კერძო სკოლა ანაბასისის Iბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი , გაიხსენეს დედაენის შემქმნელი დიდი ბრძენკაცი , საბავშო მწერალი და საზოგადო მოღვაწე-იაკობ გოგებაშვილი.
პირველკლასელთათვის ეს დღე უჩვეულო , ჯადოსნური და საზეიმო აღმოჩნდა , რადგან ამ დღეს მოეფერნენ დედაენას….
გაეცნენ ,პირველ ასო-ბგერას( პაწაწინა თითებით შეძლენს მისი მოხაზვა და ამოკითხვა, შექმენს პირველი სამახსოვრო ხელნაწერი) , სიტყვებსა და წინადადებებს …. ანბანის თითოეულ ბგერაზე დაასახელეს ანდაზები, ბარათებზე მოცემული ფოტოები ამოიცნეს და გაარჩიეს თუ რომელი ბგერით იწყებოდა.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გაითამაშეს ,,ტყეში ამოსული ია” რის შემდეგაც შეძლეს მისი დახასიათება…
მათ არ დაივიწყეს თავიანთი სამშობლო და მოეფერნენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით.
აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა საჩუქრად გადასცა დედაენის წიგნები….
ეზოში მოხაზეს პირველი სიტყვა ,,ია” და გაუშვეს პელიუმის ბუშტები…
ჩემო პატარებო , გილოცავთ ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობას, იაკობმა ხომ დედაენით გადაარჩინა ქართული ენა და ქართული ანბანი….
,,ბენქსი“ ლეგენდის დაბადება – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სკოლა ანაბასისის VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების პედაგოგის ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით.
ექსპოზიცია ასახავს ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის (ანონიმური მხატვრის) – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისაგან. კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალური ნამუშევრებია.
,,დაუწერელი შეთანხმებაა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის, რომ სამყარო უკეთესია მისი ანონიმური ყოფნით“- სტივ ლაზარიდისი.
ბენქსის ორიგინალურ ნამუშევრების გვერდით იყო ქართველი სთრიტარტის მხატვრების ნამუშევრები.
მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების მუზეუმში საშუალება მიეცათ აგრეთვე ენახათ ცნობილი ქართველი მხატვრების : აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ედმონდ კალანდაძის, დალი ფოდიაშვილის, თემო გაცაძის, ირაკლი ფარჯიანის და სხვათა ნამუშევრები.
მუზეუმმა და ექსპონატებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მოსწავლეებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ეზიარნენ ხელოვნების უკვდავებას.
რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში? ხელოვნება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩასწვდომოდა თავის გარშემო არსებულ სამყაროს. ცდილობდა აეხსნა მოვლენები და ყოველივეს, რასაც გაიაზრებდა, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამისა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო სასწავლო გასვლითი ექსკურსია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და რომელმაც თავის მიზანს წარმატებით მიაღწია.
ასეთი სახელწოდებით განხორციელდა გასვლითი სასწავლო ექსკურსია გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებთან შემდეგი მარშუტით -ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- ზესტაფონი.
მოსწავლეებმა მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას. ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერა, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები; მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო; ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ;
ანაბასისელებმა მოინახულეს “მოდი ნახე”( გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებული XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ), საიდანაც დააკვირდნენ საჩხერის რელიეფს; აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ანაბასისელებმა ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი( XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული) , ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი “ვაგონეტები”, ნახეს კაცხის სვეტი( V-VI სს.),იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება,სამხრეთ მთიანეთი. საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.
გეოგრაფიის საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს პეიზაჟზე,შემოდგომის ფერებზე (ხელოვნება), გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა).
სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.
პედაგოგები რუსუდან გურგენაშვილი, ნანა გიორგაძე, თეა სამხარაძე;
2023 წლის 2 ნოემბერს, კერძო სკოლა „ანაბასისის“ 1 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი. გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს ბრძენკაცს,დედაენის შემქმნელს, დიდ საბავშვო მწერლსა და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს, რომელსაც 2023 წელის 27 0ქტომბერს დაბადებიდან 183 წელი შეუსრულდა.
ქართველებს 4 უმთავრესი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება და დედაენა. სწორედ ამ დღეს მოსწავლეები მოეფერნენ დედაენას, გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს, სიტყვას და წინადადებას. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და თავიანთი ნამუშევრებით ისახელეს თავი. ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ მათ.
პირველმა მასწავლებელმა მათ სახსოვრად დაურიგა სამკერდე
, რომელზედაც ყვავილი ია და პირველი წინადადებაა გამოსახული. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი „დედაენები“.
სკოლის ეზოში პირველი სიტყვის ასო-ბგერების მიხედვით დადგნენ ბავშვები და ჰაერში გაუშვეს იისფერი ბუშტები. რომელმაც განსაკუთრებული ხალისი გამოიწვია მოსწავლეებში. ასე იმოგზაურებენ ჩვენი თვალხატულა გოგო-ბიჭები ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში. აბა, თქვენ იცით რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინეთ, რათა თქვენი სამშობლოს ღირსეული შვილები გახდეთ და აღარ დაგჭირდებათ სხვისი დახმერება ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების.. კითხვაში, თქვენ თავად შეძლებთ ყველაფრის წაკითხვასა და გაგებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრათ დედაენის შემქმნელს, ჩვენს იაკობ გოგებაშვილს.
„გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ინფორმაციის სამყაროში!“ ასეთი დევიზით ჩაერთო სკოლა ანაბასისი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ხელმძღვანელობით;
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით საქართველოში უკვე 3 წელია, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, ტარდება. კვირეული საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ანაბასისიში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა;
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ.
ფორუმის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები. მოგვიანებით, მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლებმა სკოლებში მედიაწიგნიერების საგნის სწავლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
პედაგოგმა ფორუმზე მიღებული ინფორმაცია ანაბასისის მოსწავლეებს გაუზიარა და გააცნო მათ “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელო, ისაუბრა სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციაზე დაუფლების მნიშვნელობაზე;
ანაბასისის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დავით ჯუღელმა, ნიკოლოზ ქუძიაშვილმა, დავით მესხმა თანასკოლელების წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია: „რა არის მედიაწიგნიერება“, ისაუბრეს ტროლებისა და ბოტების, ფიშინგისა და სმიშინგის, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის შესახებ;
განიხილეს საინფორმაციო პოსტერი, სადაც მოცემული იყო სკოლაში, მეგობრებთან, უცნობ ადამიანებთან, ინტერნეტის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები.
მოეწყო სასწავლო ფილმის „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ ჩვენება და განხილვა.
მოსწავლეებმა განიხილეს მედიასივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაგალითები, იმსჯელეს ყალბი და ნამდვილი ამბის განსხვავების ხერხებზე და ისაუბრეს მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.
ანაბასისლებმა იციან,რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი.
ანაბასისელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.
მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გახდნენ მედიაწიგნიერები.
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, რუსუდან გურგენაშვილი.
შვედეთის ეკოტრენინგცენტრის მიერ ორგანიზებულ Junior Environmental Leadership Diploma 5″-ისთვის ანაბასისელმა მე-10 კლასის მოსწავლემ ანზორ მაღლაკელიძემ და მე-8 კლასელმა ბარბარე კაპანაძემ ყველა დავალება უმაღლეს ქულაზე შეასრულეს! მათი მოტივატორი კი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პრდაგოგი ნანა ფერაძეა! ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის!
დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს:
ნიკოლოზ ცხადაძეს , ნიკოლოზ ჩინჩალაძეს, ქეთი დოღაძეს, ელენე მელაძეს,ლუკა ფუტკარაძეს, საბა გეწაძეს.
ხელოვნების პედაგოგს ქალბატონ ნანა გიორგაძეს თანამშრომლობისათვის.
,,საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“- კონკურსის შედეგები
Inbox
Yexclub .
18:40 (57 minutes ago)
to bcc: me
მოგესალმებით!
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოთქვით სურვილი და ჩაერთეთ კონკურსში „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“ .
ამ კონკურსმა დაგვანახა თუ როგორი საინტერესო და ინოვაციური პროექტები შეიძლება შეიქმნას კლუბური მუშაობის დროს და ნამდვილად გვახარებს მასწავლებელებისა და მოსწავლეების ასეთი ჩართულობა.
ჟიურის გადაწყვიტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველ ადგილი დაიმსახურა სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის (კლუბის ხელმძღვანელი- ქეთევან ედიბერიძე) პროექტმა ,,პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევარებისაგან!”. მკვლევართა კლუბის “ანაბასისის” მასწავლებელი გაემგზავრება ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში (პოლონეთი) გამართულ ფორუმზე; კლუბს კი გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები (კლუბის განვითარებისთვის და მისი მუშაობის შემდგომი ხელშეწყობისთვის).
მეორე ადგილი დაიმსახურა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის (კლუბის ხელმძღვანელი: ელისო აბრამიშვილი) პროექტმა “სამზარეულოს ქიმია”.
მესამე ადგილი კი მიენიჭა სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის (კლუბის ხელმძღვანელი- ნუნუ ჯავახიშვილი) პროექტს “აბრეშუმისმაგვარი ბოჭკო”.
მეორე და მესამე ადგილზე გასულებს “მკვლევართა კლუბებს “ნორჩი ქიმიკოსები” და “ნაბიჯი მეცნიერებაში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან გადაეცემათ “ლიგამუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები.
კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა მონაწილეს და გისურვოთ წარმატება!
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებზე ტრენინგი, სკოლა ანაბასისის პედაგოგოგებსა და ადმინისტრაციას ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერთიფიცირებულმა ექსპერტმა, მომავლის ბიზნეს სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა გიორგი ნებიერიძემ ჩაუტარა . პედაგოგებთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სასკოლო კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგიაზე, შინაარსზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, კურიკულუმის გადასინჯვასა და რევიზიაზე. ადმინისტრაციასთან და სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის მთავარი თემა კი სკოლის ფილოსოფია იყო. სკოლის მისიის, ხედვის, ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების კომპონენტებზე, ინდიკატორებსა და მტკიცებულებზე გამახვილდა ყურადღება. ექსპერტმა ასევე მიმოიხილა სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული და მოსწავლეთა მხარდაჭერა. ტრენინგზე იყო პოზიტიური ,თანამშრომლობითი გარემო და ინტერაქტიურ რეჟიმში, მსმენელთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დიდი მადლობა გულისხმიერ, პროფესიონალს ბატონ გიორგის სკოლის საჭიროებებზე მორგებული საინტერესო ტრენინგისათვის!
2023 წელს, საქართველოში პირველად, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ეკონომიკის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა.
კონკურსი 3 ეტაპისგან შედგება, ორი ეტაპი ჩატარდა საქართველოში.
ადგილობრივი ეტაპი მოიცავდა:
1. სკოლის რაუნდს
2. ეროვნულ რაუნდს
საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და GELi . საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას პარტნიორობით გაიმართა .
ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებს აცნობს და აახლოვებს ეკონომიკასთან იმ დონეზე, რომელიც მათ პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოადგებათ.
საქართველოში გამართულ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობა 1230-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
სკოლის რაუნდის შედეგები 12 მარტისთვის გახდა ცნობილი, ეროვნულ რაუნდში გადავიდა 230 მონაწილე, მათ შორის სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლე ანა ჩუბინიძე.
ანამ 11 ივნისს მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ეროვნულ ტურში და დაჯილდოვდა სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრებით.
გასაუბრების ეტაპზე გამარჯვებული 5 მონაწილე ფინალისტი სექტემბერში სლოვაკეთში საქართველოს სახელით ჩაერთვება საერთაშორისო რაუნდზე ოცამდე ქვეყნიდან შერჩეულ კონკურსანტებთან ერთად!
სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე, სასკოლო რაუნდში აქტიური მონაწილეობისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი , ეკონომიკის ოლიმპიადის (2023) სკოლის კოორდინატორი თეა სამხარაძე;
მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებს საინტერესო შემოთავაზებისთვის და ჩვენი სკოლის პედაგოგს და მოსწავლეებს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში აქტიური ჩართულობისთვის.
წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!
ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
ეკონომიკის ოლიმპიადის სპონსორია Economic Fundamentals Initiative და თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University.
ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Institute of Economic Education (INEV)
ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG).
ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2X2).
საერთაშორისო გამოფენა – კონკურსი – “ლეგენდა ტაურაგეზე” დასრულდა . გამოფენა არასამთავრებო ორგანიზაცია ,,ლიეტუველი მეგობრების” ხელმძღვანელის ზეინაბ გველესიანისა და ტაურაგეს ხელოვნების სკოლის დირექტორის იოლანტა კაზლაუზკიანეს ინიციატივით გაიმართა.
საერთაშორისო კონკურსში ევროპის 5 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ლიეტუვას, ქალაქ ტაურაგეს სკოლასთან დამეგობრებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან.
ნახატების გამოფენა 1 ივნისს, ქალაქ ტაურაგეში გაიმართა.
ზესტაფონის ქალაქის მერიამ და საკრებულომ საზეიმოდ გადაცა სიგელები და დიპლომები კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს.
სკოლა ანაბასისის 13 მოსწავლის ნამუშევარი მონაწილობდა გამოფენაში, მათ და მათს პედაგოგებს :
მარიამ ჭულუხაძეს, ეკა ჯიმშიაშვილს, თამარ ვეფხვაძეს, ლანა ჩუბინიძეს სიგელები გადაეცათ. მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს! წარმატებები მონაწილეებს!