკაში, (პედაგოგი მარიამ ქოჩიაშვილი )განახოეციელეს პროექტის : „პროპორცია გაკვეთილზე და ცხოვრებაში“

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ პროპორციის როლი და მნიშვნელობა მათემატიკასა და რეალურ ცხოვრებაში, შეისწავლონ მისი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სფეროში და განივითარონ ლოგიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა გადაჭრეს რამდენიმე ამოცანა:

გაიგეს პროპორციის მნიშვნელობა როგორც მათემატიკაში, ასევე რეალურ ცხოვრებაში, გადაჭრეს პრაქტიკული ამოცანები და ექსპერიმენტები, სადაც პროპორცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მოახდინეს რეალური ცხოვრების მაგალითების ანალიზი პროპორციის გამოყენებით (სავაჭრო ფასები, დიზაინი, საჭმლის მომზადება, არქიტექტურა და სხვ.)., განივითარონ თანამშრომლობის, პრეზენტაციისა და კვლევის უნარები. ჯგუფებად განაწილებულმა მოსწავლეებმა პროექტის საბოლოო პროდუქტის პოსტერები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა შეძლეს პროპორციის ამოცნობა და გამოყენება მათემატიკურ და პრაქტიკულ ამოცანებში. განივითარეს კვლევისა და გუნდური მუშაობის უნარებს. გაიუმჯობესეს პრეზენტაციისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.

მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასების მიცემის დროს გაითვალისწინა შეფასების კრიტერიუმები:

1.ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა. 2. ნამუშევრის სიზუსტე და პროპორციის სწორი გამოყენება. 3. შემოქმედებითი მიდგომა და პრეზენტაციის ხარისხი. 4. კვლევის სიღრმე და პრაქტიკული მაგალითების გააზრება.

ვულოცავთ მე-7 ბ კლასის მოსწავლეებს(კლასის ხელმძღვანელი ქეთი ყიფიანი) და მათ პედაგოგს მარიამ ქოჩიაშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

Categories
სკოლა ანაბასისი

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს „სთიმითი“ და პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ საგრანტო პროექტს, „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“.

პროექტი ითვალისწინებს იმერეთის 10 სკოლასთან თანამშრომლობას, რომლის დროსაც გაიმართება ტრენინგები და შერჩეულ გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ STEM ლაბორატორიები და შესაბამისი ნაკრებები.

პროექტში ჩართულია სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი. პროექტის მთავარი მიზანია STEM მიდგომის დანერგვა სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეებისთვის თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნისთვის. STEM – მეცნიერება, ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მათემატიკა – სწავლების ახალი ფორმატია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საგანს, ხელს უწყობს ინტეგრირებული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგულარულად აწყობს შეხვედრებს, ტრენინგებს და ვებინარებს მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. დღეს, იმერეთის მასშტაბით შერჩეულ 10 სკოლის პედაგოგებისათვის ჩატარდა ინტერაქტიური ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლა ანაბასისის პედაგოგებმა. ტრენინგის დროს, STEAMit-ის მიერ შექმნილი STEM ნაკრების გამოყენებით, თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ, პედაგოგებმა ავაწყვეთ ანიმასკოპი. აღნიშნული პრაქტიკული სამუშაო პროცესი საინტერესო, მოტივაციური და სახალისო აღმოჩნდა. ტრენინგის ბოლოს დავგეგმეთ ანიმაციური ფილმის შექმნა ანიმასკოპის დახმარებით, რომლის შინაარსი ითვალისწინებს რამდენიმე საგანის: ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას .

პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, STEM მიდგომები სკოლაში უფრო ფართოდ დაინერგოს, შექმნას ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც მოამზადებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის. განსაკუთრებული მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და ტრენერებს თანამშრომლობისთვის და პედაგოგთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! STEM განათლება მომავალს ქმნის – ეს არის ინოვაცია, რომელიც ცვლის ჩვენს სკოლებსა და მოსწავლეთა შესაძლებლობებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

“ჭეშმარიტი სიკეთე უსაზღვროა!”

ანაბასისში მთელი სასკოლო სზოგადოების ჩართულობით წლებია წარმატებით მიმდინარეობს საქველმოქმედო პროექტი , რომლის ფარგლებში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ერთ-ერთია „ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის კათარზისი“, გვყავს პირდაპირი ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცები, ვცდილობთ ჩვენგან სიყვარულით გაცემული მადლით გული გავუთბოთ მათ და გავულამაზოთ სიცოცხლე.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს გვერდით დგომისა და თანამშრომლობისთვის!

პროექტის ხელმძღვანელი თეა სამხარაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კონფლიქტები ჩვენ გარშემო-მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით”.

სკოლა ანაბასისში წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროექტი „კონფლიქტები ჩვენ გარშემო- მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“ , რომლის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ კონფლიქტის არსი, შეძლონ ამოიცნონ კონფლიქტის შემთხვევები და მოაგვარონ მშვიდობიანად, დაგეგმონ და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:

• საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და პროექტის გეგმის გაცნობა;

• პრეზენტაცია „კონფლიქტები ჩვენ გარშემო“;

• ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენება/განხილვა საფეხურების მიხედვით, ასაკის შესაბამისად;

• თანატოლგანმანათლებელთა შეხვედრები თემაზე „უფროსები გვირჩევენ“, „მედიაციის როლი კონფლიქტების მოგვარებაში“.

• საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და დარიგება;

პროექტი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე და მასში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მშობლებიც;

Categories
სკოლა ანაბასისი

,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”

მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი-,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”(ხელმძღვანელი:თამარ სვანიძე).

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჯგუფებად გაერთიანდნენ და მიზანმიმართულად იმუშავეს.მათ ისეთი ქართველების შესახებ შეაგროვეს დამატებითი ინფორმაცია,როგორებიც იყვნენ:გიორგი შატბერაშვილი,ივანე ზურაბიშვილი,გაბრიელ ეპისკოპოსი,რეზო თაბუკაშვილი,ექვთიმე თაყაიშვილი და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

მოსწავლეებმა ერის წინაშე ამ პიროვნებების დამსახურებებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გააზრებულად დააფიქსირეს იმაზე,თუ რატომ იმსახურებს თითოეული მათგანი მემორიალური დაფისა თუ ძეგლის გახსნას.

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლები,რომელთა საშუალებითაც თავიანთი ცოდნა და კრეატიულობა გამოავლინეს.მათ შეძლეს სხვადასხვა საგნობრივი და ფუნქციური ცოდნის ინტეგრირებული გამოყენება,რაც უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარებას.გაკვეთილის დასასრულს,მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები,რითაც თავიანთი შრომა და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს.