Categories
სკოლა ანაბასისი

საჭადრაკო ჩემპიონატი

მოსწავლეებს შორის ჩატარებულ საჭადრაკო ჩემპიონატებში წარმატებული მონაწილეობით ყოველთვის გვახარებენ ,,ანაბასისელები”. ამ წარმატებაში სპორტისა და ჭადრაკის პედაგოგის ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძის დაუღალავ შრომას ლომის წილი აქვს. წლევანდელ რაიონულ საჭადრაკო ტურნირიდანაც ხელდამშვენებული დაგვიბრუნდნენ პატარა მოჭადრაკეები. 9 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის პირველი ადგილისა და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის მფლობელი გახდა მეორეკლასელი მითა მესხი , მეორე ადგილზე კი პირველკლასელი გუგა სებისკვერაძე გავიდა. ტურნირზე ძალიან კარგი თამაში აჩვენეს -ლევან სახვაძემ, ირაკლი წულუკიძემ, სანდრო ქათამაძემ, გიორგი ნასრაძემ, ნიკოლოზ თავაძემ, გაბრიელ წასიძემ და საბა ლუტიძემ .(ისინი ყველანი ერთი კლასის მოსწავლეები არიან. კლასის ხელ-ლი მარინა ჭულუხაძე) 11წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის ჩემპიონი გახდა მეოთხეკლასელი ირაკლი ცხადაძე, მასვე გადაეცა 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, მეორე ადგილზე კი მისი თანაკლასელი ანა სადუნიშვილია. (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე). ვულოცავთ ნორჩ მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგს ქალბატონ ვიოლეტა შეყილაძეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის!

+3

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური ვებინარი

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” მოსწავლეებისთვის ხარისხიანი,თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესის შეთავაზებასა და მათ მხარდაჭერას ჩაერთონ არა მხოლოდ ქვეყნის,არამედ გლობალურ ინიციატივებში,განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.ამჯერად,მე-10 კლასის მოსწავლეებმა ენერგეტიკის განახლებად წყაროებზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო ვებინარზე წარადგინეს,მათ მასწავლებელი ეკატერინე ორბელაძე ხელმძღვანელობდა.

,,აკადემიური გლობალური საერთაშორისო უნივერსიტეტი IIU შექმნილია ახალგაზრდობის,ცოდნის,ხედვის,განათლების გაზიარების მიზნით. ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ჩვენი თანაქალაქელია-ქალბატონი ინგა ხარჩილავა,რომელიც არაერთი ადამიანის მოტივატორია,თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გააცნონ უცხოელ თანატოლებსა თუ კოლეგებს”-გვეუბნებიან სკოლაში.

,,ანაბასისის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის-ეკატერინე ორბელაძის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს და ინგლისურ ენაზე საინტერესო წარადგინეს განხორციელებული პროექტის-,,ენერგიის განახლებადი წყაროები”,პრეზენტაცია.პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს იმას,რომ ენერგეტიკა არის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების ცენტრში.ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე.განახლებადი ენერგიის უპირატესობა ის არის,რომ იგი ამოუწურავია.

მომხსენებლებმა მიიღეს მაღალი შეფასება და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით,მასწავლებლებთან ერთად. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა იმავე პროექტის პრეზენტაცია უკვე ქართულ ენაზე თანატოლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ხედვა ენერგიის განახლებად წყაროებზე და მათი განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში. დამსწრე საზოგადოებამ,პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ვებინარებში და ითანამშრომლონ უცხოელ თანატოლებთან.

სკოლაში გლობალურ პლატფორმაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ მე-10 კლასელ მოსწავლეებს: ანი ჭანტურიძეს,ანზორ მაღლაკელიძეს,საბა ბახტაძეს,დათა კუპატაძეს,ბიძინა ლილუაშვილს,ლადო ქურციკიძეს, ალექსანდრე ხუსკივაძეს,სანდრო ვარდოსანიძეს,ბექა ფერაძესა და მათ პედაგოგს ეკატერინე ორბელაძეს.

სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდიან გაწეული შრომისათვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

Keyconsulting-ის მასტერკლასი

#Keyconsulting-ის მიერ განხორციელებულ მასტერკლასში ქ. ქუთაისში იმერეთის მასშტაბით 250 მოსწავლეს შორის სკოლა ანაბასისის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით, აქტიურად იასპარეზეს. ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვა და სხვა სახის გუნდურ აქტივობებში.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში

6 -12კლასის მოსწავლეთა გუნდებმა წარმოადგინეს ორი ბრენდის კოლაბორაციით შექმნილი სხვა და სხვა ინოვაციური პროდუქტები. ანაბასისელთა გუნდმა წარადგინა პროდუქტი “აისამი”, მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი ბრენდების აიფონისა და სამსუნგის კოლაბორაცია, რომელმაც მოწონება და ორგანიზატორის დაინტერესება გამოიწვია.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, მათში

ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: ემპათია,

კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება და მოტივირებულობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

კულტურული მრავალფეროვნება

კერძო სკოლა ,,ანაბასისში” მიმდინარეობს სასკოლო პროექტი ,,კულტურული მრავალფეროვნება”,რომლის დევიზია-,,ჩვენ,კაცთა,მოგვცა ქვეყანა,გვაქვს უთვალავი ფერითა”.

ესგ-ის პრიორიტეტული თემა:კულტურული მრავალფეროვნება,ადამიანის უფლებები;

პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიაზრონ,მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრების გამოწვევები,გააცნობიერონ მულტიკულტურულ გარემოში თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების აღიარების მნიშვნელობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,პროექტის ფარგლებში ,,ანაბასისელებმა” ბაკურიანის საზამთრო ბანაკში ყოფნის დროს გამოკითხეს სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები,რომლებმაც აღნიშნეს,რომ მოსწონთ საქართველოში ყოფნა,ქართული კულტურა,წეს-ჩვეულებები,კურორტები,რომ აქ დაცულად გრძნობენ თავს და რომ საქართველო ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანაა.დუბაიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ,,ანაბასისელები” დუბაიშიც მიიწვიეს.

მოსწავლეებმა ბაკურიანთან ერთად მოინახულეს წაღვერი და ბორჯომი,გაეცვნენ წაღვერისა და ბორჯომის მინერალური წყლების შესახებ ინფორმაციას. მოსწავლეებმა ყველგან დააფიქსირეს სხვადასხვა წარმოშობის ტურისტების სიმრავლე და პოზიტიური დამოკიდებულება.

,,ანაბასისში” მოსწავლე,მასწავლებელი და მშობელი თანხმდება,რომ მოსწავლისთვის,ფორმალურ განათლებასთან ერთად,მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს ინტერესების უკეთ წარმოჩენასა და თვითდამკვიდრებაში.

მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს ბაკურიანში ვიზიტი,აქტივობები,გართობა,დასვენება.შეადგინეს მენიუ და საკუთარ თავზე აიღეს დღის რეჟიმის შედგენა/განხორციელება,რასაც ხალისით და წარმატებით გაართვეს თავი.ბანაკი მთლიანად მოსწავლის მოთხოვნებზე იყო აგებული და მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევდა.

,,მსგავსი გასვლები მოსწავლეებში ინდივიდუალური,ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს,რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების,გადაწყვეტილებების მიღების ,პრობლემის გადაჭრის,სისტემური აზროვნების,სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს.მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ პრაქტიკულ გამოცდილებას”,-აღნიშნავენ სკოლაში და უღრმეს მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს ,მშობელს,სკოლის დირექციასა და კლასის დამრიგებელს, თეა სამხარაძეს საინტერესო აქტივობის განხორციელებისთვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

STEM ოლიმპიადა

სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა გუნდმა შემადგენლობით1. ანა ჩუბინიძე, 2. ცოტნე ბუბულაშვილი; 3. ნიკოლოზ ცხადაძე; 4. ბექა ფერაძე; 5. საბა ბახტაძე ; 6. ანზორ მაღლაკელიძე, მონაწილეობა მიიღო STEM ოლიმპიადაში , რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა 19 იანვარს.

STEM ოლიმპიადა წარმოადგენს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა – მათემატიკის N 199 საჯარო სკოლისა (შემდგომში კომაროვის სკოლის) და სს საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტს; ოლიმპიადის მიზანია: საქართველოს მასშტაბით STEM განათლების ხელშეწყობა; საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების დაინტერესება STEM მიმართულებით; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEM სწავლების პოპულარიზაცია; STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისება; საქართველოს მასშტაბით STEM-ის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს, მათი მოტივაცია, არაფორმალურ განათლებაში ჩართულობა მისასალმებელია.

Categories
სკოლა ანაბასისი

საშობაო გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის მე -6 ბ კლასი ჩაერთო კიდევ ერთ საინტერესო აქტივობაში English Book Education-ისა და

Macmillan Education-ისგან👉Well done! 📚✅

მადლობა ამ გამოწვევისთვის!🙏💖

თემა: შობა. საშობაო გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლეებმა განიხილეს საშობაო ლექსიკა, შეიტყვეს შობის ზეიმის შესახებ მთელს მსოფლიოში, წაიკითხეს ტექსტი შობისადმი ხალხის დამოკიდებულების შესახებ დიდ ბრიტანეთში და ხალისით შეასრულეს ქვიზი. ასევე დიდი ინტერესით და აქტიურობით გაიარეს მთელი რიგი კრეატიული საშობაო აქტივობები და მოხვდნენ გამარჯვებულ მოსწავლეთა ჩამონათვალში.

Categories
სკოლა ანაბასისი

კონკურსი ,,საუკეთესო მკვლევართა კლუბი 2023”

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების XII საერთაშორისო ფორუმი ვარშავაში დევიდ კოპერნიკის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. კონკურსის ” საუკეთესო მკვლევართა კლუბი 2023″- დაჯილდოება. მადლობა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University– ს , ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელების წარმომადგენელს, ხატია ნებულიშვილს, საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრის SALIS- ის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიკა კაპანაძეს, კონკურსის ჟიურის საპატიო ჯილდოზე წარდგენისათვის. მადლობა ჩემი სკოლა ანაბასისის მოსწავლეებს, ხელოვნების მასწავლებელს ქალბატონ ნანა გიორგაძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

ღია გაკვეთილი I ბ კლასი

კერძო სკოლა ანაბასისის Iბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი , გაიხსენეს დედაენის შემქმნელი დიდი ბრძენკაცი , საბავშო მწერალი და საზოგადო მოღვაწე-იაკობ გოგებაშვილი.

პირველკლასელთათვის ეს დღე უჩვეულო , ჯადოსნური და საზეიმო აღმოჩნდა , რადგან ამ დღეს მოეფერნენ დედაენას….

გაეცნენ ,პირველ ასო-ბგერას( პაწაწინა თითებით შეძლენს მისი მოხაზვა და ამოკითხვა, შექმენს პირველი სამახსოვრო ხელნაწერი) , სიტყვებსა და წინადადებებს …. ანბანის თითოეულ ბგერაზე დაასახელეს ანდაზები, ბარათებზე მოცემული ფოტოები ამოიცნეს და გაარჩიეს თუ რომელი ბგერით იწყებოდა.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გაითამაშეს ,,ტყეში ამოსული ია” რის შემდეგაც შეძლეს მისი დახასიათება…

მათ არ დაივიწყეს თავიანთი სამშობლო და მოეფერნენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით.

აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა საჩუქრად გადასცა დედაენის წიგნები….

ეზოში მოხაზეს პირველი სიტყვა ,,ია” და გაუშვეს პელიუმის ბუშტები…

ჩემო პატარებო , გილოცავთ ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობას, იაკობმა ხომ დედაენით გადაარჩინა ქართული ენა და ქართული ანბანი….

03.11.2023 ს/წ

Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

,,ბენქსი“ ლეგენდის დაბადება – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სკოლა ანაბასისის VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების პედაგოგის ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით.

ექსპოზიცია ასახავს ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის (ანონიმური მხატვრის) – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისაგან. კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალური ნამუშევრებია.

,,დაუწერელი შეთანხმებაა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის, რომ სამყარო უკეთესია მისი ანონიმური ყოფნით“- სტივ ლაზარიდისი.

ბენქსის ორიგინალურ ნამუშევრების გვერდით იყო ქართველი სთრიტარტის მხატვრების ნამუშევრები.

მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების მუზეუმში საშუალება მიეცათ აგრეთვე ენახათ ცნობილი ქართველი მხატვრების : აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ედმონდ კალანდაძის, დალი ფოდიაშვილის, თემო გაცაძის, ირაკლი ფარჯიანის და სხვათა ნამუშევრები.

მუზეუმმა და ექსპონატებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მოსწავლეებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ეზიარნენ ხელოვნების უკვდავებას.

რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში? ხელოვნება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩასწვდომოდა თავის გარშემო არსებულ სამყაროს. ცდილობდა აეხსნა მოვლენები და ყოველივეს, რასაც გაიაზრებდა, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამისა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო სასწავლო გასვლითი ექსკურსია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და რომელმაც თავის მიზანს წარმატებით მიაღწია.

პედაგოგები ნანა გიორგაძე, თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი მატარებელში!

ასეთი სახელწოდებით განხორციელდა გასვლითი სასწავლო ექსკურსია გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებთან შემდეგი მარშუტით -ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- ზესტაფონი.

მოსწავლეებმა მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას. ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერა, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები; მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო; ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ;

ანაბასისელებმა მოინახულეს “მოდი ნახე”( გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებული XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ), საიდანაც დააკვირდნენ საჩხერის რელიეფს; აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ანაბასისელებმა ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი( XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული) , ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი “ვაგონეტები”, ნახეს კაცხის სვეტი( V-VI სს.),იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება,სამხრეთ მთიანეთი. საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.

გეოგრაფიის საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს პეიზაჟზე,შემოდგომის ფერებზე (ხელოვნება), გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა).

სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.

პედაგოგები რუსუდან გურგენაშვილი, ნანა გიორგაძე, თეა სამხარაძე;